• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » მეტი ნატო საქართველოში
კომენტარი

მეტი ნატო საქართველოში

04.09.20152 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ლაშა მარკოზაშვილი
მკვლევარი, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოზნანი, “კავკასიური სახლის” მოწვეული ექსპერტი

მნიშვნელობა

ნატოში ინტეგრაციას აქვს ორი მხარე, ტექნიკური და პოლიტიკური. საწვრთნელი ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ტექნიკური ნაბიჯია. როგორც წესი მსგავსი სააგენტოები ემსახურებიან არა მხოლოდ პირველად მიზანს, დამატებითი ფუნქცია სოციალურია და კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების ინტეგრაციას უწყობს ხელს. ერთია, როდესაც ჩვენი სამხედროები დადიან ნატოს მისიების ფარგლებში საზღვარგარეთ, მეორე როცა ჩვენ ვქმნით მასპინძლობის მუდმივ ბაზას. გავიხსენოთ გენერალური მდივნის სიტყვები, სტოლტენბერგმა ცხადად გამიჯნა ორი მიმართულება: საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში.

დრო

ნატოს მიერ ინტეგრაციის პროცესის ტექნიკური ნაწილის წახალისება შეიძლება გავიგოთ როგორც უელსის სამიტის კომპენსაცია, სადაც კვლავაც ვერ მოხერხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ასეა თუ ისე, მომდევნო ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მომთხოვნი  პარტნიორებისადმი, პროცესის სწორი გაგება გადამწყვეტი იქნება სასურველი შედეგის მისაღებად.  სამხედრო ინტეგრაცია ვერ გაგრძელდება სამუდამოდ, დადგება მომენტი, როდესაც ალიანსს აღარ ექნება საშუალება პოლიტიკურ შეკითხვებს ტექნიკური პასუხები დაახვედროს,  ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვემზადოთ ამ მომენტისთვის.

რუსეთი

რასაკვირველია, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთია. ჩვენ მუდმივად გვაინტერესებს რა რეაქცია ექნება კრემლს დასავლეთიდან გადადგმულ, ამა თუ იმ ნაბიჯზე. რეაგირება როგორც წესი მყისიერია. ახლად გახსნილი ცენტრი, ჩრდილოეთიდან უკვე არაერთხელ შეაფასეს, როგორც დასავლური პროვოკაცია. რუსეთს, გამომდინარე მოცემულობიდან, შეუძლია აირჩიოს ორი პრაქტიკული გზა. პირველი, დაგეგმოს პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის და დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთხელ გამოსაცდელად. მეორე, დაელოდოს ცენტრის ამუშავებას, შეაფასოს შუალედური შედეგები და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, ღირს თუ არა დამატებითი ზომების მიღება. პირველი გზის არჩევა კრემლს გაუჭირდება, უკრაინის მოვლენები, რთული ვითარება სეპარატისტულ რეგიონებში და საქართველოს მთავრობის ხშირ შემთხვევაში ზომიერი პოლიტიკა, ოპერაციის დაგეგმვას გაართულებს. მეორე გზა უფრო რაციონალურია, ამდენად მეტად სავარაუდო.

დასკვნა

ნატო საქარველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა კიდევ ერთხელ ამოწმებს ურთიერთობის ორმხრივ დინამიკას. ინსტიტუტის წარმატებული მუშაობა დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოს; ცენტრის კარი ღიაა, როგორც ალიანსის წევრებისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში მოხდება არა მხოლოდ პირადი გამოცდილებების გაზიარება, არამედ საერთო გამოცდილების შექმნა. საერთო გამოცდილება გულისხმობს, წამოჭრილი პრობლემების ერთად გადალახვას, ნატომ უნდა შეძლოს, უსაფრთხოების გამოწვევები ბრძოლის ველიდან პოლიტიკურ არენაზე გადაიტანოს, მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი პარტნიორების სრულფასოვანი ინტეგრაცია. დღეს, როცა რუსეთი განაგრძობს ცივი ომის მეთოდებით მოქმედებას, ალიანსისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მეგობრებთან კიდევ უფრო დაახლოვება; იმედია ახლადგახსნილი ცენტრი, შეძლებს იტვირთოს ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია.

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.