საჯარო დისკუსია: რა ხდება ირანში?

10 იანვარს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია: რა ხდება ირანში?

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არეულობები 28 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე სოციალურმა მოთხოვნებმა პოლიტიკური სახე მიიღო და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. პოლიციასთან შეტაკებებისას დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი. გარდა ამისა, დაკავებულია ასობით მომიტინგე.

ირაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საერთაშორისო მედიაში. თეირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაწყებულ არეულობებში გარე ძალების კვალს ხედავს. მეორეს მხრივ, ცალსახაა ირანში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამოკვეთილი ლიდერი და ორგანიზატორი არ ჰყავთ. ამდენად, მომიტინგეების მოთხოვნები არაერთგვაროვანია, რაც გარეშე დამკვირვებლისათვის ქაოსურ სურათს ქმნის.

დისკუსიაზე განხილული იქნა ირანში მიმდინარე პროცესების გამომწვევი მიზეზები და მიმდინარე ტენდენციები. მომხსენებლებმა მიმოიხილეს ირანი ისტორიულ პერსპექტივაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ განწყობებზე ისაუბრეს.

დისკუსია ჩატარდა “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *