ავტორი: rd_adm

წიგნის მიზანია გაამდიდროს ცოდნა და წვლილი შეიტანოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ისტორიული განათლების, ისტორიისა და წარსული მეხსიერების კრიტიკული ანალიზის წინ წამოწევით. წიგნი მომზადდა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებებს აფხაზურ-ქართული-და-ოსურ-ქართული-ურთიერთობებიDownload

Read More

პანკისის ხეობა მდიდარია მატერიალური და კულტურული ძეგლებით, რომლებიც დღემდე სრულად არ არის შესწავლილი. პუბლიკაცია მიმოიხილავს პანკისის ხეობის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს და აღნიშნულ ძეგლებთან დაკავშირებულ ზეპირ ისტორიებს. ნაშრომი განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას, რათა მოხდეს მათი სრულყოფილი შესწავლა და მოვლა-პატრონობა. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად მოხალისეთა ჯგუფმა მოიძია და აღწერა პანკისის ხეობაში არსებული მატერიალურ-კულტურული ძეგლები და მათ შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ისტორიები. პუბლიკაციაში მოცემული მასალა შეგროვებულია, ძირითადად, პანკისში მცხოვრები უხუცესი ადამიანების ნაამბობზე დაყრდნობით. ამ საკითხით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ადგილობრივთა მონათხრობები ჩაიწერეს და საველე სამუშაოები ჩაატარეს 2021 წლის მარტში, აპრილსა და მაისში. PankisiDownload

Read More

2022 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი პრაღას ეწვია და საგანგებო მოხსენებით წარსდგა კარლის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე. კანცლერის საუნივერსიტეტო გამოსვლაში ჩამოყალიბებული გახლდათ გერმანიის მთავრობის ხედვა საერთო ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის მომავლის შესახებ. რიგმა დამკვირვებლებმა შოლცის გამოსვლა 2017 წელს, სორბონის უნივერსიტეტში ემანუელ მაკრონის მიერ გაცხადებული ევროპული ინიციატივების პასუხად და კეთილგანწყობილ გამოხმაურებად აღიქვეს. კანცლერმა შოლცმა თავის მოხსენებაში შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: უკრაინა ბუნებრივია სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვამდე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გსდპ) წარმომადგენელმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა: „ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ რუსეთის თავდასხმას მშვიდობაზე ევროპაში, ევროპულ მშვიდობაზე. ჩვენ უბრალოდ, რეაგირების გარეშე არ ვაკვირდებით, თუ როგორ ხოცავენ ქალებს,…

Read More

„Berliner Zeitung”-ის ჟურნალისტის მაქს ფლორიან კიულემის ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, პარტია Die Linke-ს (მემარცხენე პარტია) გავლენიან საპარლამენტო ლიდერთან – ქ-ნ სარა ვაგენკნეხტთან. თქვენმა პოზიციამ უკრაინის ომთან დაკავშირებით დაპირისპირებები წარმოშვა, თქვენს განცხადებებს წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა. Die Linke-ს ფრაქციის ერთ-ერთმა უხუცესმა და გავლენიანმა წევრმა, გრეგორ გიზიმ შეშფოთებაც კი გამოხატა. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოგვიყალიბოთ თქვენი დამოკიდებულება? საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ომთან, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითად ნორმას ეწინააღმდეგება. ამ ომს გამართლება არ აქვს. მაგრამ ეს არ იცვლის იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ომს თავისი წინარე ისტორიაც აქვს. მისი არად ჩაგდება ისეთივე არასწორია, როგორც ამ ომის გამართლება. წინარე ისტორიის ნაწილია ის, რომ „ცივი ომის“ დასრულების…

Read More

ჯეფრი დ. საქსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი; კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი და გაეროს “მდგრადი განვითარების ქსელის” პრეზიდენტი. იყო გაეროს სამი გენერალური მდივნის მრჩეველი და ამჟამად მუშაობს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან „მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური სტრატეგიის“ ფარგლებში. ავტორია წიგნების: „სიღარიბის დასასრული“, „საერთო სიმდიდრე“, „მდგრადი განვითარების ხანა“, „ახალი ამერიკული ეკონომიკის მშენებლობა“, „ახალი საგარეო პოლიტიკა: ამერიკის განსაკუთრებულობის მიღმა“ , „გლობალიზაციის ეპოქები“. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მზაკვრულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის განადგურების მიზნით გააერთიანა, უსაფუძვლოა იმის ფიქრი, რომ სამართლიანობა დაასრულებს სისხლისღვრას. ბირთვული ეპოქის კონფლიქტების ისტორიამ ცხადყო, რომ კომპრომისი ერთადერთი უსაფრთხო ვარიანტია. ნიუ იორკი – ვლადიმერ პუტინის…

Read More

წლების განმავლობაში პოლიტოლოგი ამტკიცებდა, რომ პუტინის აგრესია უკრაინის მიმართ გამოწვეულია დასავლეთის ჩარევით. შეიცვალა თუ არა მან უკანასკნელი მოვლენების გამო აზრი? ჟურნალი „ნიუ-იორკერი“ 01 მარტი, 2022 (აიზეკ ჩოტინერის ინტერვიუ ჯონ მიარშაიმერთან). ჯონ ჯ. მიარშაიმერი – პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი-რეალიზმის სკოლის მიმდევარი. მას თავისი თაობის ყველაზე გავლენიან რეალისტსაც უწოდებენ ხშირად. 1970 წელს დაამთავრა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია, შემდეგ კი ხუთი წელი მსახურობდა აშშ-ს საჰაერო ძალებში ოფიცრად. 1975 წელს სწავლა გააგრძელა კორნელის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, პოლიტიკური მეცნიერებების განხრით. მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო 1980 წელს. 1982 წლიდან ლექციებს კითხულობს ჩიკაგოს უნივერსიტეტში(ა.შ.შ.) პოლიტოლოგი ჯონ მიარშაიმერი არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, ცივი…

Read More

ცნობილი რუსი ვიდეობლოგერის, იური დუდის ინტერვიუდან მწერალ ბორის აკუნინთან გამოქვეყნდა დუდის You Tube არხზე ; 2022 წლის 02 მარტს დუდი: როგორ ხსნით, რატომ დაიწყო პუტინმა ომი? აკუნინი: ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არ მაქვს, რადგან აქ მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მიზეზი; არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები; ობიექტური მიზეზები იმისა, თუ რატომ აღარ არის რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა და რატომ გადაიხარა ის დიქტატურისკენ, ჩემთვის გასაგებია; ამის შემდეგ კი იწყება თემა-„პიროვნების როლი ისტორიაში“ ანუ სუბიექტური ფაქტორი; მე ვფიქრობ, რომ უკრაინასთან ომი და მთელი ეს სიგიჟე, რაც ხდება, არის სუბიექტური ფაქტორის მოქმედების შედეგი; -როდესაც რომელიმე ქვეყანა, დიდი ქვეყანა, აღმოჩნდება ერთი ადამიანის შეუზღუდავი ძალუფლების ქვეშ,…

Read More

ნინო ზუბაშვილი, დავით სიჭინავა და The Caucasus Datablog მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გააჩინა კითხვები საქართველოში საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველები ეწინააღმდეგებიან სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვიტონ კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთ-უკრაინის ომმა გააჩინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შიში, რომ შესაძლოა მოსალოდნელი იყოს საქართველოს სამხედრო აგრესია მათ წინააღმდეგ. როდესაც რუსეთმა მოახდინა თავისი ჯარის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა, რათა თავიდან აიცილონ “საქართველოს ხელისუფლების შესაძლო პროვოკაცია”, ხოლო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ჯარის ინსპექცია. მიუხედავად დასპონსორებული ვიდეოებისა, რომელთა მიზანი იყო საქართველოს მხრიდან სამხედრო რეაგირების პროვოცირება, ისევე როგორც დასავლელი…

Read More

რეზი ქოიავა საბჭოთა კავშირის კვლევებში ათწლეულების განმავლობაში გაბატონებული იყო კონცეფცია, რომლის თანახმადაც საბჭოთა საზოგადოებრივი მოდელის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დრამატულ მომენტს რუსულის და ანტირუსულის დაპირისპირება წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური ცენტრის და მასზე დაქვემდებარებული პერიფერიის ურთიერთობა მარტივად იხსნებოდა: ცენტრი მთელი ძალით ცდილობდა პერიფერიის რუსიფიკაციას, პერიფერია კი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა მას, ახდენდა რა ადგილობრივი ენებისა და ეთნიკური კულტურის კულტივირებას.[1] მაგრამ ყველაფრის შავ-თეთრ ფერებში დახატვის გამო, მსგავსი მიდგომის მომხრეების ყურადღების მიღმა ეთნოპოლიტიკური ურთიერთობების და განხეთქილებების მდიდარი პალიტრა რჩებოდა, რომელიც საბჭოთა სინამდვილეში ღრმად იყო გამჯდარი და საბოლოო ჯამში სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტების კატალიზატორადაც იქცა, დაანგრია რა სინამდვილისგან შორს მდგომი მითი „ხალხთა მეგობრობის“ შესახებ, რომლის გამოჭედვასაც საბჭოთა პროპაგანდა…

Read More

2022 წლის იანვარში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მრავალწლიანი კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა. საქართველოს სამეზობლოში სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის რისკი ამ დრომდე მაღალია. ასი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არის გადასროლილი. რუსული შენაერთები განლაგებულნი არიან ორი ქვეყნის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ათასობით კილომეტრის გასწვრივ, ბელორუსიდან ანექსირებულ ყირიმამდე. ომის თავიდან აცილების საქმეში მთელი მსოფლიო მონაწილეობს. ყველა გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშე სხვადასხვა სტრატეგიით ცდილობს ევროპის შუაგულში მშვიდობის შენარჩუნებას. ზოგიერთი აქტორის პოზიცია მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი არ არის, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამართლიანი კრიტიკისა თუ უსამართლო, ევროსკეპტიკური ინტერპრეტაციებისათვის. უკრაინასა და საქართველოში განსაკუთრებული მონდომებით თავს ესხმიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. მოსაზრებათა ნაწილი…

Read More