სამუშაო ანგარიში: მრგვალი მაგიდის დისკუსია: საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს “კავკასიურ სახლში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის შესახებ. ამჟამად, კავკასიური სახლი ატარებს კვლევას საქართველოს ჩრდილო კავკასიური პოლიტიკის შესახებ. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები სამ ძირითად სამიზნე ჯგუფთან: ოფიციალური პირები, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლებიდან, ექსპერტები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები პირები.

შეხვედრაზე კვლევის ავტორებმა, ლევან კახიშვილმა და ტატო ხუნდაძემ აუდიტორიას გააცნეს კვლევის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და წინასწარი ჰიპოთეზები. ავტორებმა ისაუბრეს საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის იმ განსხვავებული შეფასებების შესახებ, რომლებიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა. მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე აუდიტორიისგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება. სრული ტექსტი.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *