• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » წინსვლა უკუსვლით…
ბლოგი

წინსვლა უკუსვლით…

19.12.20203 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

1994 წლის ნოემბერში ახალი მოწვევის ბუნდესტაგის პირველი სხდომა გახსნა გერმანელმა მწერალმა და ერთიანი სოციალისტური პარტიის (SED) დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადო მოღვაწემ შტეფან ჰაიმმა. იგი საკანონმდებლო ორგანოს უპარტიო წევრი გახლდათ, რომელმაც ვერ გაუძლო პარტიულ პოლიტიკურ ურთიერთდაპირისპირებებს და მალევე უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. პარლამენტის უხუცესმა წევრმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ განა არ არსებობს გამოცდილება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებიდან, რომლის გამოყენებაც ჩვენი საერთო მომავლისთვის, გაერთიანებული სახელმწიფოს მომავლისთვის ღირს? ალბათ, არსებობს. მე მათ შორის მოქალაქეებისათვის გარანტირებულ სამუშაო ადგილს, პროფესიონალურ კარიერასა და უპირობოდ ხელმისაწვდომ სახლ-კარს დავასახელებდი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უამრავი ყოფილი მოქალაქე ტყუილად არ აპროტესტებს იმას, რომ მათი ცხოვრებისეული მიღწევები სათანადოდ არ არის შეფასებული, არ არის აღიარებული ან საერთოდ გამოუყენებელია.“[1] ცხადია, ყოფილ დისიდენტს სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ორიენტირებული რეჟიმის მიმართ არანაირი ნოსტალგია არ ჰქონია. ინტელექტუალს არ სურდა, რომ გერმანიის ისტორიის ჩავლილი ეპოქა გამოცდილების გარეშე გამქრალიყო ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოებისათვის. იგი ამტკიცებდა, რომ დიქტატურაზე უარის თქმა არ ნიშნავს კონკრეტული ეკონომიკური წყობის მუშაობის შედეგად მიღწეული პოზიტიური შედეგების განადგურებას. მწერალს სწამდა, რომ პოლიტიკური თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის იდეების ერთიან გერმანიაში თანაარსებობა შესაძლებელი იყო.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ, მოქალაქეთა მიერ საყოველთაო დემოკრატიული წესით არჩეულმა დეპუტატებმა ეროვნული დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი. დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში რამდენჯერმე ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული სისტემა, დედაქალაქსა და რეგიონებში ფუნქციონირებს მედიის რამდენიმე ასეული საშუალება; სამოქალაქო საზოგადოების რიგებში შესაძლებელია არაერთი ორგანიზაციის მოძებნა, რომელიც ეფექტიანად ცდილობს ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას; საქართველომ ინტენსიური კავშირები დაამყარა დასავლურ თანამეგობრობასთან. საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ რესპუბლიკამ დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე ნამდვილად მიაღწია შესამჩნევ შედეგებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის ბოლო წლებიდან მოყოლებული დღემდე სახელმწიფოში ინტენსიურად ნადგურდება ინდუსტრიული სექტორი. საბჭოთა ეპოქაში მოქმედი სამრეწველო-სამეურნეო კომპლექსი სრულად დაიშალა, ბევრი საწარმო ჯართად გაიყიდა მეზობელი ქვეყნების ახლადგახსნილ თავისუფალ ბაზრებზე. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრთაგან არავის უფიქრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში აშენებული ფაბრიკებისა და ქარხნების თუნდაც უმცირესი ნაწილის შენარჩუნებასა თუ მოდერნიზებაზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში არ გამოჩენილა არც ერთი გავლენიანი და სერიოზული საჯარო ფიგურა, რომელიც შტეფან ჰაიმის მსგავს კითხვას დასვამდა და დანაკარგებით სავსე მძიმე წარსულიდან რამდენიმე მიღწევის გადარჩენას შეეცდებოდა. სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში გაბატონებულმა პრივატიზაციის, სახელმწიფოს ჩაურევლობისა და ბაზრის თვითნებობის პოლიტიკამ საბოლოოდ შეიწირა საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი ინდუსტრია, რაც მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა და უმუშევრობის მიზეზად იქცა.

სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით საქართველოს დეინდუსტრიალიზებული ზონების ისტორიის შესწავლისა და ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით 2019-2020 წლებში “კავკასიურმა სახლმა” “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით სპეციალური კვლევა მოამზადა. კვლევის ობიექტად ქალაქი გორი შეირჩა, სადაც 1951-1994 წლებში ბამბეულის ქსოვილების კომბინატი ფუნქციონირებდა. 1960-70-იან წლებში საწარმოში 7 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპლექსი ნულოვან აუქციონზე გაიყიდა, დღეს კი გიგანტური საამქროების ადგილზე მხოლოდ ნანგრევების აღმოჩენაა შესაძლებელი.

„კავკასიური სახლის“ ამ კვლევაში შეგიძლიათ გაეცნოთ გორის ბამბეულის კომბინატის დაარსებისა და განვითარების ისტორიას. აქ მიიღებთ ცნობებს 1990-იან წლებში მიმდინარე პრივატიზაციის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ტექსტში წარმოდგენილია მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალური ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოსაზრებები გორის სამრეწველო განვითარების პერსპექტივების თაობაზე. კვლევის ბოლოს მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც პოსტკომუნისტურ პერიოდში ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებულმა ყოფილმა საბჭოთა ქალაქებმა დააგროვეს.

გორში შეგროვებული დოკუმენტური და აუდიოვიზუალური მასალების გაცნობის შემდეგ „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა რეალობა ორი სიტყვით – „წინსვლა უკუსვლით…“ დაასათაურა. გორის მაგალითზე საკმაოდ მკაფიოდ ჩანს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შედეგად მიღწეული დემოკრატიული პროგრესის კვალდაკვალ სოციალური სიკეთეების შენარჩუნება ვერ მოხერხდა. დამოუკიდებლობის წლები სოციალურ-ეკონომიკური რეგრესისა და განადგურების ნიშნითაც არის აღბეჭდილი.  მწერლის მიერ შერჩეული ფრაზა, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს კვლევის მთავარ სათქმელს.

ლევან ლორთქიფანიძე,

პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი

[1] მე-13 მოწვევის ბუნდესტაგის პირველი სხდომის ოქმი (10.11.1994) იხ. http://dipbt.bundestag.de/dip21/btp/13/13001.pdf

იხილეთ კვლევის სრული ტექსტი

იხილეთ კვლევის მიხედვით მომზადებული დოკუმენტური ფილმი 

მსგავსი პოსტები

ძველი ქანდა — ასურელთა სოფელი

25.01.2022

ანგელა მერკელის სიტყვით გამოსვლა ჰარვარდში

18.11.2021

ზინობიანი

23.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.