საჯარო ლექცია: ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზები

19 ოქტომბერს 19 სთ-ზე ფაბრიკაში “კავკასიური სახლი” ლექციათა ციკლის – “საქართველოს კონფლიქტების გააზრება” ფარგლებში გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე “ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზები”

ქართველები და ოსები ყველაზე უფრო ახლო, ნათესაობითი კავშირებით გამოირჩოდნენ კავკასიაში მცხოვრებ ერებს შორის, ამის მიუხედავად გასული საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში ორჯერ მოხდა სამხედრო დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ ოსურ მოსახლეობასთან. მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ რა გახდა ამ ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები, რა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ და რა როლი ითამაშა რუსეთმა ამ დაპირისპირების ესკალაციაში.

მომხსენებელი:
ზურაბ ბენდიანიშვილი – სამოქალაქო ფორუმის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი

სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, ფაბრიკა
დასწრება თავისუფალია!

ლექცია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *