პაატა ზაქარეიშვილის საჯარო ლექცია

14 მარტს, 19 საათზე ფაბრიკაში Impact Hub Tbilisi-ში კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები – კონფლიქტები საქართველოში და მოლაპარაკებების ისტორია 1989 წლიდან დღემდე“.

1993 წლის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები დიდი ხნის მაძილზე გაყინული იყო. მდგომარეობა გართულდა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდგომ. დღეს ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და მხარეებს შორის სტატუს ქვოს შეცვლის პერსპერქტიცა არ ჩანს. კონფლიქტის მოგვარების რა შესაძლებლობები ჰქონდათ მხარეებს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ და როგორია სიტუაცია დღეს?

ამ საკითხებზე ლექციას წაიკთხავს საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ნინოშვილის #8, 0102 თბილისი

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *