• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » გარედან დანახული ჟენევის მოლაპარაკებები
ანალიტიკა

გარედან დანახული ჟენევის მოლაპარაკებები

26.10.20184 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა netgazeti.ge -ზე

ივანე აბრამაშვილი
„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი

რამდენიმე დღის წინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს 10 წელი შეუსრულდა. დროის ამ მონაკვეთში მხარეებმა 45 რაუნდის ჩატარება მოასწრეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა თუ მოახერხა საზოგადოებისთვის თავი რაიმე კონკრეტული შედეგით დაემახსოვრებინა და ისიც საწყის ეტაპზე, როცა 2009 წელს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმი ჩამოყალიბდა.

მედვედევ–სარკოზის შეთანხმების საფუძველზე, ჟენევაში შექმნილ 3+3 ფორმატს ყოვლისმომცველი, საინტერესო და უნიკალური აგებულება აქვს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით გამართული შეხვედრების ოფიციალურ მონაწილეებად საქართველო, რუსეთი და აშშ ითვლებიან, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, შეხვედრებში ასევე ჩართულები არიან სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმაცია რუსეთს ინსტიტუციურად უზღუდავს ნანატრი მედიატორის როლის თამაშის საშუალებას, თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ შეხვედრები შინაარსობრივად უმეტესად სტერილურ ხასიათს ატარებს.

გასული 10 წელი, რომელიც ამ პერიოდის სამშვიდობო პოლიტიკის კრიტიკული გადააზრების კარგ საშუალებას იძლევა, მისი წინამორბედი 15 წლისგან განსხვავებით არადინამიურობით ხასიათდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ჟენევის მოლაპარაკებებსაც მიუძღვის.

ამ წლების განმავლობაში ფორმატისადმი დაგროვილი სკეპტიციზმი საკმაოდ მძაფრია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 1990–იან და 2000–იან წლებში მიმდინარე ჟენევის პირველი და მეორე პროცესებისგან განსხვავებით, ის ახერხებს უმნიშვნელოვანესს – კონფლიქტის ხელახლა გაღვივების პრევენციას. თუმცაღა, ვინაიდან დრო უმთავრესად ქართული მხარის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, 10 წლის შემდეგ მხოლოდ პროგრამა მინიმუმის შესრულება თვითკმაყოფილების მიზეზს აღარ უნდა იძლეოდეს.

თავის მხრივ, იმისთვის, რომ ჟენევის დისკუსიები გაცდეს არსებულ სტატუს–კვოს მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოფხვრა მოუწევს, რომელიც ესოდენ თვალშისაცემია გარე დამკვირვებლებისთვის.

ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ჟენევის დისკუსიების მიმართ ინტერესისა და ნდობის შემცირებას წარმოადგენს მისი ზედმეტი დახურულობა. ყოველი შეხვედრის შემდეგ მხარეების მიერ გავრცელებულ საჯარო ანგარიშში ხშირად მხოლოდ რაუნდის რიგითობა და თარიღი იცვლება, რაც ფართო საზოგადოების თვალში მის მიმართ ინტერესს ანელებს, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ფართო ლეგიტიმაციაც.

მეტიც, ერთ–ერთი გავრცელებული ხუმრობის თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ დაანონსებული სიახლე შესაძლოა ისეთივე უინტერესო და არაფრისმომცემი იყოს რიგითი ქართველისთვის, როგორც, მაგალითად, ნარჩენების დაყრის ამკრძალავი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ფორმატის მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად დაიწყო არასამთავრობო და საექსპერტო წრეებთან პერიოდული შეხვედრები, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საზოგადოებრივი ნიჰილიზმის დასაძლევად. საჭიროა საზოგადოებამ მეტი ანგარიშვალდებულობა იგრძნოს მთავრობის მხრიდან და მიიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია თავად სახელმწიფოსთვის, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობასა და მოსმენას შეუძლია მნიშვნელოვნად გაამდიდროს მოლაპარაკებები ახალი იდეებითა და ცოდნით.

ჟენევის დისკუსიების კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა მისი დაბალი პოლიტიკური წონაა. ძნელად თუ მოიძებნება ეფექტური და შედეგიანი საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატი, სადაც მხარეთა დელეგაციებში ყველაზე მაღალი რანგის მოხელეებს მინისტრების მოადგილეები წარმოადგენენ.

ფართოდ გაზიარებულია დაკვირვება, რომ მოლაპარაკების წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მაგიდასთან მსხდომ მხარეთა პოლიტიკურ წონასა და კაპიტალზე, ვინაიდან მონაწილეებს, რომელთაც ზურგს უმაგრებს სერიოზული ძალაუფლება, ლეგიტიმაცია და გავლენა უფრო მარტივად შეუძლიათ კონკრეტული საკითხები განსახილველად გაიტანონ და შემდგომ უკვე ეფექტური ლობირება გაუწიონ საკუთარ შეთავაზებებს.

ზემოთნახსენები მწირი ინფორმაციაც კი, რომელიც საზოგადოებას ყოველი რაუნდის შემდგომ მიეწოდება, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეხვედრები უკიდურესად დაძაბულ და არასამუშაო ატმოსფეროში მიმდინარეობს.

თბილისისა და მოსკოვის განსხვავევული აღქმა იმისა თუ ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, რუსი, აფხაზი და ოსი მონაწილეების პერიოდული დემარში დევნილების დაბრუნებისა თუ სხვა ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას და უძრაობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაში, მიუთითებს იმაზე, რომ ჟენევაში, გაეროს ერთა სასახლე მხარეთა პოლიტიკური განცხადებების გასაჟღერებელ ტრიბუნად უფრო გამოიყენება, ვიდრე იმ რეალურ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ასობით ათასი ადამიანის აუტანელ ყოველდღიურობად იქცა.

გარდა ამისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებები ეტაპობრივად ნერვების თამაშს ემსგავსება და მონაწილეები ერთგვარ „მექსიკურ ჩიხში“ შედიან – სიტუაციაში, რომლის დროსაც ორი, სამი ან მეტი მხარე ერთმანეთთან ღია დაპირისპირებაში იმყოფება და არცერთ მათგანს არ აქვს ზუსტი სტრატეგია გამარჯვების მისაღწევად, შედეგად ყველა მათგანს იქამდე უწევს დაძაბული და სტრატეგიული მოთმინება, სანამ რაიმე გარე, სრულიად დამოუკიდებელი მოვლენა არ შეასუსტებს მათ კონფრონტაციას.

როგორაა შესაძლებელი ამ პრობლემების გადაჭრა რთული სათქმელია, ვინაიდან ამას ავტომატურად ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა ინდივიდუალური თუ კოლექტიური პოლიტიკური ნების ქონა/არქონასთან და მანდატის შეზღუდვებთან მივყავართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

მეორე მხრივ, დაგროვილი სკეპტიციზმი არ უნდა გახდეს ფორმატის რღვევის მიზეზი, ვინაიდან ის საქართველოსთვის რჩება იმ უმთავრეს პლათფორმად, სადაც სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის პრევენცია და რუსეთზე ზეწოლაა შესაძლებელი. რამდენ ხანს გასტანს ამგვარი დიპლომატიური „სანგრების ომი“ რთული სათქმელია, თუმცა მისგან თავის დაღწევა რომ უპირველესად თბილისის ინტერესებში უნდა იყოს ეს გასულმა ათმა წელმა ნათლად დაგვანახა.

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.