„კავკასიურ სახლში“ დოკუმენტური ფილმის „მრავალფეროვნების ძიებაში“ პრეზენტაცია ჩატარდა

9 ოქტომბერს „კავკასიურ სახლში“ ჩატარდა დოკუმენტური ფილმის „მრავალფეროვნების ძიებაში“ პრეზენტაცია

ფილმის აღწერა
საქართველოს მულტიკულტურალიზმის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ეთნიკურ ქართველებთან ერთად, ის არის და ყოველთვის იყო სამშობლო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ხშირად, საზოგადოებასაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მათ შესახებ. ფილმი მოგვითხრობს შვიდი განსხვავებული ეთნოსის, ენის, რელიგიის წარმომადგენლის შესახებ, რომელთაც განსხვავებული პროფესიები და ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს უკანასკნელი საკუთარ სამშობლოდ მიაჩნიათ, რაც იმის დასტურია, რომ შესაძლებელია არ დაკარგო კავშირი საკუთარ ფესვებთან, მაგრამ, ამასთანავე, თავს ქართული საზოგადოების ნაწილად გრძნობდე.

ფილმის ჩვენების შემდეგ შედგა დისკუსია ფილმზე მომუშავე საინიციატიო ჯგუფის წევრებთან და ფილმის პერსონაჟებთან.

ფილმი შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგი“.

ღონისძიება ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *