• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ძირითადი ტენდენციები და საქართველო
ანალიტიკა

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ძირითადი ტენდენციები და საქართველო

14.01.20162 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

არჩილ სიხარულიძე,

მკვლევარი (თსუ) და ექსპერტი რუსეთმცოდნეობის მიმართულებით

 

2009 წელს მიღებული სტრატეგიის (რომელიც 2020 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, 2015 წელს გადახედვის უფლებით) ჩანაცვლებით პუტინმა აჩვენა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კრემლისადმი დამოკიდებულებაც. ახალ სტრატეგიაში ნათლად ჩანს სახელმწიფო ინტერესების უპირატესობა სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციის პროცესებთან შედარებით, რომელთა შესახებაც უფრო მეტად იყო გამახვილებული ყურადღება მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიღებულ დოკუმენტში.

ახალ კონცეფციაში მეტი ყურადღება ეთმობა საგარეო ამოცანებს. რუსეთი კვლავაც მზადაა ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ხაზგასმულია, აშშ-სა და ნატო-ს  ნეგატიური როლი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მაგალითად, ცალკე პარაგრაფად არის გამოყოფილი უკრაინისა და ე.წ. არაბული გაზაფხულის შემთხვევები, როგორც ზემოთ ხსენებული ძალების მიერ გაჩაღებული ცხელი წერტილები. აღსანიშნავია ისიც, რომ სირიაში მოქმედ ანტი-ტერორისტულ ბლოკთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი არაა.

გამოკვეთილია რეგიონული ურთიერთობების დამყარებისა და გაფართოების მნიშვნელობაც. ამ ნაწილში პირველად არის ღიად მოხსენიებული საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. წინა კონცეფციისგან განსხვავებით, რუსეთმა გადამწყვეტი როლი არ მიანიჭა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციაში რუსეთის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა ის, რაც რეალობაში ხდება. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი დაბრუნდა როგორც გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და მის გარეშე მშვიდობის დამყარება რთულდება. რუსეთი და დასავლეთი (განსაკუთრებით, აშშ და ნატო) ღია დაპირისპირების ფორმატში იმყოფებიან. ნატო-ს ნებისმიერი სახით გაფართოება კი არის და იქნება აღქმული, როგორც ღია აგრესია რუსეთის წინააღმდეგ.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს კონცეფცია? – განსაკუთრებულ არაფერს! იგი უბრალოდ რეალობის ოფიციალურ საბუთში ასახვაა; მაგრამ ამით ის მოცემულობა, რომელშიც მსოფლიოს და საქართველოს უწევთ მოქმედება არ შეცვლილა და არც შეიცვლება.

georgia russia რუსეთი საქართველო

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.