გიორგი კანაშვილი
“კავკასიური სახლი”
საქართველო – რუსეთის ურთიერთობებში რაიმე სახის ფუნდამენტური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა;
საქართველო კონფლიქტებთან მიმართებაში გააგრძელებს „მცირე ნაბიჯების“ პოლიტიკას; რაიმე სახის გარღვევების, ანდა გაბედული ინიციატივების ალბათობა მცირეა;
სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსია რუსეთის მიერ გაურკვეველი დროით გადაიდო; სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩვენები“ ამ პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს;
საქართველოს ჩრდილო კავკასიური პოლიტიკა განაგრძობს ლეთარგიულ ძილს;
რუსეთის მხრიდან შემდგომ ნაბიჯებს უნდა ველოდეთ: უვიზო მიმოსვლის საკითხის ხელახლა წამოწევა, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივები, „რბილი ძალის“ შემდგომი აქტივიზაცია;
ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენციები, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლა, რუსეთში სავარაუდოდ განამტკიცებს აზრს, რომ საქართველოში განწყობებისათვის ბრძოლა ჯერ შორსაა დასასრულისაგან.