შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ: თბილისი გზაგასაყარზე

მოცემული ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველის მიზანია, მიმოიხილოს ძალის არგამოყენების ცნება საერთაშორისო სამართალში და სამი კონფლიქტური რეგიონის – დნესტრისპირეთის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითზე შეისწავლოს, თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მათი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში. მოცემული ქეისები
შეირჩა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: სამივე კონფლიქტი მოუგვარებელია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებობს ეთნიკური განსხვავებულობა, სამივე კონფლიქტში შეინიშნება სეცესიონისტური მისწრაფებები და სამივე მათგანი გეოგრაფიულად ევროპის კონტინენტზე ვითარდება; ნაშრომის მეორე ნაწილი ფოკუსირებული იქნება უშუალოდ საქართველოს კონფლიქტებზე და თბილისში არსებულ ხედვებზე, თუ
რა როლი აკისრია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მისი კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

გამოცემის წელი: 2017
ISBN: 978-9941-9510-2-2
ტეგები: კონფლიქტები, ტრანსფორმაცია, კავკასია

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *