რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ. დახლებზე შავი ზღვის თევზეული და ზღვის პროდუქტია გამოფენილი: კეფალი, სკუმბრია, ქაშშაყი, ქაფშია, მიდიები… თუ კეთების დრო არ გაქვთ, იქვე თევზის კაფეში თევზის კერძებით გაგიმასპინძლებიან. 24 წელია, გურამი ბათუმის ბაზარში თევზით ვაჭრობს და ოჯახს ამით ინახავს. „ომის გავლენაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა; ბოლო წლებია, შემცირდა თევზი, სახეობებიც და რაოდენობაც“. მეთევზეები კონკრეტულ შემთხვევებს იხსენებენ: „საქართველო-რუსეთის ომის დროს მახსოვს ნაღმების აფეთქების შემთხვევა, რომელსაც თევზის საგრძნობი დახოცვა არც გამოუწვევია. მაშინ ომიც, საბედნიეროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ადრე,…
ავტორი: rd_adm
წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერები შიშობენ, რომ სათანადო ზომების არმიღების შემთხვევაში ტემპერატურა 3-6°C-ით გადააჭარბებს წინარე ინდუსტრიულ მაჩვენებელს. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება აუცილებლად გახდება წყლისა და საკვების დეფიციტის წინაპირობა, მოიმატებს ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ექსტრემალურ უამინდობებს გადავაწყდებით. საბოლოოდ კი დედამიწა ჩათრეული შეიძლება აღმოჩნდეს ომების, მასობრივი მიგრაციებისა და ეკონომიკური კრიზისების მორევში. კლიმატის ცვლილების დაჩქარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე ამახვილებენ. სათბობ-ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მასობრივი მოხმარება ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გლობალური დათბობის პროცესში თავისი…
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა სულ რაღაც 1028 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად არ ყოფილა ერთი მიჯრით რამდენიმე თვეც კი, როდესაც რაიმე კრიზისი ან სამხედრო კონფლიქტი არ წარმოშობილიყო რესპუბლიკის საზღვრებთან თუ უშუალოდ მის ტერიტორიაზე. მსოფლიო ომის დასასრული, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენა, მეზობელ აზერბაიჯანი-სომხეთის ომები, უშუალოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვითი ომები სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (1918 წელს) და საბჭოთა რუსეთთან (1920 წელს). ბოლშევიკური აჯანყებები გორის მაზრის ცხინვალისა და ჯავის რაიონებში, დუშეთის, რაჭის, შორაპნის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მაზრებში. ბოლშევიკური გამოსვლები და დენიკინური ავანტიურები სოხუმის ოლქში, პროოსმალური აჯანყება ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში და ასე შემდეგ. უშუალოდ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული კრიზისების გარდა გამოწვევები არსებობდა ეკონომიკური…
2020 წელს გამოიცა კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს 33 ქართველი მწერლის მოთხრობას. მხატვრული ტექსტები გარკვეულწილად ქმნის და ინახავს მეხსიერებას, წარმოდგენას, ცოდნას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ამიტომ საინტერესოა, როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რა აინტერესებთ ქართველ მწერლებს, რას ჰყვებიან ომის შესახებ, როგორ ხსნიან ფართო ისტორიულ ვითარებას, როგორ ხატავენ მასში მონაწილე მხარეების სახეს და რა ინტერპრეტაცას აძლევენ კონფლიქტის შედეგს. კრებულში თავმოყრილი მოთხრობები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცხადია, 33 მწერალი მოვლენათა შეფასება-ინტერპრეტაციისას ერთსულოვანი არ არის. მათ მიერ გამოხატული სინამდვილე, ან ერთი და იგივე ფაქტების ახსნა შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგობრივიც კი აღმოჩნდეს. მაგრამ ასეთ გამოცემაში უსათუოდ გამოვლინდება გარკვეული ტენდენციები და ჩვენ…
ბოლო წლების განამვლობაში დე ფაქტო სახელმწიფოების შესწავლას საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა – ის, რაც ერთ დროს ამ საგნის მარგინალურ სფეროს წარმოადგენდა, დღეს მეცნიერებისა და სტუდენტების ძირითად საკვლევ თემად იქცა. აღნიშნული თემის მიმართ მზარდი ინტერესი გამოწვეულია უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მრავალი სეცესიონისტური ტერიტორიული ერთეულის გაჩენით ევროპის კონტინენტზე. უშუალოდ 1990 წლამდე ევროპაში, მხოლოდ ერთი სეპარატისტული დე ფაქტო სახელმწიფო არსებობდა – „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეთი სეპარატისტული რეგიონი გამოჩნდა, ესენია: დნესტრისპირეთი, ნაგორნო-ყარაბაღი, აფხაზეთი და ცხინვალი. ამავე პერიოდში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სასტიკი ომების პარალელურად წარმოიშვა ორი დე ფაქტო სახელმწიფო, რომლებმაც…
შესავალი 2021 წელს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ, „კავკასიური სახლის“ დაკვეთით რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობას, ასევე მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობის საკითხებს შეეხო. რაოდენობრივი მონაცემების გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები პოლიტიკითა თუ სხვა საზოგადოებრივი საკითხებით ნაკლებად ინტერესდებიან.[1] საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების საკმაოდ მცირე ნაწილია ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალგაზრდების მესამედზე ოდნავ ნაკლებს (30%) მიუღია მონაწილეობა საჯარო სივრცის დასუფთავებაში, მეოთხედს ინტერნეტის მოხმარებისას გაუკეთებია კომენტარი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მეხუთედზე ოდნავ მეტი კი (23%) ყოფილა მოხალისე, შეუსრულებია რაიმე საზოგადოებრივი სამუშაო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ახალგაზრდების 16 პროცენტს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ხელი…
თანამედროვე მსოფლიოში, თითქმის ყველა კონტინენტზე ახალგაზრდები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გავლენიან მონაწილეებად განიხილებიან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული სოციალური ჯგუფების მოქმედებებზეა დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბედი. გასული ათწლეულის განმავლობაში გრანდიოზული მასშტაბის ცვლილებები მოხდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. რეგიონს მრავალრიცხოვანი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. მედიისა და აკადემიის წარმომადგენლებმა არაერთ აღმოსავლურ დედაქალაქში პრაქტიკულად ერთდროულად დაწყებულ მასობრივ გამოსვლებს „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. ტუნისშიც და ეგვიპტეშიც, ლიბიაშიც და იემენშიც საპროტესტო მოძრაობის მთავარ ბირთვს ახალგაზრდები ქმნიდნენ, მათი აქტიურობა განსაზღვრავდა პოლიტიკურ ძალთა ბალანსს სამოქალაქო ომის პირას აღმოჩენილ საზოგადოებებში. „არაბული გაზაფხულის“ მიმდინარეობისას ახალგაზრდული სეგმენტის განსაკუთრებული მნიშვნელობა ზოგიერთმა დამკვირვებელმა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს დაუკავშირა, ისინი რეგიონის ქვეყნების ასაკობრივ პირამიდებზე მიუთითებდნენ (მაგალითად, 102 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობის…
8-11 სექტემბერს, საგურამოში, „კავკასიური სახლის” ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე – „კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლების დანერგვა საქართველოს სკოლებში“. ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს სკოლის ისტორიის მასწავლებლებისთვის, სადაც მოწვეულმა საერთაშორისო ტრენერებმა ქართველ პედაგოგებს გააცნეს პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში სადავო ისტორიის სწავლების არსებული გამოცდილება. განსახილველ თემებს შორის იყო: რას ნიშნავს და რისთვის გვჭირდება კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლება? სასკოლო განათლებისა და ისტორიის როლი მშვიდობის მშენებლობაში; სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემაზე წერის სხვადასხვა მოდელები და მეთოდები და სხვა. ტრენინგი გაიმართა „კავკასიური სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობის ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით.
წიგნის მიზანია გაამდიდროს ცოდნა და წვლილი შეიტანოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ისტორიული განათლების, ისტორიისა და წარსული მეხსიერების კრიტიკული ანალიზის წინ წამოწევით. წიგნი მომზადდა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებებს აფხაზურ-ქართული-და-ოსურ-ქართული-ურთიერთობებიDownload
პანკისის ხეობა მდიდარია მატერიალური და კულტურული ძეგლებით, რომლებიც დღემდე სრულად არ არის შესწავლილი. პუბლიკაცია მიმოიხილავს პანკისის ხეობის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს და აღნიშნულ ძეგლებთან დაკავშირებულ ზეპირ ისტორიებს. ნაშრომი განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას, რათა მოხდეს მათი სრულყოფილი შესწავლა და მოვლა-პატრონობა. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად მოხალისეთა ჯგუფმა მოიძია და აღწერა პანკისის ხეობაში არსებული მატერიალურ-კულტურული ძეგლები და მათ შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ისტორიები. პუბლიკაციაში მოცემული მასალა შეგროვებულია, ძირითადად, პანკისში მცხოვრები უხუცესი ადამიანების ნაამბობზე დაყრდნობით. ამ საკითხით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ადგილობრივთა მონათხრობები ჩაიწერეს და საველე სამუშაოები ჩაატარეს 2021 წლის მარტში, აპრილსა და მაისში. PankisiDownload