• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » 2016 წელი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და სამომავლო პროგნოზები
ანალიტიკა

2016 წელი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და სამომავლო პროგნოზები

09.03.20178 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

დავით ჯიშკარიანი
ისტორიკოსი

შესავალი
2016 წელმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დიდი გარდატეხების, აჟიოტაჟისა და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. ორივე საზოგადოება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განგრძობს არსებობას და საკუთარი პრობლემებით ცხოვრობს. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს, აფხაზეთის მთავრობა ხშირად სტუმრობს მოსკოვს, ცდილობს მასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. კონფლიქტების მოგვარების თემამ დათმო მოწინავე პოზიციები საზოგადოებაში. სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა დამსახურებულად დაიბრუნა პირველობა.
აფხაზეთში დანიშნულმა რეფერენდუმმა მშვიდად ჩაიარა, ოპოზიციის დემონსტრაციები ფართომასშტაბიან ესკალაციაში არ გადაზრდილა. საქართველოში ოქტომბრის არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში კონფლიქტებმა უკან ჩამოიწია. პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გააცნობიერა კონფლიქტების მოგვარების გრძელვადიანი პერსპექტივა და იმ სამი პარტიიდან, რომელიც პარლამენტში მოხვდა, არც ერთის პროგრამაში არაა ნათქვამი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კონფლიქტების მოგვარება ხელეწიფებათ. საომარი რიტორიკის ცვლილებასთან ერთად, სამივე პარტიის პროგრამა უფრო მეტად ინტეგრაციული პოლიტიკის მომხრეა და მიმართულია აფხაზებისთვის მომხიბვლელი გარემოს შექმნისაკენ.
შექმნილი რეალობა სრულებით არ ნიშნავს უძრაობის ხანას, პირიქით, გასული წლის 12 თვეში ბევრი რამ მოხდა.

ახალი მინისტრი
მინისტრის პოსტი დატოვა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა საკუთარი განცხადებების გამო. 2015 წელს მან აზრი გამოთქვა ქვეყნის ფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცდილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია“. ამ მოსაზრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მინისტრობისას, ის ახერხებდა, რომ კონფლიქტების თემა წამოწეული ყოფილიყო და დავიწყებას არ მისცემოდა.

ზაქარეიშვილის წასვლის შემდეგ მინისტრი ხდება მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. ის წლების განმავლობაში წარმატებულად საქმიანობდა არასამთავრობო სექტორში. მისი პირველი მოადგილეობის დროს კურირებდა სამინისტროს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებს და, რასაკვირველია, კომპეტენცია ამ მიმართულებით გააჩნია. თუმცა ამ ნაბიჯით სახელმწიფომ საკუთარი თავი დაიზღვია და რამდენიმე ფაქტორის პრევენცია მოახდინა: როგორც უკვე ითქვა, ზაქარეიშვილი გამოირჩეოდა განცხადებების სიმძაფრით, 2016 წელს ღია ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით დაწერილი ახალი კონცეფცია. რა ბედი ეწია ან სადაა ეს კონცეფცია საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. მისი განცხადებების გამო მთელ „ქართულ ოცნებას“ ხშირად უწევდა პასუხის გაცემა მწვავე კითხვებზე. ქეთი ციხელაშვილი ყოველთვის მოზომილი და მოკლებულია იმ სკანდალებს, რაც წინა მინისტრს თან სდევდა. ის არაა პოლიტიკური პარტიის წევრი. მისი განცხადებები არ გამოირჩევა რადიკალური ხედვებით, უმეტესად აქცენტი კეთდება საერთაშორისო თანამეგობრობასა და ორგანიზაციებზე.
შესაძლოა, ზაქარეიშვილი არ იყო ყველაზე წარმატებული მინისტრი თუმცა მისი წასვლით საგრძნობლად შემცირდა შერიგების აპარატის ეფექტურობა. ეს უწყება საკუთარი მოკრძალებული ბიუჯეტისა და მცირე ადამიანური რესურსის გამო ხშირად მინისტრის პოლიტიკურ წონასა და ხედვებზეა დამოკიდებული. ამ ცვლილებით კი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული ჟენევის მოლაპარაკებები გახდა. ამას მოწმობს პირველ მოადგილედ პეტრე კანკავას დანიშვნაც, რომელსაც საქართველოს კონფლიქტებზე მუშაობის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება არ გააჩნია. 2017 წლისათვის კი ვიღებთ სურათს, როდესაც პრაქტიკულად ორი სამინისტრო სრულიად კონცენტრირებულია ჟენევის მოლაპარაკებებზე.

პატიმართა გაცვლა
10 მარტს პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად ენგურის ხიდზე პატიმართა გაცვლა მოხდა. საინფორმაციო სააგენტოები ერთმანეთისგან გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ, უმთავრესს ინტერესის საგანს წარმოადგენდა – ათავისუფლებდა თუ არა ქართული მხარე ტერორიზმში ბრალდებულ მალხაზ ყოლბაიას, მეტსახელად კოჭოიას, რაც საბოლოოდ გამოირიცხა. ჯამში საქართველოს თოთხმეტი მოქალაქე გათავისუფლდა. თუმცა ერთმა პატიმარმა უარი განაცხადა საქართველოში გადმოსვლაზე და თავად დარჩა პატიმრობაში. საქართველოს საპატიმროები კი დატოვა ოთხმა პირმა, მათგან სამი 2005 წელს გორის ტერაქტის ორგანიზებაში იყო ბრალდებული, ხოლო ერთი – ადამიანის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს. პატიმართა გაცვლა მოხდა როგორც ენგურის ხიდზე, ასევე ერგნეთში.

ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსური მხარისთვისაც, ლეონიდ თიბილოვმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა რაულ ხაჯიმბას მისი წვლილისთვის ამ პროცესში. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ კი აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჟენევის მოლაპარაკების შედეგია, რადგან ყველაფერი იქ დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზურ მხარეს ამ გაცვლით არც ერთი პატიმარი არ მიუღია. პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან გამოეყვანათ ნებისმიერ ფასად, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.

ეს მოვლენა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მხოლოდ ჰუმანიტარული აქტი. ეს იყო იმის დემონსტრირებაც, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეძლეს მათთვის აუცილებელ საკითხზე შეთანხმება და პრობლემის მოგვარება, თუ პროცესის ხანგრძლივობასაც გავითვალისწინებთ, მას ინტენსიური და საკმაოდ დაძაბული მუშაობა უძღოდა წინ.

პატიმართა გაცვლა 2016 წლის ყველაზე წარმატებული მოვლენაა, თუმცა, სამწუხაროდ, ის მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან მცირე ხნით მოექცა და მალევე დავიწყებას მიეცა.

მკვლელობა ხურჩაში
პატიმართა გაცვლის წარმატების ფონზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში 2016 წელს მომხდარ ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენდა ქართველი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი. 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, ვერაგულად იქნა მოკლული 31 წლის გიგა ოთხოზორია. სოფელი ხურჩა გამყოფ ხაზთან არსებული დასახლებული პუნქტია, რომელიც ქართველების მიერ კონტროლირებად სივრცედ მიიჩნევა, თუმცა ის, რომ აქ მოქალაქეთა მიმოსვლა ჯერ კიდევ საფრთხის შემცვლელია და ხელისუფლებას არ შესწევს უნარი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს, ამ შემთხვევამაც დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება განცხადებებში საკმაოდ მოზომილი, თუმცა პრინციპული იყო. არ მომხდარა ამ ტრაგიკული შემთხვევით სპეკულირება და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. ხელისუფლება არ აჰყვა იმ მედია საშუალებებს, რომლებმაც ამ ტრაგედიით მალევე დაიწყეს მანიპულაცია.

27 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქალაქ გალში შეხვედრა გაიმართა, მთავარი საკითხი ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყო. მორიგ შეხვედრაზე, 6 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დამატებითი მასალები მიაწოდა აფხაზურ მხარეს გამოძიებისათვის. საქართველოს პარლამენტის წევრი, ელისო ჩაფიძე, მოითხოვდა, რომ მკვლელი ქართული მხარისათვის გადმოეცათ. ჩაფიძის ამ სურვილზე პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ იმის ილუზია – ბრალდებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ – არავის აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ ოთხოზორიას მკვლელობა გრიგორი კარასინთან შეხვედრისასაც წამოჭრა , თუმცა ამ უკანასკნელმა რუსეთის პასუხისმგებლობა ტრაგედიაში ვერ დაინახა. ეს მოვლენა აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გალის შეხვედრების დროსაც, თუმცა რაიმე სახის თვისებრივ შედეგზე საუბარი ზედმეტია. მართალია, აფხაზური მხარე გმობს მკვლელობას, მის მაპროვოცირებელ მოტივებზეც საუბრობს. აფხაზურმა მხარემ ვერ შეძლო ამ სასტიკი მკვლელობისთვის ადეკვატური პასუხი გაეცა და მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კი აფხაზ მოსაზღვრეს დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ჟენევის მოლაპარაკებები და გალის შეხვედრების აღდგენა
აფხაზურ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობის უმთავრეს და ერთადერთ სივრცედ რჩება ჟენევის მოლაპარაკებები. ეს პროცესი 2008 წლის შემდგომ მიმდინარეობს და, მიუხედავად სკეპტიკური განცხადებებისა, ყველა მხარისთვის ჯერჯერობით მისაღებ ფორმატად რჩება. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებების დროში გაწელვას და რუტინას არც ეს ფორმატია მოკლებული. ჟენევის მოლაპარაკებებზე როგორც კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს საშუალებაზე აპელირება სრული დილეტანტიზმი იქნება.

ჟენევის მოლაპარაკებების 35 რაუნდის უმთავრეს წარმატებად გალის შეხვედრების აღდგენა უნდა ჩაითვალოს. ამ ნაბიჯით ყველა მხარე კმაყოფილია. გალის შეხვედრების გაშუქებისას აფხაზეთში აღნიშნავდნენ, რომ ის მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამ მექანიზმის ამოქმედება მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარებისთვის, მსგავსი ფორმატები საშუალებას იძლევა ადგილობრივ დონეზე გადაწყდეს მნიშვნელოვანი საკითხები.

2017 წლის მოლოდინები
2017 წელს კონფლიქტების მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის საფუძველს არსებული პოლიტიკური ელიტები და მდგომარეობა არ იძლევა.
დიდი ალბათობით, 2017 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საპარლამენტო განხილვები მწვავე დისკუსიების ფონზე წარიმართება, მოხდება საკმაოდ მძაფრი პოლიტიკური მანიპულაციები – კანონში ნებისმიერ ტიპის, ლიბერალიზაციისკენ მიმართული ჩასწორება სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან, დიდი ალბათობით, აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. წინასწარი დასკვნების გაკეთება რთულია, კონკრეტულად კანონის რა ნაწილებს შეეხება ცვლილებები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კანონის ლიბერალიზაციას პოზიტიური გავლენა ექნება კონფლიქტური მხარეთა დაახლოების კუთხით.

აფხაზეთში კი 12 მარტს დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები. მას წინ უძღოდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ამიერიდან პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ წამოაყენონ კანდიდატები ყველა, 35 საარჩევნო ოლქში, ნაცვლად ოლქების ერთი მესამედისა როგორც იყო ადრე. ამ არჩევნების პროცესით და შედეგით რაიმე თვისებრივი და შინაარსობრივი ცვლილებები ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში არ არის მოსალოდნელი. ხელისუფლებაში მყოფი კოალიციას, რომელიც რაულ ხაჯიმბას ირგვლივაა გაერთიანებული, მოუწევს ძალთა მობილიზაცია იმისათვის, რომ მოიპოვის უმრავლესობა არჩევნებში. პოლიტიკურ სცენაზე ძირითადად ყოფილი ჩინოვნიკები და მოქმედი პოლიტიკოსები არიან, ამიტომ თვისებრივი ცვლილებები ამ არჩევნებზე საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი არაა.
2016 წელს აფხაზეთში ხშირად საუბრობდნენ ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემაზე, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო მწვავე ხდება. ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობა აფხაზეთში გაიზარდა, ენგურ ჰესის სიმძლავრე მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, 2017 წელს ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. აფხაზი მთავარი ენერგეტიკოსის, ასლან ბასარიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა ეცდება ეს საკითხი სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან გადაწყვიტოს, თუმცა მან აქვე დასძინა, რომ ელექტროენერგიის ნაკადის სანაცვლოდ აფხაზეთს მოუწევს ფულის გადახდა.

თუ წლების განმავლობაში უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთისათვის საქართველოსთან ურთიერთობები და მისგან აღიარების მოპოვება წარმოადგენდა, 2008 წლის შემდგომ ეს მიდგომები იცვლება და 2016 წელს საკმაოდ ცალსახად გამოიკვეთა, რომ აფხაზებისთვის უმთავრესი საგარეო პრობლემა არა საქართველოსგან აღიარების მიღება, არამედ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება და მოწესრიგება იქცა. აფხაზეთის, როგორც „სახელმწიფოს“ აქტიური არაპირდაპირი კომუნიკაციები თურქეთთან საქართველოს მხრიდან მათ არაღიარების ფაქტორს კიდევ უფრო დაბლა სწევს და მნიშვნელობას უკარგავს.

აფხაზებისათვის ისევ რჩება პრობლემად გალის რაიონის მოსახლეობა, მოუგვარებელი რჩება გალის მოსახლეობის პასპორტიზაცია და მათი სამართლებრივი მდგომარეობა საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე. არ არსებობს პოლიტიკური პროექტი თუ რა უნდა მოუხერხონ ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. აფხაზური საზოგადოება მათი ინტეგრაციისათვის მზად არ არის, მეორე მხრივ გალის მოსახლეობას საკმაოდ ჩამოყალიბებული ქართული ნაციონალური იდენტობა გააჩნია და საკუთარ თავსაც საქართველოს ნაწილად აღიქვამს.

2017 წელს მთავარი შეკითხვა ისევ ძალაშია, ერთ მშვენიერ დღეს რუსული ჯარისა და სამხედრო ბაზების გასვლის შემთხვევაში, რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტს სთავაზობს საქართველო აფხაზებს – ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია.

____________

[1]პაატაზაქარეიშვილი – აფხაზეთიდამოუკიდებელისაქართველოსშემადგენლობაშიარყოფილა.. ყოველშემთხვევაშიდღევანდელევროპულრეალობაში. / იხ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/356225-paata-zaqareishvili-afkhazethi-damoukidebeli-saqarthvelos-shemadgenlobashi-ar-yofila-yovel-shemthkhvevashi-dghevandel-evropul-realobashi.html?ar=A

[2]ქართულ, აფხაზურდაოსურმხარეებსშორისპატიმრებისგაცვლაშედგაენგურისხიდთან./ იხ. http://civil.ge/geo/article.php?id=30184

[3]Леонид Тибилов поблагодарил Рауля Хаджимба за содействие в освобождении осужденных граждан Южной Осетии./იხ. http://www.apsnypress.info/news/leonid-tibilov-poblagodaril-raulya-khadzhimba-za-sodeystvie-v-osvobozhdenii-osuzhdennykh-grazhdan-yu/

[4]ჩირიკბა, პატიმართაგაცვლაჟენევისმოლაპარაკებებისშედეგია /  იხ .http://netgazeti.ge/south_caucasus/100572/

[5]დიდიგაცვლა: ტერორისტებიჯაშუშებსადასხვებში/ იხ.http://www.amerikiskhma.com/a/biggest-prisoner-exchange/3231619.html

[6]გიგაოთხოზორია – ოკუპაციისადაარაკომპეტენტურობისმსხვერპლი/ იხ. http://rustavi2.com/ka/news/48072

[7]ჩაფიძე: ოთხოზორიასმკვლელობაშიბრალდებულისაქართველოსუნდაგადმოსცენ. / იხ. http://www.tabula.ge/ge/story/109141-chafidze-otxozorias-mkvlelobashi-braldebuli-saqartvelos-unda-gadmoscen

[8]ზაქარეიშვილი: ილუზიაა, რომოთხოზორიასმკვლელობაშიბრალდებულსგადმოგვცემენ. / იხ. http://www.tabula.ge/ge/story/109548-zaqareishvili-iluziaa-rom-otxozorias-mkvlelobashi-braldebuls-gadmogvcemen

[9]აბაშიძე: კარასინთან ოთხოზორიას მკვლელის საკითხს კატეგორიულ ფორმებში წამოვჭრი/ იხ. http://www.tabula.ge/ge/verbatim/109165-abashidze-karasintan-otxozorias-mkvlelis-sakitxs-kategoriul-formebshi-tsamovchri

[10]აბაშიძე: კარასინი თვლის, რომ რუსეთს ოთხოზორიას მკვლელობასთან შეხება არ აქვს. / იხ. http://www.tabula.ge/ge/verbatim/109262-abashidze-karasini-tvlis-rom-rusets-otxozorias-mkvlelobastan-shexeba-ar-aqvs

[11]სასამართლომ ოთხოზორიასმკვლელობაშიბრალდებულიდამნაშავედცნო/იხ. http://www.civil.ge/geo/article.php?id=30901

[12]საგარეოსაქმეთასამინისტროსგანცხადებაჟენევისსაერთაშორისომოლაპარაკებების 35-ერაუნდთანდაკავშირებით / იხ. http://mfa.gov.ge/News/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-(3).aspx

[13] Тридцать восьмая встреча в рамках Механизма по предотвращению и реагированию на инциденты прошла в городе Гал/ იხ. http://www.apsnypress.info/news/tridtsat-vosmaya-vstrecha-v-ramkakh-mekhanizma-po-predotvrashcheniyu-i-reagirovaniyu-na-intsidenty-p/

[14]Басария: мощности ИнгурГЭС для электроснабжения Абхазии уже не хватает
http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20170112/1020219612/basariya-moshhnosti-ingurges-dlya-elektrosnabzheniya-abxazii-uzhe-ne-xvataet.html

 

არჩევნები 2016 აფხაზეთი კავკასია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კომფლიქტების ტრანსფორმაცია კონფლიქტები საქართველო

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.