ავტორი: rd_adm

ილონა ჩუხუა 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი კონფლიქტები და მისი შედეგები დღემდე დიდ გავლენას ახდენს საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებს შორის არსებულ ურთიერთობაზე. აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობისა და დაკვირვების ობიექტია. აღსანიშნავია ევროკავშირის პოზიცია და მის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი სტრატეგია, „ჩართულობა აღიარების გარეშე“. აღნიშნული სტრატეგია, 2009 წელს შემუშავდა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ, როგორც არასაჯარო დოკუმენტი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ.[1] სტრატეგია მოიაზრებს კონფლიქტურ რეგიონებში ჩართულობას, თუნდაც ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის მხრივ მათი პოლიტიკური სტატუსის აღიარების გარეშე. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის შექმნას, რომელშიც ევროკავშირს შეუძლია ურთიერთქმედება ოკუპირებულ რეგიონებთან მათი სტატუსის აღიარების…

Read More

მოცემული სტატიების კრებულის მიზანია შეაფასოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმდინარე დინამიკა საქართველოში და გაანალიზოს შიდა და რეგიონული აქტორების გავლენები სამშვიდობო პროცესებზე. აღნიშნული კრებული მომზადებულია კავკასიური სახლის “მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის” ფარგლებში. Download

Read More

XIX საუკუნეში დაარსებული სოფლის დღევანდელობა თინათინ მოსიაშვილი „შლამალოხუნ“, — კლასში შესულს ასე მესალმებიან მოსწავლეები. სოფელი ძველი ქანდა ეთნიკური ასურელებით არის დასახლებული. სკოლა, მცხეთის რაიონის სხვა სკოლების მსგავსად, ქართულენოვანია, თუმცა მეხუთეკლასელებმა ამ სემესტრში დაიწყეს მშობლიური, ასურული ენის შესწავლა. ასურული დამწერლობა განსხვავდება ქართულისაგან, ამიტომ ბავშვებს ჯერ წერა უჭირთ,თუმცა ჩემი თხოვნითა და ეკა მასწავლებლის შეგულიანებით ანა დაფასთან გადის და მარჯვნიდან მარცხნივ ანბანის უკვე ნასწავლ ასოებს წერს. დღეს ბავშვებს, ფაქტობრივად, ამ სემესტრის ბოლო გაკვეთილი აქვთ და კლასში წინასაახალწლო განწყობაა. ადგილობრივმა მეცენატმა გოდერძი ოსიპოვმა ამჯერადაც გაახარა ბავშვები: ტკბილეულის გარდა ყველა მოსწავლემ მიიღო საჩუქარი — ნაძვის ხის სათამაშო, რომელზეც ასურულად მისი სახელი ეწერა. მაგიდაზე გაშლილი სათამაშოებიდან…

Read More

ხათუნა მაისაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში ლოდინი და მოლოდინები 1990-იანი წლების დამლევს ქართულ მედიასა თუ პროფესიულ წრეებში ხშირად დაისმოდა შეკითხვა: რატომ არ აისახებოდა კონფლიქტების ისტორია „სათანადოდ“ თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა თუ კინემატოგრაფიაში, რატომ არ ხდებოდა გამხატვრულებული რეფლექსია იმ მასშტაბურ ადამიანურ ტრაგედიებზე, რომლებისგანაც კონფლიქტების ისტორია შედგებოდა. სიტყვა „სათანადო“ საგანგებოდ ჩავსვი ბრჭყალებში, რადგან დღესაც არ ვიცი, ზუსტად რა მნიშვნელობის მატარებელი იყო იგი. ამ შეკითხვაზე პასუხი და არგუმენტი, რატომ არ იჩენდა თავს მხატვრული რეფლექსია ამ ტრავმულ გამოცდილებაზე, მრავალი არ ყოფილა; ამიტომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც რთული არაა მათი გახსენება. ომი, როგორც მოვლენა, იმდენად მოულოდნელი, იმდენად ტრაგიკული…

Read More

რევაზ ქოიავა მითები, სიმბოლოები და პოლიტიკა საბჭოთა კავშირის კვლევებში ათწლეულების განმავლობაში გაბატონებული იყო კონცეფცია, რომლის თანახმადაც საბჭოთა საზოგადოებრივი მოდელის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დრამატულ მომენტს რუსულისა და ანტირუსულის დაპირისპირება წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური ცენტრისა და მასზე დაქვემდებარებული პერიფერიის ურთიერთობა მარტივად იხსნებოდა: ცენტრი მთელი ძალით ცდილობდა პერიფერიის რუსიფიკაციას, პერიფერია კი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა მას, ახდენდა რა ადგილობრივი ენებისა და ეთნიკური კულტურის კულტივირებას.[1] ეს მიდგომა ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის მოდელს ეყრდნობოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში პოლიტიკური პროცესების ინტერპრეტაციისთვის მიმართავდნენ. მაგრამ, ყველაფრის შავ-თეთრ ფერებში დახატვის გამო, მსგავსი მიდგომის მომხრეების ყურადღების მიღმა ეთნოპოლიტიკური ურთიერთობებისა და განხეთქილებების მდიდარი პალიტრა რჩებოდა, რომელიც საბჭოთა სინამდვილეში ღრმად იყო გამჯდარი და, საბოლოო ჯამში,…

Read More

ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელის გამოსვლა ჰარვარდის კურსდამთავრებულთა 368-ე საზეიმო ღონისძიებაზე  30 მაისი 2019 წელი ქ.კემბრიჯი, აშშ პრეზიდენტო ბექაუ, კორპორაციის წევრებო, ზედამხედველთა საბჭოს წევრებო, ალუმნი საბჭოს წევრებო, ფაკულტეტის თანამშრომლებო, ამაყო მშობლებო და კურსდამთავრებულებო! დღეს სიხარულის დღეა. ეს თქვენი დღეა. გილოცავთ! მოხარული ვარ აქ ყოფნის გამო და მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილების მცირე ნაწილი. დღევანდელი ცერემონია თქვენი ცხოვრების დატვირთული და ალბათ, რთული ეტაპის დასასრულს აღნიშნავს. ახლა ახალი ცხოვრების კარი იღება, რაც ამაღელვებელი და შთამაგონებელია. გერმანელ მწერალს, ჰერმან ჰესეს ნათქვამი აქვს შესანიშნავი სიტყვები ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ამგვარი ამბების, სიტუაციების შესახებ. მსურს მისი ციტატა გაგიზიაროთ და შემდეგ ჩემს მშობლიურ ენაზე გავაგრძელო სიტყვა. ჰერმან ჰესე წერდა:…

Read More

ალბათ მთელი კაცობრიობა რომ ერთბაშად გონს მოვიდეს, ყველამ რომ გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც მსოფლიოს ემუქრება და ყველამ რომ შეთანხმებულად ისურვოს ჩვენი პლანეტის გადასარჩენად მაქსიმალური ძალისხმევის განხორციელება, მაშინაც კი, ჩანს, მთლიანად ვერ აღმოიფხვრება ის ზიანი, რაც ადამიანმა უკვე მიაყენა ბუნებას; და რაღა უნდა ვთქვათ რეალურ ვითარებაზე, როცა ამქვეყნად ორი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ერთმანეთთან სრულფასოვნად შეთანხმებულ-შეჯერებული აზრით რომ მოქმედებდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არადა ყველანი ერთ ტაფაში ვიწვით: გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს? აქვს კი ვინმეს (თუნდაც ამა ქვეყნის ძლიერთ) გადარჩენის შანსი, თუ ხსენებული კატასტროფა თავს დაატყდება ჩვენს პლანეტას? სადმე სხვა პლანეტაზე გადაბარგდებიან და…

Read More

ზინობიანი — უდებით დასახლებული ერთადერთი დასახლება საქართველოში სოფელი 100-წლიანი ტრადიციებითა და დღევანდელი პრობლემებით თინათინ მოსიაშვილი ზინობიანი (ყოფ. ოქტომბერი) ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის თემის სოფელია. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ყვარლიდან 12 კილომეტრში. დაგუგვლისას, ტრადიციულად, პირველად ვიკიპედია იძებნება და ვიკიპედიაში ეს ინფორმაცია დევს სოფელზე. 2002 წლის აღწერის შედეგებით, ზინობიანში 412 კაცი იყო. ბოლო, 2014 წლის აღწერით კი –– 337. უნდა ითქვას, რომ სოფელში მამაკაცები ჭარბობენ. ეს მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ ბევრი დასახლებული პუნქტის მსგავსად, აქაც შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა. ამბობენ, რომ აღწერის მერეც, ბოლო შვიდ წელიწადშიც იკლო შობადობამ და გაიზარდა მიგრაცია. ახალგაზრდები აქაც ტოვებენ…

Read More

კვირაზე უფრო ნაკლები დრო რჩება გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე. ევროკავშირის ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო მნიშვნელოვანი გარდატეხის მოლოდინშია. 26 სექტემბერს ანგელა მერკელის თექვსმეტწლიანი მმართველობის ეპოქა სრულდება, გერმანელებს კი მისი მემკვიდრის ბედის გადაწყვეტა მოუწევთ. მიმომხილველთა ნაწილი მოახლოებულ კენჭისყრას გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოსაწყენ პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს. მაგალითად, Die Welt-ის ავტორი ჟაკ შუსტერი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესი დაცლილია მწვავე, თემატური კონფლიქტებისაგან, რომლებიც საზოგადოების დინამიურ განვითარებასა და პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა, მკაფიოდ გამოკვეთილი ალტერნატივების ფორმირებას უწყობენ ხელს. პუბლიცისტი კანცლერის პოსტის მოსაპოვებლად წამოწყებულ ბრძოლაში ჩართულ პირთა უღიმღამობაზეც მიანიშნებს. კონრად ადენაუერისა და კურტ შუმახერის, გფრ-ის პირველი კანცლერისა და ვილი ბრანდტის, ჰელმუთ შმიდტისა და ჰელმუთ კოლის ორთაბრძოლების მნახველ…

Read More

2021 წლის 17-19 სექტემბერს რუსეთში ფედერალური კრების ქვედა პალატის – სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაიმართება. საპარლამენტო კენჭისყრაში თოთხმეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. დამკვირვებელთა აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათი და პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალთა თავისებურებანი რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მთავარ მახასიათებლებს ამხელენ. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების მიმოხილვა. სახელმწიფო სათათბიროს მორიგი არჩევნების მნიშვნელობის, კენჭისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესაძლებლობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს შედარებითი პარტიული პოლიტიკის მკვლევართან, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძესთან, რომელიც „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრიც გახლავთ. მოგესალმებით ბ-ნო ლევან, გმადლობთ ინტერვიუსთვის. თავდაპირველად, ყურადღება რუსეთის დუმის არჩევნების ზოგად კონტექსტზე უნდა გავამახვილოთ. იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე წინაპირობა,…

Read More