• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » რუსეთი იყენებს სირიაში დასავლეთის სისუსტეებს საკუთარი გლობალური შესაძლებლობების დასამტკიცებლად
კომენტარი

რუსეთი იყენებს სირიაში დასავლეთის სისუსტეებს საკუთარი გლობალური შესაძლებლობების დასამტკიცებლად

09.10.20152 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ედიშერ ბაღათურია

,,კავკასიური სახლის”  მკვლევარი

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახერხა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილება უკრაინაში, სავარაუდოდ, ის შეეცდება ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე მიპყრობას. ამას, ისიც მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფო მედია სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, მაშინ როცა, ცოტა ხნის წინ რუსული საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემას უკრაინის მოვლენები  წარმოადგენდა[1].

უკრაინაში, სადაც რუსეთი გამოჩნდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან დაპირისპირებული ძალა (რისი შედგებიც მან მძიმე ეკონომიკური სანქციებითაც იწვნია),  სირიაში ჩართვით, მას  სურს, ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯით, მიაღწიოს დასავლეთთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, სირიის კონფლიქტში ჩართვით, რუსეთს საშუალება ეძლევა მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე  საკუთარ განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას გაუსვას ხაზი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში ვაშინგტონი გარკვეულწილად ერიდება სადავეების ხელში აღებას და  ვერც ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ ახერხებს ეფექტური ბრძოლის წარმოებას მოკავშირეებთან ერთად. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის საჰაერო იერიშების დაწყებას წინ უსწრებდა პუტინის გამოსვლა გაეროში. ანუ მან გამოიყენა უმაღლესი ტრიბუნა, რათა მსოფლიო საზოგადოებისთვის ემცნო საკუთარი გეგმების შესახებ. ამას ემატება, სირიაში, ოთხწლიანი დაუსრულებელი სისხლისღვრით გამოწვეული მიგრაციული პროცესები და ასადის შესაძლო წასვლით სირიის გაურკვეველი მომავალი, რომელიც ზოგიერთ ევროპელ ლიდერს ასადისადმი დამოკიდებულების გადახედვას აიძულებს[2].

სირიის კონფლიქტში ჩართვა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სხვა მიზეზების გამოც. ასადის ხელისუფლების მხარდაჭერით მოსკოვი მოახერხებს შეინარჩუნოს მისი ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ასევე, დასავლეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კრემლისთვის რეალურ ,,ერთგულ“ მოკავშირედ  მხოლოდ სირიაღა რჩება (სხვა საკითხია, რომ ასადის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის დაბომბვა რუსეთს ურთიერთობებს უფუჭებს ქურთებთან, თურქეთთან და სპარსეთის ყურის სხვა სუნიტურ ქვეყნებთანაც). აგრეთვე, სავარაუდოდ, დასავლეთ-ირანის შეთანხმების შემდეგ, რუსეთი შეეცდება სირია გამოიყენოს როგორც დაპირისპირების თემა ირანსა და დასავლეთს შორის, რათა მათ სამომავლო თანამშრომლობას ხელი შეუშალოს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სირიის კონფლიქტში ჩართულია მრავალი ურთიერთდაპირისპირებული, შედარებით ნაკლები გავლენის მქონე ძალაც, რომლებიც პროცესის გააზრებას ახალ საინტერესო დეტალებს  სძენენ.

_______________________________________

[1] Walker, Shaun. “Russian Media Turn Attention to Syria as Ukraine Conflict Dies Down.” The Guardian. 1 Oct. 2015.

http://www.theguardian.com/world/2015/oct/01/russian-media-syria-ukraine

[2] Noack, Rick. “Let’s Talk to Syria’s Assad, Merkel Says.” The Washington Post. 24 Sept. 2015.

https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2015/09/24/lets-talk-to-syrias-assad-merkel-says/[:]

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.