პანკისის ხეობის ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობა

პანკისის ხეობა მდიდარია მატერიალური და კულტურული ძეგლებით, რომლებიც დღემდე სრულად არ არის შესწავლილი. პუბლიკაცია მიმოიხილავს პანკისის ხეობის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს და აღნიშნულ ძეგლებთან დაკავშირებულ ზეპირ ისტორიებს. ნაშრომი განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას, რათა მოხდეს მათი სრულყოფილი შესწავლა და მოვლა-პატრონობა.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად მოხალისეთა ჯგუფმა მოიძია და აღწერა პანკისის ხეობაში არსებული მატერიალურ-კულტურული ძეგლები და მათ შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ისტორიები. პუბლიკაციაში მოცემული მასალა შეგროვებულია, ძირითადად, პანკისში მცხოვრები უხუცესი ადამიანების ნაამბობზე დაყრდნობით. ამ საკითხით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ადგილობრივთა მონათხრობები ჩაიწერეს და საველე სამუშაოები ჩაატარეს 2021 წლის მარტში, აპრილსა და მაისში.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *