• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ლავროვის განცხადების შეფასება პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობასთან დაკავშირებით
კომენტარი

ლავროვის განცხადების შეფასება პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობასთან დაკავშირებით

02.02.20162 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

მაია ურუშაძე
“კავკასიური სახლი”

26 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების საფრთხე არ გამქრალა.
როგორ უნდა გავიგოთ რუსეთის პირველი დიპლომატის ეს განცხადება?

1. საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა
აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია თუ არა საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა მისი დასავლელი პარტნიორების წინაშე. სულ მცირე შესაძლებელია გაჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ახერხებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ტერიტორიის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საქართველოს ხელისუფლება ავტომატურად თავის მართლების რეჟიმში ექცევა.

2. აიძულოს საქართველო დათმობებზე წავიდეს
სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან მომავალ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდის წამოწყებას ცდილობს. სანაცვლოდ, კი მან შესაძლებელია აიძულოს საქართველო სხვადასხვა სახის დათმობაზე წავიდეს (თუნდაც ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში).

3. შესაძლო პროვოკაციებისთვის ,,ნიადაგის მომზადება“
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პანკისის ხეობაში ტერორისტული ჯგუფების საწვრთნელი ბანაკების შესახებ განცხადება არახალია და მსგავს განცხადებებთან დაკავშირებული რისკებიც უცვლელი რჩება. შეუძლებელია ბოლომდე იმის გამორიცხვა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი არ შეეცდება საქართველოს ამ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და არ გამოიყენებს აღნიშნულ არგუმენტს კარტ-ბლანშად საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ტიპის სამხედრო მოქმედებების განხორციელებისთვის.

4. სავიზო რეჟიმი და გადაჭარბებული მოლოდინები
ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულ მოლოდინებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ წინსვლას ან ხელშესახებ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი არსებულ ეტაპზე უცვლელი დარჩება.

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ვეტერანის ორგვარი აღქმა: თბილისი და სოხუმი

ბლოგი 08.05.2023

23 თებერვლის დილას, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საკუთარი სახლიდან ძალადობრივი მეთოდით გამოასახლა ომის ვეტერანი და მისი…

ომი, ტყე და დაცული ტერიტორიები  

30.04.2023

ომის კვალი შავ ზღვაში: რატომ ემუქრებათ საფრთხე დელფინებს

31.03.2023

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.