• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რუსეთი იძულებულია „ძველ მეგობრებს“ დაუბრუნდეს
კომენტარი

თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რუსეთი იძულებულია „ძველ მეგობრებს“ დაუბრუნდეს

30.12.20152 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

 

ივან ჩიკალო,

მკვლევარი, “კავკასიური სახლი” 

 

17 დეკემბერს, ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ,,რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაშინვე მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ ,,ეს არის სწორი მიმართლებით გადადგმული ნაბიჯი“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს, პუტინის ეს მიმართვა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ისმის კითხვა, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა?

ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა დასახელდეს თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება და ამის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ სტაბილურობას და ძალთა ბალანსს ჩვეულებრივ განაპირობებდა რუსეთსა და თურქეთის შორის პარტნიორული თანამშრომლობა და ორი უმთავრესი რეგიონული ძალის შეთანხმებული მოქმედება. ახლა კი, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სიტუაცია დრამატულად დაიძაბა, ქვეყნებს შორის რეგიონში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლა გამწვავდა. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში სწორედ მათი პოზიციების ურთიერთგამოწვევას და პოლიტიკის გადაფასებას უნდა ველოდოთ.

ამ გადაწყვეტილებისთვის რუსეთმა შესაბამისი დრო შეარჩია გამომდინარე იქიდან, რომ კრემლისთვის ნათელია, – საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დღითიდღე უარესდება და მოსკოვის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის  ცვლილების გარეშე, ეს ტენდენცია იგივე დარჩება. იმდენად რამდენადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება ნაკლებმოსალოდნელია, რუსეთს მოუწევს მოძებნოს ახალი პარტნიორები ან დაუბრუნდეს „ძველ მეგობრებს“. რა თქმა უნდა, საქართველოს ახლო ურთიერთობები თურქეთსა და დასავლეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ომის ფაქტორი არ არის ადვილად დასავიწყებელი თემები ქართველებისთვის. მიუხედავად ამისა, რუსეთს ამ დათმობაზე წასვლა მაინც უღირს, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს, გარდა პოტენციური სარგებლის მიღებისა.

23 დეკემბერს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალკეული პუნქტების გამარტივების თაობაზე. ლავროვის უწყების თანახმად გამორიცხული არ არის სავიზრო რეჟიმის სრული გაუქმებაც. სავარაუდოა, რომ კრემლს სურს გამოსცადოს საქართველოს მთავრობის რეაქცია, რათა განსაზღვროს, თუ რამდენად არსებობს სრული ლიბერალიზაციის საჭიროება. ამის შემდეგ, დაახლოებით 3-6 თვეში მოსალოდნელია უვიზო მიმოსვლის დაწესება, თუ რათქმაუნდა, ამას სხვა გარე ფაქტორები არ შეუშლის ხელს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მოტივი რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების შემობრუნების მცდელობაა. უფრო მეტიც, ეს არის რუსული ,,რბილი ძალის“ აშკარა გამოვლინება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული სივრცის გახსნის რეალური პერსპექტივის შედეგად დადგა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია რამის წინასწარმეტყველება, ცხადია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური და სამოქალაქო ურთიერთობები განაპირობებს მათ შორის თანამშრომლობას გაუმჯობესებასაც.

აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინის ,,საშობაო საჩუქარი“ საქართველოსთვის მიზნად ისახავს გაზრდილ შიდასახელმწიფოებრივ თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე. თუმცა, თავისუფალი მიმოსვლის უფრო მნიშვნელოვანი შედეგი იქნება გაიოლებული ურთიერთობა სამოქალაქო დონეზე, რომელმაც შეიძლება  მიმართულება მისცეს რუსეთის „მტრის ხატის“ დანგრევას და დამოკიდებულების თანდათანობით შეცვლას. ,,ნაბიჯი სწორი მიმართულებით“ არ გამოიწვევს კარდინალურ ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია განაპირობოს გარკვეული გარდამტეხი მომენტები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.

 

თურქეთი რუსეთი

მსგავსი პოსტები

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021

შემობრუნება მემარცხენეობისკენ ?! – გერმანია საარჩევნო ფინიშის ხაზთან

19.09.2021
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.