• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გაჩენა რუსულ ენერგო ბაზარზე დაუშვებელია
კომენტარი

მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გაჩენა რუსულ ენერგო ბაზარზე დაუშვებელია

27.10.20152 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ვახტანგ ჭარაია,

ეკონომიკის დოქტორი

ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთმა ნათლად დაგვანახა, რომ მასთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური აქტიურობა პირდაპირაა დამოკიდებული მის პოლიტიკურ ნებაზე. შესაბამისად, რუსეთთან გრძელვადიანი და მჭიდრო თანამშრომლობა წარმოუდგენელია. მითუმეტეს დაუშვებელია  დივერსიფიცირებული ეკონომიკის ნებისმიერი ფორმით რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და მასზე ხელახალი დამოკიდებულების გაჩენა, როგორსაც ადგილი ჰქონდა  წინა საუკუნის 90-იან წლებში.

თუმცა საინტერესოა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, მიუხედავად ზემოთ თქმულისა მთლიანობაში მაინც ქართული საზოგადოების, არცთუ მცირერიცხოვანი ნაწილის დაინტერესებას წარმოადგენს.

როგორც ეკონომისტი, მე ვისურვებდი, რომ ეკონომიკური საკითხის შეფასების დროს ჩვენი უმთავრესი საზრუნავი სწორედ ეკონომიკური სარგებლიანობა ყოფილიყო და არა პოლიტიკური, თუმცა დღევანდელ რუსეთთან მიმართებაში ეს შეუძლებელია. ამიტომაც, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხის შეფასებისას, შეუძლებელია, მას მხოლოდ ბიზნესის თვალით შევხედოთ. მითუმეტეს, როდესაც საკითხი რუსულ ენერგო გიგანტს და რუსულ პოლიტიკურ იარაღს – გაზპრომს ეხება, რომელსაც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიც კი ცდილობენ თავი აარიდონ და ამის გამო ურთიერთობებს იდეოლოგიურად ისეთ განსხვავებულ ქვეყანასთანაც კი იჭერენ, როგორიც მაგალითად, ირანია.

გაურკვეველია ის ფაქტი, თუ რატომ მიესალმება საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს – რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტს, პროტესტს არ გამოხატავს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე, (ასევე, რუსული პროპაგანდის ნაწილად ცნობილ „რაოესს“-ისგან) და რატომ არის პრობლემა ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიცირებაზე წასვლა. ისიც გავიხსენოთ, რომ იმ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი, ვინც დღეს ღიად აცხადებს გაზპრომისგან მოსალოდნელ საშიშროებაზე, თავად იყვნენ მზად არათუ ენერგოდივერსიფიცირებაზე, არამედ მთლიანად ქართული მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვაზე რუსეთის ფედერაციისთვის.

და მაინც, მიუხედავად რეალური დაძაბულობისა ქართულ-რუსულ ეკონომიკურ (და არამხოლოდ ეკონომიკურ) ურთიერთობებში, დიალოგი და მოლაპარაკება ყველა მხარესთან არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს ისეთი მცირე და მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ქყვენისთვის, როგორიც საქართველოა. დივერსიფიცირება, ხელსაყრელი საფასო პოლიტიკის შემთხვევაში მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გაჩენა რუსულ ბუნებრივ აირზე – დაუშვებელი.

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.