• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » უკრაინაში ერთადერთ შესაძლებლობად დიპლომატია რჩება – ჯეფრი საქსი
ანალიტიკა

უკრაინაში ერთადერთ შესაძლებლობად დიპლომატია რჩება – ჯეფრი საქსი

22.07.20225 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ჯეფრი დ. საქსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის  პროფესორი;

კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი და გაეროს “მდგრადი განვითარების  ქსელის” პრეზიდენტი.

იყო გაეროს სამი გენერალური მდივნის მრჩეველი და ამჟამად მუშაობს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან „მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური სტრატეგიის“  ფარგლებში.

ავტორია წიგნების: „სიღარიბის დასასრული“, „საერთო სიმდიდრე“, „მდგრადი განვითარების ხანა“, „ახალი ამერიკული ეკონომიკის მშენებლობა“, „ახალი საგარეო პოლიტიკა: ამერიკის განსაკუთრებულობის მიღმა“ , „გლობალიზაციის ეპოქები“.  

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მზაკვრულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ  ამერიკა და მისი მოკავშირეები  რუსეთის ეკონომიკის განადგურების მიზნით გააერთიანა, უსაფუძვლოა იმის ფიქრი,  რომ სამართლიანობა დაასრულებს სისხლისღვრას. ბირთვული ეპოქის კონფლიქტების ისტორიამ ცხადყო, რომ კომპრომისი ერთადერთი უსაფრთხო ვარიანტია.

ნიუ იორკი – ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან არის საშინელი და ბარბაროსული. თუმცა, ის ჯერ კიდევ შეიძლება დასრულდეს დიპლომატიური გადაწყვეტით, რომელშიც რუსეთი გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს- უკრაინის ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. პუტინმა ამ შესაძლებლობაზე ღიად მიუთითა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან  ბოლო სატელეფონო საუბრისას: „ეს უპირველესად უკრაინის დემილიტარიზაციას და ნეიტრალიტეტს გულისხმობს, რათა გარანტირებული იყოს რომ უკრაინა აღარასოდეს შეუქმნის საფრთხეს რუსეთს“ . ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნატო და უკრაინა უარს იტყვიან უკრაინის მომავალ წევრობაზე ალიანსში, თუ რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვებს უკრაინას და უარს იტყვის მომავალ თავდასხმებზე.

დიპლომატიური გადაწყვეტის შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ იღებს ყველაფერს, რაც სურს. პუტინი ვერ შეძლებს რუსეთის იმპერიის აღდგენას და უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას. შეერთებული შტატები იძულებული იქნება დაეთანხმოს თავისი გავლენების შეზღუდვას მრავალპოლარულ სამყაროში (სიმართლე, რომელიც ასევე ეხება ჩინეთს).

რა თქმა უნდა, დიპლომატიური კომპრომისი არ შეესაბამება არსებულ განწყობას. მსოფლიო შეძრწუნებულია რუსეთის ღალატით და შეძრულია უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობით. თუმცა უკრაინის გადარჩენა (და შესაძლოა მსოფლიოსიც) საბოლოოდ დამოკიდებულია წინდახედულობაზე, რომელსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმწიკვლო ვაჟკაცობასთან შედარებით.

 უკრაინა ითხოვს მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს, მეტ მძიმე შეიარაღებას და ნატოს მიერ ფრენისათვის  აკრძალული ზონის შემოღებას. თითოეული  ეს ნაბიჯი გაზრდის რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს, რომელიც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბირთვულ დაპირისპირებაში.

ევროპელი და აშშ-ის ლიდერების ინსტინქტური რეაქციაა  რუსეთის ეკონომიკურად განადგურება, რათა მკაფიოდ გამოჩნდეს, რომ ბარბაროსობა დაუსჯელი არ რჩება.

ამ პერსპექტივიდან, კომპრომისი თითქოს დათმობას ნიშნავს, მაგრამ კომპრომისი  უკრაინის გადასარჩენაში მდგომარეობს  და არა მის დათმობაში.  

ეკონომიკური ომი ასევე სავსეა ღრმა რისკებით. გლობალური მასშტაბით  ძვრები უზარმაზარი იქნება და ეკონომიური ომიდან სამხედრო რეაგირებაზე გადასვლის მოთხოვნები აუცილებლად იმატებს. ამასობაში, ბრძოლები გაგრძელდება, რასაც მოჰყვება მასიური სისხლისღვრა და, სავარაუდოდ, მაინც რუსეთის ოკუპაციამდე მიგვიყვანს.

დიპლომატიას შეუძლია იმუშაოს ყველაზე მწვავე დაპირისპირების დროსაც კი. სინამდვილეში, დიპლომატია აუცილებელია ბირთვულ ეპოქაში დიდი ძალების დავების გადასაჭრელად. ამის მაგალითია კუბის სარაკეტო კრიზისი. მნიშვნელობა არა აქვს, ამ ინციდენტში  აშშ-ს დაადანაშაულებთ, 1961 წელს კუბაში შეჭრის მხარდაჭერისთვის, თუ საბჭოთა კავშირს- 1962 წელს იქ ატომური იარაღის განლაგების გამო, კონფლიქტმა მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე მიიყვანა.

საბოლოოდ, კრიზისი განმუხტა დიპლომატიამ და კომპრომისმა და არა ცალმხრივმა გამარჯვებამ. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯონ კენედი, დათანხმდა თურქეთიდან ამერიკული რაკეტების გამოტანას და პირობა დადო, რომ აღარასოდეს შეიჭრებოდა კუბაზე, ხოლო საბჭოთა პრემიერ-მინისტრი- ნიკიტა ხრუშჩოვი- დათანხმდა საბჭოთა რაკეტების კუნძულიდან გატანას. მსოფლიოს გაუმართლა. როგორც მოგვიანებით ისტორიკოსმა მარტინ შერვინმა აჩვენა, ორ ძალას შორის ბირთვული ომი  კინაღამ მაინც დაიწყო, მიუხედავად კენედისა და ხრუშჩოვის მცდელობისა, თავიდან აეცილებინათ იგი.

პუტინის ომის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სწრაფად მიმართეს ეკონომიკური ზომების შთამბეჭდავ სპექტრს რუსეთის გლობალური ვაჭრობისა და ფინანსებისგან გასათიშად. ეს მოიცავდა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების და სხვა კერძო აქტივების ანგარიშების გაყინვას; იახტების ჩამორთმევას; ტექნოლოგიების გაზიარების შეჩერებას; სადაზღვევო დაფარვის დასრულებას; და რუსული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეწყვეტას.

მაგრამ ასეთი სანქციები იშვიათად აფერხებს და მით უმეტეს, ანგრევს დაუნდობელ რეჟიმს. აშშ -მ მსგავსი ზომები მოსინჯა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, დასამხობად, მაგრამ წარმატებას მიაღწია მხოლოდ ეკონომიკის განადგურებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ვენესუელის მშპ ერთ სულ მოსახლეზე, 2017-2021 წლებში , 60%-ზე მეტით შემცირდა; თუმცა, მადურო მყარად ფესვგადგმულია (და ახლა აშშ მის „მოხიბლვას“ ცდილობს , რათა ვენესუელამ მეტი ნავთობი გამოიტანოს ბაზარზე). 

აშშ-ს სანქციებმა ვერც  ირანსა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმები დაამხო.

უფრო მეტიც, რუსეთის მიმართ სანქციები, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შემცირდება. გლობალური მასშტაბით უზარმაზარი, მოკლევადიანი, ქაოსისა და გაჭირვების  გამოწვევის შემდეგ – რაც ნავთობის ფასების მატებით და ძირითადი საქონლის მიწოდების ჯაჭვების შეფერხებითაა განპირობებული – ისინი რუსეთისთვის უამრავი  შესაძლებლობას შექმნიან-მიჰყიდოს თავისი ძვირფასი რესურსები  იმ სუბიექტებს, რომლებიც აშშ-ს სანქციებისთვის მიუწვდომელნი არიან. ჩინეთს და სხვებს არ მოესურვებათ იმ სანქციების რეჟიმის აღსრულება, რომელიც შემდგომში მათ წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული.

ამრიგად, რუსეთი არ იქნება ისეთი იზოლირებული, როგორც აშშ და ევროპა ფიქრობენ. ახალი სანქციებით  მიღებული საწყისი შოკის შემდეგ, მისი სავაჭრო შესაძლებლობები, შემცირების ნაცვლად,სავარაუდოდ, გაიზრდება.

ეკონომიკური სანქციების გარდა, აშშ და ევროპა უკრაინას იარაღსაც აწვდიან. ისევ და ისევ,  ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რუსულ ოკუპაციას ხელი შეუშალოს;  უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინა გახდება კიდევ ერთი მუდმივი მკვლელობის მოედანი, როგორიც იყო ავღანეთი, ლიბია და სირია. რაც უფრო საშინელია, უკრაინაში იარაღის შედინება რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების რისკს შეიცავს. მაშინ როცა ავღანეთს, ლიბიას და სირიას არ ჰქონდათ ბირთვული იარაღი, რუსეთს აქვს თითქმის 6000, საიდანაც დაახლოებით 1600 აქტიური და პოზიციებზე განთავსებულია.

დიპლომატიამ, შესაძლოა, მარცხი განიცადოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ღირს ცდა. როგორც კენედიმ  თქვა: „მოდით, არასოდეს დავიწყოთ მოლაპარაკება შიშის გამო. მაგრამ არასოდეს შეგვეშინდეს მოლაპარაკების“. ამ სენტიმენტმა გადაარჩინა სამყარო 1962 წელს და  ახლაც შეუძლია მისი გადარჩენა.

რუსეთის მცოდნეთა აზრები- პუტინის რეალური მოტივების შესახებ- ძლიერ გაყოფილია. ბევრი თვლის, რომ ის არაფერზე იტყვის უარს რუსეთის იმპერიის ხელახლა შესაქმნელად. თუ ასეა, ღმერთმა გვიშველოს.

სხვები თვლიან, რომ ის მიზნად ისახავს უკრაინის დემოკრატიის განადგურებას და მისი ეკონომიკის მოხრჩობას, რათა ის არ იყოს  რუსი ხალხისთვის ორიენტირი. თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ პუტინის მძაფრად გამოხატული  წინააღმდეგობა ნატოს გაფართოებისადმი – და უკრაინაში აშშ-ის პოლიტიკურ ჩარევაზე (მათ შორის, 2014 წელს უკრაინის პრორუსული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, წინააღმდეგ აჯანყების მხარდაჭერა) – ნამდვილია.

დროა შევამოწმოთ ეს მოსაზრება. რას იქნება,  უკრაინის ნეიტრალიტეტი ნამდვილად რომ აღმოჩნდეს მშვიდობის გასაღები?

დიპლომატიაზე დაყრდნობა დათმობა  არ არის; ეს წინდახედულობაა და ამას შეუძლია უკრაინა და მსოფლიო გამოუსწორებელი კატასტროფისგან გადაარჩინოს.

09 მარტი, 2022 წელი ; ჯეფრი დ. საქსი

თარგმნა ლალი მაძღარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.