• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებულ აგვისტოს ომის გამოძიებას ბევრად მაღალი ნდობის მანდატი ექნება კონფლიქტის მხარეებს შორის
კომენტარი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებულ აგვისტოს ომის გამოძიებას ბევრად მაღალი ნდობის მანდატი ექნება კონფლიქტის მხარეებს შორის

21.10.20152 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

მიხეილ ჯახუა

 ,,კავკასიური სახლის” მოწვეული ექსპერტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საქართველოში  ვიზიტმა რამოდენიმე დღით გადაფარა ყველა სხვა სახის პოლიტიკური მოვლენა და საზოგადოების ყურადღება კვლავ დაუბრუნა 2008 წლის აგვისტოს ომს.  საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით გაიზარდა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ჰააგის პროკურორის ფატუ ბენსუდას ვიზიტს გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ იმ დანაშაულზე, რომლის გამოძიება არ მიმდინარეობს უშუალოდ სახელმწიფოში. ამდენად, აგვისტოს ომიდან 7 წლის შემდეგ ჰააგის სასამართლოს გამოძიებაში ჩართვის პროცედურების დაწყება განაპირობა საქართველოში ომთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობამ. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს ოფიციალურად განუმარტოს თუ რა გახდა გამოძიების შეფერხების კონკრეტული საფუძველი, მით უფრო, რომ მთავრობის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების წინასწარი დაპირება ქონდა გაცემული.

აგვისტოს მოვლენების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიება დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდგომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, შეუძლებელია კონფლიქტის ყველა მხარეს ჩამოუყალიბდეს ნდობა ქართული სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე. ამასთან, მოვლენების ჰააგის სასამართლოს მიერ შესწავლით კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს შესაძლებლობა ექმნება საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები წარუდგინონ ნეიტრალურ ორგანოს შესასწავლად. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგად არ მოხდება მხოლოდ ფაქტების დაფიქსირება, რაც უკვე გაკეთებულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით, არამედ დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების, როგორც მინიმუმ გამოვლენა.

აღნიშნული ორგანოს მიერ წარმოებულ გამოძიებას ბევრად მაღალი ნდობის მანდატი ექნება როგორც კონფლიქტის მხარეებს შორის, აგრეთვე, უშუალოდ ქართულ საზოგადოებაშიც. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტზე ხაზგასმით მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს სასამართლოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც რომის სტატუტის არაწევრ სახელმწიფოს ამგვარი ვალდებული არ გააჩნია.

არსებობს ინფორმაცია, რომ ოსური მხარეც მზად არის თანამშრომლობისთვის, რაც საშუალებას მისცემს ჰააგის პროკურატურას გამოძიება აწარმოოს სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართულ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ჩასატარებლად ხელი არ მიუწვდებოდათ. ოსურ საზოგადოებაში დამკვიდრებული პოზიციით, ქართული სახელმწიფოს მიერ 2008 წელს ადგილი ქონდა ოსი ერის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რომელის გამოძიებაც იმედოვნებენ ოსები აღნიშნული სასამართლოს მიერ.

მნიშვნელოვანია პროკურორ ბენსუდას გახსნილობა და საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდების სურვილიც, რათა არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება. მან ნათლად განმარტა, რომ მათ მიზანს წარმოადგენს კონკრეტული დანაშაულების გამოძიება. 2008 წლის მოვლენებით ჰააგის სასამართლოს დაინტერესებამ გააჩინა იმედი, რომ მათ მიერ მოხდება სრულფასოვანი გამოძიების წარმოება კონფლიქტის ყველა მხარესთან თანამშრომლობით, და რაც მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვა დადგება პოლიტიკაზე და პოლიტიკოსთა მიერ დადგენილ საზღვრებზე მაღლა.

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.