დავით უსუფაშვილის ლექცია

21 მარტს დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში“. სალექციო კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგ თემებზე: დემოკრატია და სამოქალაქო განათლება, ადამიანის უფლებები, კონფლიქტის ანალიზი, ნაციონალიზმი და სხვა. იგი მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

პირველი ლექციის თემა იყო საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში, რომლის შესახებაც ისაუბრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მომხსენებელი შეეხო საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიულ პროცესს და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებლობის შემდგომ მოწვეული პირველი პარლამენტის მუშაობის პროცესზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე და პარლამენტის ურთიერთობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *