მოგესალმებით!
თქვენ იმყოფებით „კავკასიური სახლის“ ანალიტიკურ მედია-პორტალზე www.regional-dialogue.com
2011 წელს, ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ორგანიზაციის ანალიტიკური პორტალი www.regional-dialogue.com. პორტალი წარმოადგენს ღია მედია-პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ანალიტიკურ სტატიებსა და პერიოდულ გამოცემებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კონფლიქტები და მშვიდობის მშენებლობა, ქართულ-რუსული ურთიერთობები, კავკასიის რეგიონში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე აქტუალური მოვლენები და სხვა…
„კავკასიური სახლის“ ანალიტიკურ პორტალზე რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია „კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ. პორტალი ძირითადად თავს უყრის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტში მონაწილე ქართველ და უცხოელ ანალიტიკოსთა ნაშრომებს, აქვე ხელმისაწვდომია „კავკასიური სახლის“ პუბლიკაციები და კვლევები.
ორგანიზაცია განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდა დამწყებ მკვლევრებს, შესაბამისად, საიტი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელსაც სურს გამოაქვეყნოს საკუთარი ნაშრომი www.regional-dialogue.com -ზე. სტატიები უნდა ეხებოდეს ისეთ თემებს როგორებიცაა: ქართულ-რუსული ურთიერთობები, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები, ეთნიკური კონფლიქტები, უკრაინის კრიზისი, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და სხვა საკითხები, დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებთან.
გამოსაქვეყნებელი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: