• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში
ანალიტიკა

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში

05.01.20155 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

გიორგი კანაშვილი

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

„რბილი ძალა“ პოლიტიკურ მეცნიერებებში შედარებით ახალი ცნებაა და განვლილი საუკუნის 90-იან წლებში ფუძნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. რბილი ძალა ყველაზე მარტივად, ალბათ, შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ: სასურველი შედეგის მიღება არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. რბილი ძალის წარმატებით გამოყენების პრაქტიკას ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო დროს ამ კონცეპტის განვითარებას სხვებიც ცდილობენ, მათ შორის რუსეთიც.

რბილი ძალა ოკუპაციის პირობებში

რუსეთის რბილ ძალას საქართველოში ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის პირობებში უწევს ოპერირება, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ზღუდავს მას. ერთადერთი შემთხვევა, სადაც რუსეთისა და დასავლეთის რბილ ძალებს მიახლოებულ პირობებში უწევთ კონკურენცია, სერბეთია.

თუმცა აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომელთა არსებობაც რუსეთის რბილი ძალის წარმატებით განვრცობას საქართველოზე კიდევ უფრო ართულებს: ა) ბელგრადს ნატო ბომბავდა და არა ევროკავშირი; მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამავე დროს არის ნატოს წევრი, მათი მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში განსხვავებული იყო; ბ) ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. საქართველოს შემთხვევაში კი: აგრესორი, მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და ასევე რბილი ძალის გამტარებელი ერთი და იგივე სუბიექტია.

მიუხედავად სერბეთში რუსეთისთვის თითქოსდა სახარბიელო სასტარტო პირობებისა (ისტორიული მოკავშირეობა, ერთმორწმუნეობა, ნატოს სამხედრო ოპერაცია ბელგრადის წინააღმდეგ) რუსეთისა და დასავლეთის რბილ ძალთა კონკურენცია უფრო ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიმდინარეობს, რაც გამოიხატება სერბული პოლიტიკური ელიტის უფრო დიდი ნაწილის სურვილში მაქსიმალურად დაახლოვოს სერბეთი ევროკავშირს; დღის წესრიგში დგას ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაც. ეს მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ ეტაპზე ისეთ ხელსაყრელ პირობებშიც კი, როგორიც სერბეთში აქვს, რუსეთის რბილი ძალა ვერ უწევს სათანადო კონკურენციას დასავლეთისას.

ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის რბილი ძალის მიზანი – მოახერხოს ქართველთა გულებისა და გონების მოგება, რათა პირდაპირი გავლენა შეიძინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ნაკლებადაა მიღწევადი. მით უფრო, რომ იგივე სერბეთის მაგალითი იმასაც გვაჩვენებს, რომ მიმზიდველი/მისაბაძი გარე მოდელის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი შეიძლება გვერდზე გადადოს წარმატებული განვითარების სასარგებლოდ.

რუსეთის რბილი ძალის ინსტრუმენტები

აქ იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებაში და არსენალში რბილი ძალის ფენომენის გაჩენა, როგორც საგარეო პოლიტიკის ქმედითი კომპონენტისა, ბოლო დროის მოვლენაა. შესაბამისად, სისტემური მიდგომის შემუშავება, მისი ინსტრუმენტების გამოკვეთა და ამოქმედება, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთლიანად, ფაქტობრივად, ამჟამად ხდება.

იდეოლოგიურ-კულტურული განზომილება

რუსული რბილი ძალის იდეოლოგიურ-კულტურულ განზომილებას უნივერსალობის პრეტენზია გააჩნია და, შესაბამისად, იგი არ არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე გათვლილი. პოსტსაბჭოთა რუსეთი დიდხანს იდგა იდენტობის კრიზისის წინაშე; ბოლო წლებში დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების რეჟიმში, მან გამოკვეთა ის იდეოლოგიური ქვაკუთხედი, რომელსაც განსაზღვრავს ცნება ტრადიციონალიზმი. შინ თუ გარეთ პუტინი რუსეთის პოზიციონირებას ტრადიციული ღირებულებების დამცველად ახდენს, რაც გარკვეულ პოზიტიურ გამოძახილს ჰპოვებს როგორც პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ნაწილში, ისე დასავლეთშიც. უკვე შესაძლებელია იმის კონსტატაცია, რომ პუტინის იდეოლოგიისა და ფინანსების კომბინაციით რუსეთი წარმატებით ახერხებს ახალი მოკავშირეების შეძენას ევროპის სხვადასხვა მზარდი პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის სახით; ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საქართველოს ჩათვლით) ანტიდასავლური განწყობების მატარებელი ადამიანები შეაგულიანა და მკაფიო ორიენტირიც გაუჩინა.

რელიგია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად იდგა რუსული სახელმწიფოს სამსახურში. დღესაც, მსოფლიოს მართლმადიდებელ თემებთან კავშირების მეშვეობით, ის ხელს უწყობს რუსეთის რბილი ძალის ამოქმედებასა თუ წარმატებულობას ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება. მით უფრო, რომ პუტინისეული ტრადიციონალიზმი, არსით კი ანტილიბერალიზმი, ძალიან ახლოა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეინსტრიმის შეხედულებებთან.

ცნობილია, რომ რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის კავშირი მჭიდროა. დღეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია, რომელიც განიცდის რუსეთის რბილი ძალის უშუალო გავლენას, სწორედ საპატრიარქოა; თუმცა, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, წარმოდგენები მისი რეალური გავლენის შესახებ ერთგვარად გაზვიადებულია.

სხვადასხვა ღია და დახურული წყაროს მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში თანაარსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომელთა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ განსხვავებულია, რაც ამცირებს რუსეთის ეკლესიის გავლენას საქართველოს ეკლესიაზე და, შესაბამისად, მრევლზე.

ეკონომიკური ბერკეტები

ეკონომიკა რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. რუსეთი წარმატებით ახერხებს სხვადასხვა ეკონომიკური ბერკეტით, ძირითადად კი ენერგორესურსებით, პარტნიორი ქვეყნების შანტაჟირებას. საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საკუთრივ ქვეყნის შიგნით; ამასთანავე, ახალი ხელისუფლების ძალისხმევით რუსულ ბაზარზე ნაწილობრივ დაბრუნდა ქართული პროდუქცია და რუსეთთან მზარდი ეკონომიკური კავშირები ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიშებს აღძრავს. თუმცა ახლაც რუსეთში ექსპორტს არ მიუღწევია იმ მაჩვენებლისთვის საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, რათა შესაძლო ემბარგომ რუსეთის მხრიდან აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას. ევორკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაჩენილი პერსპექტივები კი საქართველოზე რუსეთის ეკონომიკურ გავლენას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს.

ეთნიკური უმცირესობები

საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად რუსეთი გეგმაზომიერად მუშაობს სპეციფიკურ რეგიონებში, სადაც არსებობს უკმაყოფილება ცენტრის მიმართ. საკმაოდ ეფექტური იყო ეს მუშაობა ჯავახეთში, რაც უკავშირდებოდა მრავალ ფაქტორს, მათ შორის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნას. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების ფონზე, ამ გავლენის კლება შეინიშნება. იმავდროულად ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ მეზობელი სომხეთი უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით მიდის რუსეთთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტზე ახდენს შესაბამის გავლენას.

პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლამ და რეპრესიულ მეთოდებზე უარის თქმამ ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას, რომლებიც პრორუსული ორიენტაციის მატარებლებადაა მიჩნეული. საზოგადოების ნაწილში მათმა გააქტიურებამ გადამეტებული შფოთვა გამოიწვია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის რბილი ძალა საქართველოში ბევრი ობიექტური ფაქტორით არის შეზღუდული, რომელთაგან უმთავრესი დასავლურ მოდელთან შედარებით რუსული მოდელის არაკონკურენტუნარიანობაა. ამის მიზეზები კი, მათ შორის, საკუთრივ რუსეთში პოლიტიკური პარტიების სისუსტე, სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი მედია და ნაკლებად განვითარებული, მუდმივი რეპრესიების რეჟიმში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებია. პრინციპულად შეუძლებელია სხვა ქვეყანაში განავითარო ის ინსტიტუტები, რომლებიც შენთან განიცდიან კრიზისს და, შესაბამისად, აღნიშნული აქტორების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმთავითვე ლიმიტირებულია.

დასკვნა

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში შეზღუდულია; მას უწევს, ერთი მხრივ, დასავლეთის რბილ ძალასთან კონკურენცია, ხოლო მეორე მხრივ – მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციისა და მასთან ხანგრძლივი პოლიტიკური კონფრონტაციის პირობებში ფუნქციონირება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ არსებულ რეალიებში მას არ ძალუძს გარდატეხის შეტანა საქართველოს მოსახლეობის განწყობებსა და ორიენტაციაში.

© ნეტგაზეთი

წყარო

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.