ჩვენი გუნდი

გიორგი კანაშვილი – აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი კანაშვილი აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს ორგანიზაციაში 2011 წლიდან ასრულებს. 2004 წლიდან იგი ”კავკასიური სახლის” სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული.
გიორგი კანაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი. აქტიურად არის ჩართული ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და ქართულ-რუსულ სამშვიდობო დიალოგში.

ელ-ფოსტა: giorgi.kanashvili(at)caucasianhouse.ge

სტატიები
giorgi k

ანა დვალი

კავკასიურ სახლში მუშაობს 2012 წლიდან, ფლობს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. 2016 წლიდან ხელმძღვანელობსკავკასიურიხლისმშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამას.  მისი ინტერესის სფეროებია რუსულქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები და დემოკრატიზაციის თეორიები. სხვადასხვა დროს ჩართული იყო  კვლევით პროექტში ეთნიკური უმცირესობების და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესწავლის მიმართულებით.  

ელ-ფოსტა: ana.dvali(at)caucasianhouse.ge 

სტატიები

რევაზ ქოიავა

„კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2016 წლიდან. ჩართულია პროექტში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. ფლობს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. მისი ინტერესის სფეროებია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, ნაციონალიზმი და იდენტობის საკითხები, ისტორიული სოციოლოგია, ხელოვნების თეორიები.

ელ-ფოსტა: revaz.koiava(at)caucasianhouse.ge

სტატიები
12923211_1040880245984315_2416793819318858000_n

მარიამ გაჩეჩილაძე

მარიამ გაჩეჩილაძე „კავკასიურ სახლში“ 2014 წლიდან მუშაობს, პროექტზე „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ თავდაპირველად პროექტის ოფიცრის, შემდეგ მკვლევრის თანამდებობაზე. დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს TEMPUS-ის სამაგისტრო პროგრამაზე შრომითი ურთიერთობები და ევროინტეგრაცია. დაინტერესებულია პოლიტიკური იდეოლოგიებით, ნაციონალიზმით, პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციითა და ქართულ-რუსული ურთიერთობებით.

ელ-ფოსტა: mariam.gachechiladze(at)caucasianhouse.ge

 

სტატიები
IMG_8335

მაია ურუშაძე

„კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2014 წლიდან, არის  ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში. ამჟამად სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტს “ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის”

ელ-ფოსტა: maia.urushadze(at)caucasianhouse.ge

სტატიები

ედიშერ ბაღათურია

,,კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2015 წლიდან. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კვლევითი და ანალიტიკური ტიპის ნაშრომების მომზადება და მათზე მუშაობა. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს და სწავლას აგრძელებს ამავე უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. ,,კავკასიურ სახლში“ მოსვლამდე მუშაობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) ახალგაზრდა მკვლევრად, ასევე, ჩართული იყო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, დარმსტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) კვლევით პროექტებში. მისი ინტერესის სფერო ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზს და კონფლიქტებს საქართველოში. ასევე, დაინტერესებულია კულტურის და ქალაქის გეოგრაფიით.

ელ-ფოსტა: edisher.baghaturia(at)caucasianhouse.ge

 

edi

დავით კახიანი

,,კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2016 წლიდან. 2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობით, 2010 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის მიმართულებით. 2013 წელს მუშაობდა ეუთოში მედია ანალიტიკოსად, 2015 წლიდან  მედიაპორტალ „მედიაჩექერის“ მედია ანალიტიკოსად. სწავლობს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის სამაგისტრო პროგრამაზე. 

ელ-ფოსტა: davit.kakhiani(at)caucasianhouse.ge

 

3

ვანო აბრამაშვილი

კავკასიურ სახლში მუშაობს 2015 წლიდან. არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი და პროექტის “დიალოგის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით” ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს სწავლობდა აშშ-სა და ესტონეთში, კერძოდ ტარტუს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმარულებით. ინტერესის სფეროები: პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა, ეროვნული იდენტობა და რეგიონში არსებული კონფლიქტები

ელ-ფოსტა: ivane.abramashvili(at)caucasianhouse.ge

ანა ბრაგვაძე

„კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2014 წლიდან. 2015 წლიდან ჩართულია პროექტში “დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით”. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართლებით.   ამჟამად სწავლობს TEMPUS-ის სამაგისტრო პროგრამაზე ევროპული ინტეგრაცია და შრომით ურთიერთობები. დაინტერესებულია პოლიტიკური იდეოლოგიებით, პოსტსაბჭოთა სივრცის ტრანსფორმაციით, სოციალური მეცნიერებებით, ახლო აღმოსავლეთითა და სკანდინავიური ენებით.

ელ-ფოსტა: ana.bragvadze(at)caucasianhouse.ge

13064123_1176711909019557_776268106_o