• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » “ივლისის“ კრიზისი სომხეთში
ანალიტიკა

“ივლისის“ კრიზისი სომხეთში

20.09.20164 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

სერგეი მინასიანი

კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე,
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სერგეი მინასიანი

2016 წლის  ივლისის თვის მეორე ნახევარში, სომხეთი ღრმა შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. 17 ივლისის დილას, მთიანი-ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილის ჟირაირ სეფილიანის მხარდამჭერთა  შეაირაღებული დაჯგუფება ერებუნის პოლიციის  განყოფილებაში შეიჭრა, შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა. კიდევ რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის  მაღალჩინოსანები მძევლად იქნენ აყვანილი, ერთი პოლიციელი მოგვიანებით სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა.

შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენა,  მათი ლიდერის ციხიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სეფილიანს იარაღის უკანონოდ შენახვა ედებოდა ბრალად.

სეფილიანის მხარდამჭერებმა საკუთარი ქმედება, გარდა სურვილისა გატარებულიყო შიდაპოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური ცვლილებები, განმარტეს იმითაც, რომ არ სურდათ, დაეშვათ რაიმე სახის დათმობები ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირებასთან მიმართებაში. დათმობებზე წასვლას კი  ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ წარმომადგენლის განცხადებით, სომხეთის მთავრობა რუსეთის მიერ ინიცირებული  მთიანი  ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატში აპირებდა.

ხანგრძლივი მოლაპარკებების შედეგად, მძევლად მყოფი პოლიციელები გათავისუფლებულნი იქნენ, თუმცა მათ სანაცვლოდ სეფილიანის მომხრეებმა მძევლად აიყვანეს ექიმთა ჯგუფი, რომელიც დახმარებას დაჯგუფების დაჭრილ წევრებს უწევდა, ისინი ყველაზე გვიან, წინააღმდეგობის ბოლო დღეს გათავისუფლდნენ.

მთავარი შუამავლის ფუნქცია მთავრობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, ყარაბაღის ომის გმირმა, გენერალმა ვიტალი ბალასანინამა იკისრა. სწორედ მისი ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი კონფლიქტის შედარებით მშვიდობიანად დასრულება, მათ შორის როგორც ტყვეების გათავისუფლება, ისე თავად შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ხელისუფლებისთვის ჩაბარება.

სეფილიანის მომხრეების ქმედებებს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა – მათ გამოუჩნდნენ მომხრეები, რამაც სომხეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მასობრივი შეტაკებები გამოიწვია.  სომხეთის პოლიტიკური პარტიების უმეტესობა საპროტესტო აქციებს გაერიდა, მაგრამ რიგი პოლიტიკური ძალებისა, ძირითადად პოლიტიკური პარტია „ნასლეძიე“ (მემკვიდრეობა) ასევე ცნობილი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, შეეცადნენ საერთო პროტესტს თავში ჩასდგომოდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში პროცესმა თითქმის უკონტროლო და სტიქიური ხასიათი მიიღო.

ეს მოვლენები იმითაა განპირობებული, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯების გამო შეიქმნა სიტუაცია, სადაც, ხატოვნად თუ ვიტყვით,, „პოლიტიკა გავიდა პოლიტიკის მიღმა.“ სხვა სიტყვებით: ყველა მეტ-ნაკლებად წონადი და აქტიური ოპოზიციური ძალა, რომლებიც საზოგადოდ არსებული უკმაყოფილების გამტარები იყვნენ და რომლებიც ცდილობდნენ, როგორმე ზეწოლა მოეხდინათ მთავრობაზე –   იძულებული გაეხადათ ხელისუფლება გაეტარებინა კონკრეტული მასშტაბური რეფორმები, – მარგინალიზებულნი აღმოჩნდნენ.

პოლიტიკური უკმაყოფილებით გამოწვეული მიმდინარე პროცესი ყოველ ახალ ეტაპზე უფრო და უფრო რადიკალური სამოქალაქო პროტესტის ხასიათს იძენდა. საბოლოოდ კი, წინა წლების სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტებმა,  ისეთმა მოვლენებმა, როგორიც იყო მაგალითად: სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის ზრდა, მშენებლობა სკვერში – მაშტოცის გამზირზე, გასული წლის „ელექტრიკ-ერევანი“ და სხვა, სომხეთში ღრმა საჯარო უკმაყოფილება გამოიწვია, იგი  გახდა საზოგადოებრივი აფეთქებების დეტონატორი, ხელისუფლების საპასუხო რეაქცია კი განვითარებულ მოვლენებზე, როგორც აღმოჩნდა, სრულიად არაადეკვატური გამოდგა.

სომხეთში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად, ხელისუფლება თითქოს ყველაზე ადვილი გზით წავიდა, რაც პოლიტიკური ოპოზიციის მარგინალიზაციას გულისხმობდა, თუმცა შედეგად   ბევრად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რასაც საზოგადოებრივი პროტესტის რადიკალიზაცია მოჰყვა.

ხელისუფლების ყოველ ნაბიჯთან ერთად უკმაყოფილება გროვდებოდა და იზრდებოდა. ის კიდევ უფრო გააძლიერა აპრილიში კონფლიქტის ესკალაციამ მთიან ყარაბაღში. შედეგად საზოგადოებას გაუჩნდა მოთხოვნა, რომ გატარებულიყო სერიოზული ცვლილებები არამხოლოდ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, არამედ ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორშიც. ამ მოთხოვნებზე ხელისუფლების მიერ საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები იყო უსუსური თუ არა ღიმილისმომგვრელი. მთავრობას პრაქტიკულად არ გაუტარებია არანაირი სერიოზული ცვლილება თუ რეფორმა.

მიუხედავად „პოსტ-აპრილისეული“ პერიოდის შემდგომ გაზრდილი საზოგადოებრივი პროტესტისა, „დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული რაზმების მოქმედებებმა, რომლებიც საკუთარ თავს „სანსა ცერსაც“ უწოდებენ („სასუნის თავზეხელაღებული მამაცები“ – სომხური ხალხური ეპოსიდან) სამთავრობო სტრუქტურები მოულოდნელ მდგომარეობაში ჩააგდეს.

ივლისის კრიზისი (პოლიციის შენობაში შეჭრა და მძევლების აყვანის ფაქტი) კიდევ უფრო გაძლიერდა, შიგადაშიგ მიმდინარე პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ „მეიდანიზაციის“ პროცესსაც მოგვაგონებდა. ამ ვითარებაში პროგნოზირებადი და მოუქნელი იყო ხელისუფალთა რეაქცია, რომელთაც სცადეს კრიზისი დაერეგულირებინათ პოლიტიკური მოლაპრაკების გზით, რომელიც მოგვიანებით, თანდათანობით, ძალისმიერ მეთოდებში გადაიზარდა.

ეს მეთოდები მოიცავდა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისთვის პერიოდულად ცეცხლის გახსნას (თუმცა სნაიპერები ცდილობდნენ სასიკვდილოდ არ გაესროლათ და მხოლოდ დაეჭრათ ჯგუფის წევრები), ასევე ერევნის ქუჩებში „დამფუძნებელი პარლამენტის“ მომხრე და უბრალოდ ხელისუფლებით უკმაყოფილო აქციის წევრების დაშლას, მათ შორის ყველაზე აქტიურების დაპატიმრებას. მომიტინგეების ყველაზე მასშტაბური დაშლა 29 ივლისის ღამეს და 30-ივლისის გამთენიისას მოხდა, როცა ფიზიკურად გაუსწორდნენ მიტინგის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, ბევრი დემონსტრანტი დააპატიმრეს და ბრალი შენობაში შეჭრილ მებრძოლებთან თანამზრახველობაში დასდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსენებული ღამის მოვლენები  შემდეგნაირად განმარტეს, რომ მსგავსი ქმედებით მათ ხელი შეუშალეს აქციის მონაწილეების პოლიციის შენობაში შეჭრას, სადაც უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა, დაწყებული ასეულობით პისტოლეტითა და დამთავრებული პოლიციის ჯავშანტრანსპორტითა და სპეცსაშუალებებით. საზოგადოების რეაქცია პოლიციის ხისტ ქმედებებზე იყო  უკიდურესად  ემოციური და მკვეთრად ნეგატიური.

მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და „ტრადიციული“ პარტიული ძალების მხრიდან შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმის ფონზე, რომლებიც თითქმის არ რეაგირებდნენ მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მოხდა სომხური საზოგადოების მკვეთრი პოლარიზება.

შეიარაღებული ძალების მოქმედებები, რაც ფორმალურად თავისუფლად თავსდება პოლიტიკური ტერორიზმის განმარტების ჩარჩოში, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაახასიათა როგორც ლეგიტიმური, თავად მებრძოლები კი საზოგადოების მხრიდან საკრალიზირდნენ და ლამის თავისუფლების მეომრების სტატუსი მოიპოვეს.

31 ივლისის საღამოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, „სანსა ცერის“ ჯგუფი ხელისუფლებას ჩაბარდა, საკუთარი ქმედება მათ ახსნეს იმ გარემოებით, რომ არ სურდათ დაეშვათ მოსალოდნელი სისხლისღვრა გარდაუვალი შტურმის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, შიდაპოლიტიკური სიტუაცია სომხეთში სტაბილურისგან ძალიან შორსაა და როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური ძალებისთვის თუ ხელისუფლებისთვის, ბუნდოვანია სიტუაციიდან გამოსვლის გზები. მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი, რომ მომხდარს ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, თუმცა კონკრეტულად რა მასშტაბები ექნება მომხდარის ეფექტს სომხეთის შიდაპოლიტიკურ განვითარებაზე ჯერ უცნობია.

 

კავკასია კრიზისი სომხეთი

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.