„კავკასიური სახლის“ პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში სამი ახალი პუბლიკაცია დაიბეჭდა: ქართულ-რუსული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართელოს DCFTA-სთან მიერთებისა და ევრაზიული კავშირის შექმნის ფონზე საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ 2008-2012 წლებში და მას შემდეგ: შედარებითი ანალიზი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების კონტექსტუალური ანალიზი პუბლიკაციების სრული ტექსტების ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული .
ავტორი: rd_adm
24 ივნისს „კავკასიურ სახლში“ ახალი კვლევის „ევროატლანტიკური სკეპტიციზმი ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში” პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ფარგლებში, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს „კონფლიქტების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციის შინაარსი გამოხატავს ავტორთა
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს “კავკასიურ სახლში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის შესახებ. ამჟამად, კავკასიური სახლი ატარებს კვლევას საქართველოს ჩრდილო კავკასიური პოლიტიკის შესახებ. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები სამ ძირითად სამიზნე ჯგუფთან: ოფიციალური პირები, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლებიდან, ექსპერტები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები პირები. შეხვედრაზე კვლევის ავტორებმა, ლევან კახიშვილმა და ტატო ხუნდაძემ აუდიტორიას გააცნეს კვლევის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და წინასწარი ჰიპოთეზები. ავტორებმა ისაუბრეს საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის იმ განსხვავებული შეფასებების შესახებ, რომლებიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა. მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე აუდიტორიისგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება. სრული ტექსტი.
ტატო ხუნდაძე, გიორგი კანაშვილი: 1990-იანი წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა აფხაზებს დიდი ზიანი მოუტანა. აფხაზური საზოგადოება არის პოსტტრავმული, ომგამოვლილი საზოგადოება. პირველ რიგში, აფხაზებმა დაკარგეს უზარმაზარი ადამიანური კაპიტალი. ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეხებია ომის ტრაგედია. გარდა ამისა, ომის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა და განადგურდა ეკონომიკა. ეკონომიკური და სოციალური ვითარება ერთობ რთულია, განათლების სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. 1990-იან წლებში მომხდარმა კატაკლიზმებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა აფხაზური ნაციონალური იდენტობის ფორმა და შინაარსი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე. წინამდებარე სტატიაში განხილულია აფხაზური ნაციონალიზმის ის ძირითადი მარკერები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და გვევლინებიან ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებად. სტატიაში გამოთქმული…