• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია ურბანული სახის ფორმირების პოლიტიზება
სტატიები

ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია ურბანული სახის ფორმირების პოლიტიზება

24.12.201834 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

In the Nature of Cities – წარმოადგენს ნიკ ჰეინენის (ჯორჯიის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი), მარია კაიკასა (ამსტერდამის უნივერსიტეტის სოციალურ და ბიჰევიორისტულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი) და ერიკ სვინგედოუს (მანჩესტერის უნივერსიტეტის გარემოს, განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესორი) ერთობლივ ნაშრომს, რომლის მიზანსაც ურბანულ დებატებში ბუნებისა და ეკოლოგიის საკითხების დაბრუნება და გადააზრება წარმოადგენს. ნაშრომი ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის ერთგვარ გზამკვლევია, სადაც ხდება იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პროცესების გაანალიზება, რომლებიც ახდენენ თანამედროვე ურბანული ლანდშაფტების ფორმირებას.
პოლიტიკური ეკოლოგიის სამი წამყვანი მკვლევრის მიერ შექმნილ ამ ნაშრომში გაერთიანებული სხვადასხვა ესსეები და ქეისები, ადასტურებს ურბანულ თეორიებში ეკოლოგიური დღის წესრიგის დაბრუნების სასიცოცხლო მნიშვნელობას, როგორც თანამედროვე ურბანიზაციის პროცესის გაგების, ისე გონივრული, გარემოზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვის კუთხით.

ნაშრომის ცენტრალურ საკითხია ის, თუ როგორ და რატომ ხდება ბუნების ურბანიზაცია, და რა როლს თამაშობს ამაში იმ უთანასწორო ძალების ურთიერთობები, რომელთა საშუალებითაც ხდება ეს სოციალურ-მეტაბოლისტური ტრანსფორმაციები.

მოცემულ თარგმანში შეგიძლიათ, გაეცნოთ ნაშრომის პირველი თავს – ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია (ურბანული გარემოს წარმოქმნის პოლიტიზირება). მთლიანი ნაშრომის ხილვა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია მოცემულ ბმულზე:

https://urbanforensics.files.wordpress.com/2012/09/inthenatureofcities.pdf

თარგმანი მომზადებულია კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა”.
თარგმნა დათო ნაროუშვილმა

ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია
ურბანული სახის ფორმირების პოლიტიზება
ნიკ ჰეიმენი, მარია კაიკა, ერიკ სვინგედოუ

სინამდვილეში, საკმაოდ ძნელია, გაარჩიო, სად იწყება „საზოგადოება“ და სად მთავრდება „ბუნება“… ფუნდამენტური არსით, ანალიზის შედეგად დავინახავთ, რომ არაფერია არაბუნებრივი ნიუ-იორკში.
(ჰარვი 1993:31, 28)

ურბანიზაცია, როგორც პროცესი, განსაზღვრავს ქალაქსა და სასოფლო დასახლებას, საზოგადოებასა და ბუნებას, “საწინააღმდეგოთა ერთიანობას“, რაც წარმოიქმნება ადამიანის ხანგრძლივი და კომპლექსური სოციალური ექსპერიმენტების შედეგად. ამავე დროს, „ცნობიერების ურბანიზაცია“, თავის მხრივ, განსაზღვრავს როგორც ბუნებას, ისევე სივრცეს.
(ფიცსიმონსი 1989:108)

„ქალაქი“, როგორც სიცოცხლის ფორმა, არის საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთობის სპეციფიკური, ისტორიულად განვითარებული რეგულაციების მოდელი… ურბანული ბრძოლა, ძირითადად, წარმოადგენს სოციო-ეკოლოგიურ ბრძოლას, ვინაიდან ის ყოველთვის შეეხება საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთობის სოციალურ და მატერიალურ რეგულაციებსა და სოციო-კულტურულ სიმბოლიზაციას.
(ჯანი 1991:54 – თარგმანი კეილი 1995)


შესავალი

1998 წლის ზაფხულში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური „ფინანსური ბუშტი“ გასკდა. გლობალური კაპიტალი ქაოსურად მიედინებოდა ერთი ადგილიდან მეორეში, ტოვებდა რა ქალაქებს (როგორიცაა ჯაკარტა) სოციალურ და ფიზიკურ ნაგავსაყრელებად, სადაც ათასობით დაუმთავრებელი ცათამბჯენი „ამშვენებდა“ ქალაქურ ლანდშაპტებს მაშინ, როდესაც ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, ქალები და ბავშვები დაეხეტებოდნენ ქუჩებში გადარჩენისთვის საბრძლოველად. ამავდროულად, „ელ ნინიო“-ს (ეკვატორული თბილი დინება) დამანგრეველი ეფექტი მოჰქონდა რეგიონისთვის. ბეტონის დაუმთავრებელ, უფუნქციო მშენებლობებში წარმოქმნილი უმოქმედო წყლის ტბორები, (რომლებიც ერთ დროს დიდ ეკონომიკურ აღმავლობასა და კაპიტალის აკუმულაციას უქადდა ინდონეზიას), იქცა სასათბურე ადგილად მწერების ეპიდემიური გამრავლებისთვის. მალარია და დენგეს ციებ-ცხელება უცაბედად „შეუამხანაგდნენ“ უმუშევრობასა და სოციალურ-ეკოლოგიურ ქაოსს ქალაქის ლანდშაპტის ფორმირებაში. გლობალური კაპიტალი „გაერთიანდა“ გლობალურ კლიმატთან, რათა ადგილობრივი ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და სოციო-ეკოლოგიურ პირობებთან ერთად, ხელახლა ჩამოეყალიბებინა ჯაკარტის ურბანული სოციო-ეკოლოგიური გარემო აბსოლუტურად რადიკალური და ქაოსური გზით.
ეს მაგალითი არის ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი, რომლიც ნათლად აჩვენებს, რომ ქალაქი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული სოციალურ-სივრცითი პროცესების ერთობას, რომელიც ერთდროულად არის ლოკალური და გლობალური, ადამიანური და ფიზიკური, კულტურული და ორგანული. ის მრავალრიცხოვანი ტრანსფორმაციები და მეტაბოლიზმი, რაც ხელს უწყობს და ინარჩუნებს ურბანულ ცხოვრებას, როგორიცაა, მაგალითად: წყალი, საკვები, კომპიუტერები თუ ჰამბურგერები, ყოველთვის აერთიანებს მუდმივად ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ და სოციალურ პროცესებს (ლატური 1993: ლატური და ჰერმანი 1998; სვინგედოუ 1999).

მსოფლიო განუწყვეტელი სისწრაფით უახლოვდება მდგომარეობას, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში და მეგა-ქალაქებში. თუმცა საკვირველია, რომ გარემოს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მზარდ ლიტერატურაში ურბანული გარემო ხშირად უარყოფილი ან მივიწყებულია და მთელი ყურადღების ფოკუსირება ხდება ისეთ „გლობალურ“ საკითხებზე, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის საფარის შემცირება (დეფორესტაცია), გაუდაბნოება და ა.შ. ამავდროულად, ურბანულ სწავლებასთან დაკავშირებული ლიტერატურის დიდი ნაწილი სიმპტომატიურად უტყვია იმ ფიზიკურ და გარემოსთან დაკავშირებულ ბაზისებთან მიმართებაში, რომელსაც ეყრდნობა ურბანული პროცესი. პოლიტიკური ეკოლოგიის მზარდ ლიტერატურაშიც კი (მაგალითად ვოლკერი 2005), ნაკლები ყურადღება ეთმობა ქალაქს, როგორც სოციო-ეკოლოგიური ცვლილების პროცესს, მაშინ როდესაც გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებსა და „მდგრადი“ მომავლის შესახებ დისკუსიებში ხდება ბევრი ამ პრობლემის გამომწვევი ურბანული საფუძვლების სრული იგნორირება. მსგავსად ამისა, ურბანული გარემოს ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებულ ლიტერატურაშიც (რომელსაც ძირითადად დამგეგმარებლები და ურბანული პოლიტიკის შემქმნელები იყენებენ), ხშირად ვერ ხერხდება კაპიტალისტური ურბანიზაციის პროცესსა და სოციო-გარემოსდაცვითი უსამართლობის ანტინომიურ პარადიგმებს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობების გაცნობიერება და აღიარება (ვაითჰედი 2003). ეს ნაშრომი მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს ეს აკადემიური „უფსკრული“, მოხაზოს კრიტიკული აკადემიური და პოლიტიკური პროექტის კონტურები და წინა პლანზე წამოსწიოს ურბანული საკითხები, როგორც ფუნდამენტურად სოციო-გარემოსდაცვითი პროცესი.

ჩვენ შევეჯახეთ ორ ძირითად გამოწვევას, როცა ვცდილობდით ამ ინტელექტუალური პროექტის განხორციელებას. პირველი, აუცილებლობა იმისა, რომ მოვახდინოთ XX საუკუნის უბრანული თეორიების ცალსახად „სოციოლოგიური“ ბუნების გადააზრება. თუ ჩვენ დევიდ ჰარვის განცხადებას, რომ „არაფერია არაბუნებრივი ნიუ-იორკში“ მივიღებთ სერიოზულად, ეს გვიბიძგებს და გვაიძულებს, რომ გამოვიკვლიოთ XX საუკუნის ურბანული სოციალური თეორიები, რომლებსაც ყურადღების მიღმა დარჩათ ფიზიკური და ეკოლოგიური პროცესები. მაშინ, როდესაც გვიანი XIX საუკუნის ურბანული პერსპექტივები იყო გაცილებით სენსიტიური ეკოლოგიური იმპერატივების მიმართ, ეს შეხედულებები მომდევნო ათწლეულებში თითქმის მთლიანად გაქრა დისკურსიდან (ჩიკაგოს ურბანული სოციალური ეკოლოგიის სკოლის გამოკლებით). ბუნების დაბრუნება ურბანულ თეორიებში, შესაბამისად, არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ურბანული ანალიზის პროცესში და ასევე ურბანულ პოლიტიკურ აქტივიზმში. მეორე, გარემოსდაცვითი თეორიების უმრავლესობა გაუმართლებლად ტოვებს ყურადღების მიღმა ურბანიზაციის პროცესს, ერთი მხრივ, როგორც ბევრი გარემოსდაცვითი საკითხის უკან მდგარ მამოძრავებელ ძალას და მეორეს მხრივ, ქალაქს, როგორც ადგილს, სადაც სოციო-გარემოსდაცვითი პრობლემები ყველზე მძაფრად შეიგრძნობა. ამ პროცესების გამოკვლევა, განვითარების ეტაპზე მყოფი ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის ერთ-ერთ ცენტრალურ გამოწვევას წარმოადგენს.

ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის მთავარი მესიჯი ერთმნიშნელოვნად პოლიტიკურია. ქალაქების წარმოქმნაში სოციო-ეკოლოგიური პროცესების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ სოციო-გარემოსდაცვით პირობებს. პროგრესული თუ ემანსიპატორული პოზიციიდან ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია სვამს კითხვას, თუ ვინ ქმნის ამა თუ იმ სახის სოციო-ეკოლოგიურ კონფიგურაციებს და ვისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურბანული პოლიტიკურ ეკოლოგია შეეხება პოლიტიკური პროექტებს, რომლებიც თავისი არსით არიან რადიკალურად დემოკრატიულები იმ პროცესების ორგანიზების კუთხით, რომლებიც ქმნიან ჩვენს (ადამიანების და არაადამიანების) საცხოვრებელ გარემოს.

გამომდინარე იქიდან, რომ კაპიტალიზმის გლობალური თუ ლოკალური ფორმა სულ უფრო და უფრო მკვიდრდება სოციალურ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ არსებობს ბუნების უფრო მეტი ექსტერნალიზაციის მძლავრი ტენდენციები. კაპიტალის აკუმულირების კომპლექსური და, საბოლოო ჯამში, მოწყვლადი დამოკიდებულება ბუნების მიმართ განუწყვეტლივ ფართოვდება და ღმავდება. ბუნების აჩქარებული მეტაბოლისტური ტრანსფორმაციის შემჩნევა ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ურბანულ რელიეფზე შეიძლება, მისი, როგორც ფიზიკური ფორმის, ისე სოციო-ეკოლოგიური შედეგების თვალსაზრისით.

ამ შესავალ თავში ჩვენ შევეცდებით, მოვხაზოთ ამ ამბიციური ურბანულ–პოლიტიკურ–ეკოლოგიური (უპე – UPE) პერსპექტივის კონტურები. რასაკვირველია, ჩვენი პერსპექტივის ფილტრაცია ხდება ჩვენივე კრიტიკულ თეორიულ ლინზაში პოლიტიკური სენსიტიურობის გათვალისწინებით. პირველ ნაწილში ჩვენ გამოვიკვლევთ, თუ რამდენად არის ურბანიზაცია სოციო-მეტაბოლისტური ტრანსფორმაციების პროცესი და შევეცდებით, ავხსნათ, თუ რატომ არის აუცილებელი „ეკოლოგიურობის“ დაბრუნება ურბანულ თეორიებში, ერთის მხრივ, ქალაქის, როგორც პროცესის გასაგებად, და, მეორეს მხრივ, გააზრებული გარემოსდაცვითი პოლიტიკების საწარმოებლად. მეორე ნაწილი შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება და როგორ უნდა მოხდეს კრიტიკული თეორიების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ეკონომიკის, რეფორმულირება იმგვარად, რომ გარემო სერიოზულად იქნას აღქმული პოლიტიკურ ჭრილში. მესამე ნაწილი იკვლევს ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიიის შედეგებს და ხაზავს იმ კონტრიბუციების ჩონჩხს, რაც ახდენს ამ კოლექციის ბირთვის ფორმირებას. ჩვენ განვიხილავთ იმ ღრმად უთანასწორო ძალთა ურთიერთობას, რომელიც წარმოქმნის თანამედროვე „კიბორგ“ ქალაქებს. ცხადია, რომ ეს უთანასწორო და ზოგჯერ კანონს მიღმა ოპრესიული სოციო-ეკოლოგიური პროცესები წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. უამრავი სახის სოციო-ეკოლოგიური აქტივიზმი და მოძრაობები გაჩნდა, რომლებიც, ერთი მხრივ, გმობენ გარემოს ურბანიზაციის დომინანტურ ფორმებს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ მონახაზს ურბანული სახის ფორმირების ტრასნფორმაციისა და დემოკრატიზაციისთვის. შესავალი თავის ბოლო ნაწილში შევეხებით წიგნის სტრუქტურასა და კონტრიბუციების ძირითად ხაზებს.

ქალაქი როგორც სოციო-ეკოლოგიური პროცესი
ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში ადამიანისა და გარემოს ურთიერკავშირის შესახებ თეორიულმა კვლევებმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. კონკრეტულად კი მიდგომამ, რომელიც ცდილობს, გადალახოს ტრადიციულად დუალისტური (ბუნება/კულტურა) ლოგიკა და მასში ჩაბეტონებული მორალური ნორმები, ჩაანაცვლა ბინარული „ქალაქი vs ბუნება“ მიდგომა. ამ პროგრესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გააზრება იმისა, რომ კაცობრიობასა და ბუნებას შორის XVII საუკუნეში (გოლდი 1984) აღმართული „გამყოფი ზღუდე“ საგრძნობლად აბრკოლებდა გარემოსდაცვითი საკითხების გაგებასა და გამოკვლევას. ამასთან დაკავშირებით, სვინგედოუ (1999:445) ამბობს, რომ: „თანამედროვე სწავლულები სულ უფრო და უფრო მეტად იაზრებენ, რომ ბუნებრივი თუ ეკოლოგიური პროცესები სოციალური პროცესებისგან დამოუკიდებლად არ ვითარდება და, რომ არსებული სოციო-ბუნებრივი პირობები ყოველთვის წარმოადგენდენ მანამდე არსებული კონფიგურაციების კომპლექსური ტრანსფორმაციების შედეგებს, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად ბუნებრივის და სოციალურის ნაზავს წარმოადგენენ“. ეს, რა თქმა უნდა, უკვე გაცნობიერებული იყო მარქსის მიერ 150 წლის წინ, და მხოლოდ ახლახანს მოხვდა ხელახლა დამსახურებული ყურადღების ცენტრში, როგორც მარქსისტების, ისე არამარქსისტების ფოკუსში (პულიდო 1996; ვატმორი 2002; ასევე იხილეთ სვინგედოუ). როგორც ჩანს, შეხედულება იმის შესახებ, რომ ყველა სახის გარემო სოციალურადაა წარმოებული, არც ისე ახალია, თუმცა ეს იდეა ტოვებს დიდ სივრცეს გამოკვლევისთის, დისკუსიისა და ილუსტრირებისთის. მის ცნობილ ნაშრომში, სმიტი (1984: xiv) აღნიშნავს:
„რაც ჩვენ ხშირად გვაწუხებს ხოლმე ბუნების წარმოების იდეასთან მიმართებაში, არის ის, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანისა და ბუნების გაყოფის კონვენციურ, ხელშეუხებელ მიდგომას და ამას აკეთებს ღიად და ურცხვად. ჩვენ მიჩვეულები ვართ აღვიქვათ ბუნება, როგორც საზოგადოებისგან განცალკევებული, უძველესი, პრე-ადამიანური უნივერსალია, რომელშიც ადამიანები წარმოადგენენ უბრალო ჭანჭიკებს. მაგრამ ჩვენი კონცეფციები და წარმოდგენები ფეხს ვეღარ უწყობენ ჩვენს რეალობას. კაპიტალიზმია სწორედ ის, ვინც გულმხურვალე ენთუზიაზმით ებრძვის ამ მემკვიდრეობით მიღებულ გაყოფას ბუნებასა და ადამიანს შორის, და ამას უფრო სიამაყით აკეთებს, ვიდრე სირცხვილით“.

მიუხედავად იმისა, რომ „გარემოსდაცვითი“ საკითხები ხშირად უგულებელყოფილი იყო ურბანულ სწავლებაში, ის ყოველთვის ცენტრალურ როლს იკავებდა ურბანულ ცვლილებებსა და ურბანულ პოლიტიკაში. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, ბევრი ადამიანი წუხდა ადრეული ქალაქების „არამდგრად“ ხასიათზე და გვთავაზობდა სხვადასხვა გამოსავალსა და გეგმას, რომლებსაც უნდა შეემცირებინათ ურბანული ცხოვრებისთის დამახასიათებელი სოციო-გარემოსდაცვითი დისტოპიები. ფრიდრიხ ენგელსი (1987 [1845]) XIX საუკუნის შუა ხანებში უკვე აღნიშნავდა, თუ როგორ უკავშირდებოდა ინგლისის დიდ ქალაქებში არსებული მძიმე სანიტარული და ეკოლოგიური პირობები ინდუსტრიული ურბანიზაციის კლასობრივ ხასიათს. უფრო მოგვიანებით, რეიმონდ ვილიამსმა თავის ნაშრომში „The Country and the City” (ვილიამსი 1985 [1973]) წერდა, რომ ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია და მასთან დაკავშირებული სოციალური ურთიერთობები განუყრელ კავშირშია ურბანიზაციის პროცესთან. ნამდვილად, ურბანიზაციის პროცესი ეფუძნება სოციო-სივრცითი ურთიერთობების კონკრეტულ წყებას, რომელიც წარმოქმნის „ეკოლოგიურ ტრანსფორმაციას, რომელიც საჭიროებს ამ ურთიერთობების მუდმივ კვლავწარმოქმნას, რათა მოხდეს მისი შენარჩუნება“ (ჰარვი 1996:94). ქალაქების წარმოქმნა სოციო-გარემოსდაცვითი ცვლილებების საშუალებით გვაძლევს ახალი ურბანული „ბუნების“ უწყვეტ წარმოებას, ახალ ურბანულ, სოციალურ და ფიზიკურ გარემო პირობებს (კრონონი 1991). ყველა ეს პროცესი ხდება ძალაუფლების ისეთ სამყაროში, სადაც სოციალური აქტორები იღწვიან, დაიცვან და შექმნან საკუთარი გარემო კლასობრივ, ეთნიკურ, რასობრივ ან/და გენდერული კონფლიქტების და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ჭრილში (დეივისი 1996).

ქალაქებსა და ბუნებას შორის უერთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ბუნების დამცველი სოციალური თეორიტიკოსებისა და სოციალურად მოაზროვნე გარემოს დამცველი თეორიტიკოსების კამათისა და დავის საგანი. უბრანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც პროცესი, სადაც ერთი სახის გარემო, მოხსენიებული, როგორც „ბუნებრივი“ გარემო, იცვლებოდა ან უფრო ხშირად შთაინთქმებოდა უფრო უხეში და უსაიამოვნო „სამშენებლო“ გარემოთი. ბუკჩინი (1979:26) ავითარებს ამ მოსაზრებას და გვთავაზობს შემდეგს – „თანამედროვე ქალაქი წარმოადგენს ბუნებრივის სინტეთიკურით, ორგანულის არაორგანულით (ცემენტი, მეტალი, მინა), მრავალხმრივი სტიმულების პრიმიტიულით უხეში, რეგრესული ხელყოფის პროცესს.“ ქალაქის პოზიციონირება, ამ შემთხვევაში, ხდება, როგორც ბუნების ანტითეზა, ორგანულის შეპირისპირება ხდება ხელოვნურთან, და ამ პროცესში ხდება ნორმატიული იდეალების შემოტანა ბუნების მორალურ წესრიგში.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურბანულ გარემოსდაცვით ლანდშაფტს ოქსიმორონად მიიჩნევს, ჯეიკობსი (1992 [1961]:443), დიდი ხნის წინ უკვე გვთვაზობდა, რომ ურბანული გარემო „ისეთივე ბუნებრივია, როგორც პრერიის ძაღლების ან ხამანწკების კოლონა“. დევიდ ჰარვი ამტკიცებს, რომ არაფერია თავისთავად არაბუნებრივი ნიუ-იორკში, იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ ადამიანის შემოქმედება არ შეიძლება, ეკოსისტემის ფუნქციონირებისგან განცალკევებულად დავინახოთ (ჰარვი 1996:186). ჰარვის აზრით (ჰარვი 1996:187), „არათანმიმდევრულია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი ამ სამყაროში უკავშირდება სხვა ყველაფერს, როგორც ამას ხშირად ეკოლოგისტები გვთავაზობენ, და ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი გარემო და მასში არსებული უბრანული სტრუქტურები რატომღაც ამის მიღმაა. ეს წინააღმდეგობაში მოდის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მსჯელობასთან. ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ვცილდებით ურბანიზაციის პროცესის ენვირომენტისტულ-ეკოლოგიური ანალიზის ინტერგაციულ გაგებას.“ შესაბამისად, ამ მიდგომიდან შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ არაფერია არაბუნებრივი ხელოვნურად წარმოქმნილ ისეთ გარემოში, როგორიცაა ქალაქი, დამბებში მოქცეული მდინარე, ირიგაციული სისტემები მინდვრებზე და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმის გააზრებიდან, რომ წარმოქმნილი გარემო წარმოადგენს სოციო-ენვირომენტისტული პროცესების სპეციფიურ ისტორიულ შედეგს. ეს სცენარი შეგვიძლია, შევაჯამოთ მარტივად იმის განცხადებით, რომ ქალაქები შენდება ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, სოციალურად წარმართული ბუნებრივი პროცესების საშუალებით.

ლეფევრის მოსაზრება „მეორე ბუნების“ კონცეფციაზე, აყალიბებს ხშირად მივიწყებულ პლატფორმას, საიდანაც შესაძლებელია ურბანული გარემოს სოციალური პროდუქციის ანალიზი. ლეფევრი (1976:15) გვთავაზობს:
„ბუნება, რომელიც, ერთი შეხედვით, ნადგურდება, ხელახლა რეკონსტრუირდება სხვა დონეზე, „მეორე ბუნების“ დონეზე, ანუ ქალაქებისა და ურბანიზაციის სახით. ქალაქი, ანტი-ბუნებრივი თუ არა-ბუნებრივი, თუმცა მაინც როგორც ბუნების სახე (მეორე ბუნება), წარმოადგენს მომავლის სამყაროს, საყოველთაო ურბანიზაციის სამყაროს. ბუნება, როგორც სივრცეში გაფანტული განსაკუთრებულობების ერთობა, თანდათან კვდება. ის უთმობს გზას ხელოვნურად წარმოქმნილ ურბანულ ბუნებას. ქალაქი, განსაზღვრული, როგორც დაგეგმილისა და მოულოდნელის ერთობლიობა, მასაშასადამე, წარმოადგენს ყოველივე სოციალურად არსებულის ერთდროულობას.“
მაშინ, როდესაც ლეფევრის მეორე ბუნების კონცეფცია შესაძლოა, რაღაცის მხრივ უარს ამბობს ქალაქის ისეთ თანდაყოლილ „ბუნებრივ“ მახასიათებლებზე, როგორებიცაა – წყალი, მცენარეული საფარი, ჰაერი და ა.შ. ის განსაზღვრავს ურბანულ გარემოს, როგორც აუცილებლად სოციალურად წარმოქმნილსა და, შესაბამისად, ეს ხელს უწყობს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების იმ კომპლექსური ნაზავის გაგებას, რომელიც ახდენს ურბანული ლანდშაფტის ფორმირებასა და რე-ფორმირებას. ამას გარდა, ლეფევრისთვის (ასევე ჰარვისა და მერიფილდისთვის (2002)), ქალაქი წარმოადგენს კაპიტალისტური, „მოდერნული“ სოციალური ურთიერთობების ცენტრალურ გამოვლინებას და ასევე უფრო ფართო (ხშირად გლობალური) სოციო-ეკოლოგიური ურთიერთობების განსახიერებას, რომელშიც წარმოიქმნება თანამედროვე ცხოვრების სტილი, მატერიალურად და კულტურულად.
მაშინ, როდესაც ისეთი ლანდშაფტის არქიტექტორები, როგორებიცა ოლმსტედი და ჰოვარდი, ხშირად მიიჩნევიან ურბანული ბუნებრივი ლანდშაფტების „შემოქმედებად“, ურბანული ბუნების მეტაბოლიზაციას ისეთივე გრძელი ისტორია აქვს, როგორც თავად ურბანიზაციას (ოლმსტედი 1895). ამასთან დაკავშირებით, განდი (Gandy 2002:2) გვთავაზობს შემდეგს: „ბუნებას აქვს სოციალური და კულტურული ისტორია, რამაც გაამდიდრა ურბანული გამოცდილება უამრავი მიმართულებით. ურბანული სივრცის დაგეგმვა, გამოყენება და არსი მოიცავს არსებული ბუნების ტრანსფორმაციას ახალ სინთეზად“. თუმცა, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ ურბანული სინთეზის უთანასწორო და პლიტიზებული ბუნების გაგება.

კაპიტალისტურ ქალაქებში „ბუნება“ ძირითადად იღებს სამომხმარებლო საქონლის სოციალურ ფორმას. მიუხედავად იმისა, ჩვენ განვიხილავთ მინას თუ წყალს, ფორთოხალს, თუ შენობებში გამოყენებულ მეტალსა და ბეტონს, ეს ყოველივე განისაზღვრება კაპიტალისტური და ბაზარზე ორიენტირებული სოციალური ურთიერთoბების ქვეშ არსებული მეტაბოლური პროცესების სოციალური მობილიზაციით. ეს სამომხმარებლო ურთიერთობები ნიღბავს და მალავს დომინაცია/სუბორდინაციისა და ექსპლოატაცია/რეპრესიის იმ რთულ სოციო-ეკოლოგიურ პროცესებს, რომლებიც კვებავენ კაპიტალისტურ ურბანიზაციულ პროცესებს და აქცევენ ქალაქებს ისეთ სოციო-ბუნებრივ პროცესებად, რომლებიც გადაჭიმულია უახლოესი გარემოდან მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებამდე. და, მართლაც, ცალსახად თვალნათელი მომხმარებლური მიდგომა ბუნებისადმი, რისი საძირკველიცაა ბაზარზე-დაფუძნებული საზოგადოება, არა მხოლოდ ბუნდოვანს ხდის მასში არსებულ სოციალურ ძალთა ურთიერთობებს, არამედ ხელს უწყობს მეტაბოლური, ტრანსფორმირებული და სამომხმარებლო საქონლად ქცეული ბუნების მუდმივი ნაკადის წარმოდგენას იმდაგვარად, როცა ის გათიშულია მისი შეუცვლელი ფუნდამენტისგან, რაც არის ბუნების ტრანსფორმაცია (Katz 1998). რომ შევაჯამოთ, ქალაქის გარემო (ორივე – სოციალური და ფიზიკური) არის ბუნებრივი გარემოს ურბანიზაციის ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესების შედეგი (სვინგედოუ და კაიკა 2000).

ურბანული გარემოს წარმოქმნა
ურბანული გარემოს სოციალური და მატერიალური წარმოქმნის მნიშვნელობა ბოლო ხანს გახდა ისტორიულ-გეოგრაფიული მატერიალისტებისა და რადიკალური გეოგრაფიის ინტერესის საგანი (ბენტონი 1996; ბრაუნი და კასტრი 1998; კასტრი 1995; კასტრი და ბრაუნი 2001; განდი 2002; გრანდმენი 1991; ჰარვი 1996; ჰიუგი 2000; კეილი და გრაჰამი 1998; სმიტი 1984; სვინგედოუ 1996; 2004 ა,ბ; დესფორი და კეილი 2004). ეს ნიშნავს მნიშნელოვან გადასვლას აგრაგრული ფოკუსიდან ბუნებრივი გარემოს ისტორიაზე (იხ. ვორსტერი 1993). მაშინ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი მოცულობა ლიტერატურისა, რომელიც კონცენტრირდება ურბანულ გარემოს ისტორიაზე (იხ. ტარი 1996; ჰარლი 1997; მელოსი 2000), ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია უფრო მკვეთრად გვაჩვენებს, რომ ის მატერიალური პირობები, რომელიც ადგენს ურბანულ გარემოს, არის კონტროლირებადი, მანიპულირებული და ემსახურება ელიტის ინტერესებს მოსახლეობის მარგინალიზაციის ხარჯზე (სვინგედოუ 2004). ეს პირობები, თავის მხრივ, არ არის დამოუკიდებელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისაგან და იმ კულტურული კონსტრუქციებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ „ურბანულსა“ და „ბუნებრივს“ (კაიკა და სვინგედოუ 1999; კაიკა 2005).

სოციო-ეკოლოგიური ურთიერთობების ურთიერთდაკავშირებული ქსელი, რომელიც ქმნის მკვეთრად უთანასწორო ურბანულ გარემოს და ასევე აყალიბებს გეოგრაფიული განვითარების უთანასწორო ფორმებს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, იქცა იმ ცენტრალურ მოედნად, რომელზეც ხდება პოლიტიკური პროცესების კრისტალიზაცია და საზოგადოების მობილიზაცია. ამ პროცესების გამოკვლევა მოითხოვს გადაუდებელ თეორიულ/აკადემიურ ყურადღებას. მსგავსი პროექტი მოითხოვს ფიზიკური და ბიო-ქიმიური პროცესების გაგებასა და მათდამი სენსიტიურ მიდგომას. სინამდვილეში, სწორედ ეს „ბუნებრივი“ მეტაბოლიზმი და ტრანსფორმაციები გახდა დისკურსულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მობილიზებული და სოციალურად აპრობირებული, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც თავის თავში ასახავს საზოგადოებრივი ძალების პოზიციებს. მარტივად რომ ვთქვათ, გრავიტაცია ან თუნდაც ფოტოსინთეზი არ წარმოადგენს სოციალურად წარმოქმნილს. თუმცა, მათი ძალებისა და შედეგების მობილიზება ხდება გარკვეული ბიო-ქიმიური და ფიზიკურ-მეტაბოლური საშუალებებით, რათა ემსახურონ კონკრეტულ მიზნებს; ხოლო ეს მიზნები, თავისთავად, დაკავშირებულია სხვადასხვა სტრატეგიებთან, რომლებიც მიზნად ისახავენ, შეინარჩუნონ ან შექმნან გარკვეული პოზიციონალურობა და გამოხატონ სოციალური ძალების გეომეტრიული ცვლილებები და კავშირები. მეტაბოლური პროცესების ამგვარი სოციალური მობილიზაცია, რა თქმა უნდა, წარმოქმნის აშკარა სოციო-ბუნებრივ სირთულეებს. ამ ნაშრომის მიზანია, რომ განიხილოს სწორედ ბუნების მობილიზაცია და ტრანსფორმაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები, რომლებიც წარმოქმნიან ახალ სოციო-ბუნებრივ პირობებს. როჯერ კეილმა (2003:724) მოახდინა ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის (UPE) შეჯამება შემდეგნაირად:

„უპე-სთან დაკავშირებული ლიტერატურა ხასიათდება მკვეთრად კრიტიკული მიდრეკილებით; კრიტიკული, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ურბანული ბუნებრივი გარემოს პრობლემების სფეციფიური ანალიზის დაკავშირებას უფრო ფართო სოციო-ეკოლოგიურ საკითხებთან. ეს კი მოითხოვს, ყველაზე მინიმუმ, მცირე დოზას რადიკალური და კრიტიკული სოციალური თეორიებისა. შესაბამისად, არ არის შემთხვევითი ის, რომ უპე-ს დამწყებ დისციპლინას აქვს თავისი ფესვები ფუნდამენტური სოციალური კრიტიკის ინტელექტუალურ ტრადიციებში: ეკო-მარქსიზმი, ეკო-ფემინიზმი, ეკო-ანარქიზმი და ა.შ. თუმცა, ამავდროულად, ის დავალებულია ნეო-პლურალისტულ რადიკალურ დემოკრატიულ პოლიტიკასგანაც, რომელიც მოიცავს საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთობის განთავისუფლებას კაცობრიობის განთავისუფლების ზოგადი პროექტის ჭრილში.“

ბუნება და კაცობრიობა – ერთდროულად არის სოციალური და ისტორიულო, მატერიალური და კულტურული (სმიტი 1996; 1998; კასტრი 1995; ჰარვი 1997). მაშინ, როდესაც ურბანული გარემოს პირობებში მომხდარი ცვლილებების გაგება პოლიტიკურ-ეკოლოგიური კვლევის ცენტრალურ ნაწილს იკავებს, მათი განხილვა უნდა მოხდეს იმ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობების კონტექსტში, რომელიც იწვევს ამ ურბანული გარემოს ცვლილებას. შესაბამისად, საჭიროა, რომ მოხდეს ფოკუსირება იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც იწვევენ უთანასწორობას და არა იმ უთანასწორობაზე, რომელიც ამ სოციალური პროცესების შედეგად წარმოიქმნება (სვინგედოუ და კაიკა 2000). გარემოს მატერიალურად წარმოქმნა აუცილებლად გაჟღენთილია ხოლმე გარემოსა და ბუნების შესახებ კონკრეტული დისკურსებისა და გაგებების (თუ არა იდეოლოგიების) მობილიზაციით.

ბუნების სოციალური მითვისება და ტრანსფორმაცია, წარმოქმნის ისტორიულად სპეციფიკურ სოციალურ და ფიზიკურ ბუნებას, რომელიც შთაგონებულია სოციალური ძალების ურთიერთკავშირით (სვინგედოუ 1996). ისეთი რაღაცები, როგორიცაა საქონელი, ქალაქები, სხეულები, წარმოადგენენ სოციო-მეტაბოლურ პროცესებს, რომლებიც წარმოების პროცესში თავად მოიხმარენ და წარმოქმნიან სხვა რაღაცებს. სოციალური არსებები აუცილებლად წარმოქმნიან რაღაც გარემოს, როგორც შედეგს იმ სოციო-ფიზიკური პროცესებისა, რომლებიც, თავის მხრივ, განისაზღვრებიან პოლიტიკური ძალების მრავალმხრივი ურთიერთობებითა და გამოხატავენ კულტურული გაგებების მრავალფეროვნებას. (ჰარვი 1991: 1997). დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია ჩაშენებულია სოციალური, კუტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების სერიებში, რომლებიც ერთად იყრის თავს გეოგრაფიული კონფიგურაციების ისეთ მკვეთრ, თუმცა შინაგანად არამდგრად, გამოხატულებებში, როგორიცაა სივრცითი კავშირები და გეოგრაფიული გრადაციები. მართლაც, ურბანული სოციო-ეკოლოგიური პირობები ინტიმურადაა დაკავშირებული იმ სოციო-ეკოლოგიურ პროცესებთან, რომლის ოპერირებაც ხდება უფრო ფართო, ხშირად გლობალურ, სივრცეში.

ენგელსი (1940:45) სოციო-ეკოლოგიური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელ კომპლექსურობაზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ „როცა ჩვენ განვიხილავთ და ვსაუბრობთ ბუნებაზე ზოგადად… თავდაპირველად ჩვენ ვხედავთ კავშირებისა და რეაქციების საკმაოდ ჩახლართულ სურათს, მიმოცვლებსა და კომბინაციებს, სადაც არაფერი რჩება ისეთივე, იქ და იმდაგვარად როგორც იყო, არამედ ყველაფერი მოძრაობს, იცვლება, ჩნდება და ქრება“. „მეტაბოლიზმის“ იდეა წარმოადგენს მარქსის მიდგომის ცენტრალურ მეტაფორას, ადამიანისა და ბუნებას შროს არსებული იმ დინამიური ურთიერთობის ანალიზისას, რომელიც იწვევს ენგელსის მიერ აღწერილ ჩახლართულ და უსიამოვნო სურათს. ყველაზე ფართო გაგებით, „შრომა“ არის დანახული, როგორც სპეციფიკურად ადამიანური ფორმა, რომლის საშუალებითაც ხდება მეტაბოლური პროცესების მობილიზება და ორგანიზება (ამასთან დაკავშირებით იხ. სვინგედოუ). ეს სოციო-ბუნებრივი მეტაბოლიზმი წარმოადგენს ბაზისს მარქსისთვის და შესაძლებლობას სოციო-გარემოსდაცვითი ისტორიისთვის, რომელშიც ადამიანისა და არა-ადამიანის ბუნების ტრანსფორმირება ხორციელდება. იმდენად, რამდენადაც შრომა წარმოადგენს უნივერსალურ წინაპირობას ადამიანის ბუნებასთან მეტაბოლური ურთიერთობისთის, გარკვეული სოციალური კავშირები, რომელთა საშუალებითაც ბუნების ეს მეტაბოლიზმი ხორციელდება, აყალიბებენ ამ მეტაბოლური კავშრების ფორმას. ცხადია, ყველა მატერიალისტური მიდგომა ამტკიცებს, რომ „ბუნება“ არის სოციალური ცხოვრების „მეტაბოლიზმის“ განუყოფელი ნაწილი. სოციალური კავშირები ყალიბდება „ბუნებრივი“ გარემოს მეტაბოლიზაციის პროცესით და პროცესში და ახდენს ორივეს – საზოგადოებისა და ბუნების გარდაქმნას.

კაპიტალისტური სოციალური ურთიერთობების პირობებში გამოყენებითი ღირებულების მეტაბოლური წარმოქმნა ხორციელდება კონტროლის, მფლობელობისა და მითვისების სპეციფიკური სოციალური ურთიერთობების საშუალებით და სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის (როგორც მეტაბოლიზებული სოციო-ბუნების ფორმა) ბუნებისა და შრომის მობილიზაციის კონტექსტში (ხშირად უკვე მეტაბოლიზებული), იმ იმედით, რომ მოხერხდება არსებული გაცვლითი ღირებულების რეალიზაცია. კაპიტალის ბრუნვა, როგორც მოძრავი ღირებულება, არის სოციო-ბუნების კომბინირებული მეტაბოლური ტრანსფორმაცია, რომელიც ფულის მიმოქცევით ხორციელდება და აერთიანებს კაპიტალისა და სამუშაო ძალის მობილიზაციას. ახალი სოციო-ბუნებრივი ფორმები განუწყვეტლივ წარმოიქმნება, როგორც მომენტები და საგნები ამ მეტაბოლურ პროცესში (იხ. გრანდმენი 1991; ბენტონი 1996; ბარკეტი 1999; ფოსტერი 2000). მაშინ, როდესაც ბუნება უზრუნველყოფს ბაზისს, სოციალური ურთიერთობების დინამიკა წარმოქმნის ადამიანისა და ბუნების ისტორიას. განვიხილავთ ჩვენ დამბების შექმნას, ურბანული პარკის გაშენებას, მდინარეების რეინჟინერიზაციას, დნმ-ის კოდების ტრანსფიგურაცის, ტრანსგენური კიბორგული სახეობების შექმნას, როგორიცაა კლონირებული ცხვარი დოლი, თუ ცათამბჯენების მშნებელობას, ყველა მათგანი ადასტურებს კონკრეტული სოციალური ურთიერთობების არსებობას, რომელთა საშუალებითაც ხდება სოციო-ბუნებრივი მეტაბოლიზმის ორგანიზება. სოციო-ეკოლოგიური „მეტაბოლიზმი“, შესაბამისად, იქნება ერთ-ერთი ცენტრალური მატერიალური და მეტაფორული ტროპი, რომელიც მისცემს მიმართულებას კონკრეტული შემთხვევის შესწავლასა და ამ ნაშრომში წარმოდგენილ სხვადასხვა ტიპის ანალიზს.

პოლიტიკური ეკოლოგია, მაშასადამე, „აერთიანებს ეკოლოგიისა და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს. ერთიანობაში ეს მოიცავს მუდმივად ცვალებად დიალექტიკას საზოგადოებასა და მიწასთან დაკავშირებულ რესურსებს შორის, ასევე თავად კლასებს შიგნით და თავად საზოგადოებაში არსებულ ჯგუფებს შორის“ (ბლეიკი და ბრუკფილდი 1987:17). გარდა ამისა, შმინკი და ვუდი (1987:39) გვთავაზობენ, რომ პოლიტიკური ეკოლოგია უნდა იქნას გამოყენებული იმის ასახასნელად, „თუ როგორ განსაზღვრავენ ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები იმას, თუ როგორ ხდება ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია“. მაშინ, როცა ეს ფართო დეფინიციები გვაძლევენ მყარ საფუძველს, რომელზე დაფუძნებითაც შეგვიძლია ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის გაგება, ეს კონცეფციები მოითხოვენ დამატებით მუშაობასა და გაფართოებას (იხ. ფორსაიტი 2003). ურბანიზაციის პროცესი, როგორც ის გამოიყენება გეოგრაფიული კვლევების უმეტესობაში, ხშირად მიდრეკილია, ითამაშოს უკანა ფონის როლი სხვა სივრცით და სოციალურ პროცესებში. მაშინ, როდესაც გარკვეული სამუშაოები იქნა გაწეული, შეზღუდული ურბანული ბუნებრივი რესურსების სივრცითი გადანაწილების გასაგებად (განდი 2002; სვინგედოუ 2004ა), არ არსებობს ჩარჩო სტრუქტურა, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება, სისტემატურად მივუდგეთ უთანასწორო ურბანულ სოციო-ეკოლოგიურ საკითხებს, რომლებიც ცალსახად უკავშირდება ურბანული კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ ისეთ სივრცით მოდელს, რომელიც უკავშირდება გარემო სივრცის გადანაწილებას კომფორტისა და კეთილმოწყობის მიხედვით. მსგავსი თეორიული ჩარჩოს არსებობა იქნება მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ სოციალური პროცესების, მატერიალური მეტაბოლიზმისა და სივრცითი ფორმების ჩახლართული კვანძების გახსნის დასაწყებად, რომლიც აყალიბებს თანამედროვე ურბანულ სოციო-ბუნებრივ ლანდშაფტს (სვინგედოუ და ჰეინენი 2003). ეს ნაშრომი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია, როგორც თეორიული პლატფორმა, იმ კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული სოციო-ეკოლოგიური პროცესების გამოსაკვლევად, რომელიც მიმდინარეობს ქალაქებში (აგრეთვე იხილეთ კაიკა 2005).

ბუნების ურბანიზაცია, სოციო–ეკოლოგიური სამართლიანობა და უთანასწორო გეოგრაფიული განვითარება
უბრანული გარემოს სინთეტიკური გაგების მცდელობის კვალდაკვალ უნდა აღინიშნოს, რომ ურბანული ცვლილებების სოციალური ფორმები წარმოადგენდა ურბანული გეოგრაფიული კვლევების მთავარ ინტერესს (გობერი 1991). თუმცა, ეს ნაშრომი უარყოფს ფაქტს, რომ ურბანული სოციო-ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისთვის დამახასიათებელ არათანაბარი დეგრადაციის პროცესს ასევე თავისი წვლილი შეაქვს ურბანული სივრცის ეკოლოგიური ფორმების ცვლილების უფრო ფართო პროცესში. მაშინ, როდესაც გარემო პირობების (ორივე – სოციალური და ფიზიკური) ხარისხი შესაძლოა, გაუმჯობესდეს ზოგიერთ ადგილებში და ზოგიერთი ადამიანისთვის უფრო ხშირად ეს იწვევს სოციალური და ფიზიკური პირობების დეგრადირებას სხვა ადგილებსა და სხვა ადამიანებისთვის (პიტი და ვოტი 1996; კეილი და გრაჰამი 1998; ლეიტური და კირბი 1994), როგორც ქალაქებში, ისევე ქალაქებსა და სხვა მოშორებულ ადგილებს შორის. ურბანული გარემოს წარმოებისთვის დამახასიათებელ არათანაბარ გეოგრაფიულ პროცესებზე ყურადღების კონცეტრირება წარმოადგენს ერთგვარ კატალიზატორს სოციო-ეკოლოგიური ურბანიზაციის უკეთესად გაგებისთვის.

სოციალური სამართლიანობის საკითხები ასევე ცხადად დამკვიდრდა ეკოლოგიურ სწავლებებში, ყველაზე თვალსაჩინოდ კი გარემოსდაცვითი სამართლიანობის მოძრაობის კონტექსტში. (ვენცი 1988; ბულარი 1990; სზაზი 1994; დობსონი 1999). როგორც შედეგი იმ პოლიტიკური მობილიზაციისა, რომელიც ხდებოდა სხვადასხვა გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, დამკვიდრდა ეკოლოგიური სამართლიანობის შესახებ ლიტერატურა, რომელიც განვითარდა პოლიტიკური პრაქტიკის საშუალებით და რომელიც ფოკუსირებას აკეთებდა, როგორც გარემოსგან მიღებული სარგებლის, ასევე მისგან მომდინარე ზიანის უთანასწორო გადანაწილებაზე ეკონომიკურად/პოლიტიკურად მარგინალიზებულ ადამიანებზე. რადგანაც ეს მომდინარეობს პრაქტიკიდან, თეორეტიკულად მოტივირებული აკადემიური კვლევებისგან განსხვავებით, ის გვთავაზობს საკმაოდ განსხვავებულ ჭრილს ურბანული ადამიანური და ბუნებრივი კავშირების გასაანალიზებლად (იხ. ბულარი და ქეივისი 1993; დი ქირიო 1996). რადგანაც ეს იყო უფრო მეტად მოძრაობა, ვიდრე კვლევითი პროგრამა per se, ის განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო როგორც სოციალური სამართლიანობის, ასევე გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანების დიდი რაოდენობისთვის, შესაბამისად, ხდებოდა გადატანილი ბრძოლების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური სამართლიანობის შესახებ არსებული ლიტერატურის უმრავლესობა სენსიტიურია უთანასწორო სოციო-ეკოლოგიური პირობების ფორმირების პროცესში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების ურთიერთობების ცენტრალური როლის მიმართ (ვოლხი 2002; მაკდონალდი 2002), ის ხშირად ვერ ახერხებს იმის გააზრებას, თუ რამდენად ინტეგრარულია ეს ურთიერთობები კაპიტალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებისთვის. უფრო პრობლემატიურია ისიც, რომ ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობა საუბრობს სამართლიანობის ფუნდამენტურად ლიბერალურ და, შესაბამისად, გადანაწილებად პერსპექტივაზე, სადაც სამართლიანობა დანახულია, როგორც როულზიანიური თანასწორობა და ასოცირებულია ენვირომენტული გარეგანი ფაქტორების გადანაწილების დინამიკასთან. მარქსისტული პოლიტიკური ეკოლოგია ამის საპირისპიროდ, იზიარებს შეხედულებას, რომ უთანასწორო სოციო-ეკოლოგიური პირობების წარმოება ხდება ბუნების მეტაბოლიზმის სოციალური ორგანიზების კონკრეტული კაპიტალისტური ფორმის საშუალებით.

ჰენრი ლეფევრი გვახსენებს ჩვენ, თუ რა არის რეალურად ქალაქი – რაღაც მასიური და მღელვარე მორევი, გაჯერებული შესაძლებლობებით, მღელვარებით და განმანთავისუფლებელი პოტენციალით სავსე ამბივალენტური სივრცით, რომელიც გადახლართულია შევიწროების, გარიყვისა და მარგინალიზაციის სივრცესთან (ლეფევრი 1991 [1974]). ქალაქები, ერთი შეხედვით, იძლევიან ემანსიპაციისა და თავისუფლების იმედს მაშინ, როცა ოსტატურად ახერხებენ რეპრესიისა და დომინაციის გავრცელებას (მერიფილდი და სვინგედოუ 1997). მუდმივი ცვლილებები და სოციო-კულტურულად განსხვავებული ურბანული ეკოლოგიის მოძრავი მოზაიკა – დაწყებული შემოსაზღრული დასახლებების იდეალურად მოვლილი ბაღებითა და ტექნოლოგიურად განვითარებული კამპუსებით, გაგრძელებული მოხატული კედლებით, აზბესტით დაფარული სახურავებით, ნაგავსაყრელებითა და დაბინძურების კერებით სავსე რეპრესიული უბნების ეკოლოგიური მოცემულობით – აძლევს ფორმას კაპიტალისტური ურბანიზაციის ქორეოგრაფიას. ქალაქის გარემო ღრმად არის ჩაფლული ამ დიალექტიკურ პროცესებში და გარემოსდაცვითი იდეოლოგიები, პრაქტიკები და პროექტები იქცნენ ბუნებრივი პროცესების ურბანიზაციის ნაწილად (დევისი 2002). ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს კონსტრუქციონისტული პერსპექტივა განიხილავს ურბანიზაციის პროცესს, როგორც ახალი გარემოსა და ახალი ბუნების წარმოების ინტეგრალურ ნაწილს. ამგვარი მიდგომა ბუნებასა და საზოგადოებას გაერთიანებულად ხედავს ისტორიულ და გეოგრაფიულ წარმოების პროცესში (იხილეთ, სმიტი 1984; 1996; 1998; კასტრი 1995).

ამ პერსპექტივიდან, არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა არამდგრადი ქალაქი, არამედ არსებობს ურბანული და ეკოლოგიიური პროცესების სხვადასხვა სერიები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ზოგიერთ სოციალურ ჯგუფზე მაშინ, როდესაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიან სხვა ჯგუფებისთის (იხ. სვინგედოუ და კაიკა 2000). მოცემული ურბანული სოციო-ენვირომენტული პერსპექტივა, შესაბამისად, ყოველთვის სვამს შეკითხვას, თუ ვინ იღებს სარგებელს და ვინ იხდის საფასურს, ასევე სვამს შეკითხვებს სხვადასხვა ძალების ურთიერთობის შესახებ – და ამ ურთიერთობების ქსელურ და სკალარულ გეომეტრიების შესახებ – რომელთა საშუალებითაც ხდება ღრმად უთანასწორო სოციო-ბუნებრივი პირობების წარმოება და შენარჩუნება. ეს მოითხოვს სენსიტიურ მიდგომას ურბანიზაციის პოლიტიკურ ეკოლოგიასთან და არა დაყრდნობას გარკვეულ იდეოლოგიებსა და შეხედულებებზე ბუნებისთვის ინტეგრალური სავარაუდო მახასიათებლების შესახებ. სანამ ჩვენ დავიწყებდეთ მსგავსი ურბანული პოლიტიკურ-ეკოლოგიური გამოკვლევის განზომილებების გამოკვეთას, ჩვენ გვჭირდება ბუნების საკითხის უფრო დეტალურად განხილვა, კონკრეტულად კი იმ დაჩქარებული პროცესების ჭრილში, რომლებითაც ხდება ბუნების ურბანიზაცია სოციალურ და ეკოლოგიურ პროცესებს შორის არსებული მეტაბოლილური კავშირების გაღრმავების ხარჯზე.

ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის კვლევა თანდათან აჩვენებს, რომ იმ ძირითადი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების გამო, რომლებიც დამახასიათებელია ურბანული ლანდშაფტის ფორმირებისთვის, ურბანული ცვლილებები ხშირად არის სივრცულად დიფერენცირებული და მკვეთრად უთანასწორო. შესაბამისად, ურბანული ბუნებრივი გარემოს ცვლილებების კონტექსტში სავარაუდოა, რომ მარგინალიზებული მაცხოვრებლებით დასახლებული ურბანული არეალები საკუთარ თავზე იწვნევენ ნეგატიური გარემო ცვლილებების დიდ ნაწილს მაშინ, როდესაც სხვა, შეძლებული ნაწილები ქალაქისა ისიამოვნებენ გარემო რესურსების გაზრდილი რაოდენობითა და ხარისხით. მაშინ, როდესაც ეს შეხედულება არ არის არც ერთი კუთხით ახალი, ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია იწყებს საკუთარი წვლილის შეტანას იმაში, რომ უკეთესად იქნეს გაგებული ურთიერთდაკავშირებული პროცესები, რომლებსაც მივყავართ უთანასწორო და უსამართლო ურბანულ გარემოსთან. ამ ნაშრომის რამოდენიმე თავი, ცდილობს შეეხოს თანასწორობისა და უთანასწორობის საკითხებს უფრო მეტად ისტორიულ-მატერიალისტური პერსპექტივიდან, ვიდრე სამართლიანი გარემოს მოძრაობებისთვის დამახასიათებელი პერსპექტივიდან, რომლებიც სამართლიანობასა და თანასწორობის მკვეთრად ლიბერალურ კონცეფციებს ეყრდნობიან. ურბანული პოლიტიკური ეკოლოგია ცდილობს, გამოარკვიოს, თუ ვინ იგებს და ვინ კარგავს (და რა გზებით), ვინ სარგელობს და ვინ იტანჯება სოციო-ბუნებრივი ცვლილებების კონკრეტული პროცესებით (დესფორი და კეილი 2004). ამას გარდა, ურბანული პოლიტიკური ეკოლოგები ცდილობენ, შექმნან ისეთი იდეები, გეგმები, რომლებიც გვეტყვიან, თუ ვინ ან რა უნდა იქნას შეკავებული ან შენარჩუნებული და როგორ უნდა მოხდეს ეს (ქათერი 1995; გიბსი 2002). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარემოს გარდაქმნა არ ხდება კლასის, გენდერის, ეთნიკურობის, ან სხვა სახის ძალაუფლებრივი ბრძოლებისგან განყენებულად. ეს მეტაბოლიზმები წარმოქმნიან ისეთ სოციო-ეკოლგოგიურ პირობებს, რომლებიც ერთდროულად ხელს უწყობენ პრივილეგირებულ/ძლიერ ინდივიდებსა და ჯგუფებს და ხელს უშლიან მარგინალიზებულ ინდივიდებსა და ჯგუფებს. ეს პროცესები სწორედაც ქმნიან გაძლიერებისა და დასუსტების მგომარეობებს. რადგანაც ეს ურთიერთობები ფორმირდება – პირდაპირ შესაძლებელია მათი კვალის პოვნა – კაპიტალისტური განვითარების ნეოლიბერალური ფორმებისთვის დამახასიათებელი კრიზისული ტენდენციების ქვეშ, ექსპლოატაციური სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების წინააღმდეგ ბრძოლა ერწყმის სამართლიანი ურბანული გარემოსთვის ბრძოლას (ბონდი 2002; სვინგედოუ 2005). სოციო–ბუნებრივი ცვლილებების პროცესი, შესაბამისად, არასდროს არაა სოციალურად და ეკოლოგიურად ნეიტრალური. ეს შედეგად გვაძლევს ისეთ პირობებს, სადაც სოციო-ეკოლოგიური ცვლილებების გარკვეული მიმართულებები ძირს უთხრის ზოგიერთი ჯგუფისა და ადგილის სტაბილურობას მაშინ, როდესაც შესაძლოა, სხვაგან ხდებოდეს სხვა სოციალური ჯგუფებისა და ადგილების მდგრადობის გაძლიერება. რომ შევაჯამოთ, ურბანიზაციის პროცესის პოლიტიკურ-ეკოლოგიური გამოკვლევა ნათელს ჰფენს სოციო-ბუნებრივი ცვლილებების პროცესის თანდაყოლილ წინააღმდეგობრივ ბუნებას და სააშკარაოზე გამოაქვს ის გარდაუვალი კონფლიქტი, რომლითაც გაჯერებულია ეს პროცესი (იხ. სვინგედოუ 2002ა).

ამ კონტექსტში, ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოციალურ ძალთა ურთიერთობებს (იქნება ეს მატერიალური, დისკურსული, ეკონომიკური, პოლიტიკური ან/და კულტურული), რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სოციო-ბუნბრივი პროცესები და ასევე იმ ქსელურ კავშირებს, რომლებიც აკავშირებენ სოციო-ეკოლოგიურ ტრანსფორმაციებს სხვადასხვა ადგილებს შორის. სწორედ ძალაუფლების ეს კავშირები და მათი წარმმართველი სოციალური აქტორები არიან ისინი, ვინც ერთპიროვნულად წყვეტენ თუ ვის ექნება წვდომა და ვინ განკარგავს ბუნებრივ რესურსებსა და მის სხვა კომპონენტებს. ძალაუფლების ეს გეომეტრია აყალიბებს პოლიტიკურ კონფიგურაციებს იმ ურბანული გარემოს ქვეშ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.


ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის „მანიფესტი“

ამ ნაშრომში წარმოდგენილია რიგი პერსპექტივები და მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ პოლიტიკურ ეკოლოგიას არც აქვს, და არც უნდა ჰქონდეს ჰერმეტიკული (იგულისხმება ანტიკური ჰერმეტიკა) წესები და ნორმები კვლევისა, რამოდენიმე ცენტრალური თემა და პერსპექტივა მაინც მკვეთრად შესამჩნევია. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სასარგებლო იქნებოდა ამ პრინციპების ჩამოყალიბება ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის ერთგვარ ათ-პუნქტიან „მანიფესტში“ (იხ. აგრეთვე სვინგედოუ 2002ა,ბ). მიუხედავად იმისა, რომ „მანიფესტები“ არც ისე მოდურია დღევანდელ დღეს, ისინი კარგ საფუძველსა და საწყისს ქმნიან დებატებისთვის, განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს უფრო სიღრმისეულ კვლევას.

გარემო და სოციალური ცვლილებები განსაზღვრავენ ერთმანეთს. სოციო-ბუნებრივი მეტაბოლური ცირკულაციის პროცესები ახდენენ როგორც სოციალური, ისე ფიზიკური გარემოს ტრანსფორმაციასა და წარმოქმნიან ახალ სოციალურ და ფიზიკურ გარემოს (როგორიცაა ქალაქი) ახალი და განსხვავებული მახასიათებლებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარემო არის კომბინირებული სოციო-ფიზიკური კონსტრუქცია, რომელიც აქტიურად და ისტორიულად იწარმოება, როგორც სოციალური შიგთავსის ისე გარემო-ფიზიკური მახასიათებლების კუთხით. განვიხილავთ რა ურბანული პარკების წარმოქმნას, ურბანულ ბუნებრივ რეზერვებს თუ ცათამბჯენებს, თითოეული მათგანი შეიცავს და გამოხატავს სოციო-ფიზიკური პროცესების ერთობას, რომელიც თვის მხრივ მოიცავს და აერთიანებს კონკრეტულ მეტაბოლურ და სოციალურ კავშირებს.

არაფერია აპრიორი არაბუნებრივი ხელოვნურად წარმოქმნილ ისეთ გარემოში, როგორიცაა ქალაქი, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, დამბებში ჩასმული მდინარეები თუ მორწყული მინდვრები. წარმოებული გარემო, წარმოადგენს სოციო-ბუნებრივი პროცესის სპეციფიკურ ისტორიულ შედეგს. ურბანული სამყარო არის კიბერნეტიკული სამყარო, ნაწილობრივ ბუნებრივი/ნაწილობრივ სოციალური, ნაწილობრივ ტექნიკური/ნაწილობრივ კულტურული, მაგრამ მკვეთრი საზღვრების, ცენტრებისა და კიდეების გარეშე.

ფიზიკური და გარემო ცვლილებების ტიპი და ხასიათი და შედეგად მიღებული გარემო პირობები არ არის დამოუკიდებელი კონკრეტული ისტორიული, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ან ეკონომიკური პირობებისგან და იმ ინსტიტუტებისგან, რომლებიც თან ახლავს მათ. სწორედ ურბანული ბუნების წარმოების კონკრეტული ისტორიულ-გეოგრაფიული ანალიზი გვაძლევს საშუალებას, შევიქმნათ წარმოდგენა იმ უთანასწორო ძალთა ურთიერთობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ამ „ბუნების“ წარმოება და ეს გვაძლევს მიმართულებას, თუ როგორ შეიძლება ამ ძალთა ურთიერთობების ტრანსფორმირება.

ყველა სოციო-სივრცითი პროცესი ყოველთვის ეფუძნება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ცირკულაციასა და მეტაბოლიზმს. არაადამიანური „აქტანტები“ თამაშობენ აქტიურ როლს სოციო-ბუნებრივი მეტაბოლური და ცირკულატორული პროცესების მობილიზაციაში. სწორედ ეს ცირკულატორული არხები არის ის, რაც აკავშირებს ხშირად ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილებსა და ეკოსისტემებს ერთმანეთთან და ხელს უწყობს ლოკალურ პროცესებს უფრო ფართო სოციო-მეტაბოლური ნაკადებით, კავშირებით, კონფიგურაციებითა და დინამიკით.

სოციო-ბუნებრივი მეტაბოლიზმი წარმოქმნის როგორც წამახალისებელ, ისე დამთრგუნველ სოციალურ და გარემო პირობებს. წარმოქმნილი გარემოებები ხშირად თავის თავში იწვევენ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებს. მაშინ, როდესაც გარემოს (როგორც სოციალური ისე ფიზიკური) მახასიათებლები შესაძლოა, გაუმჯობესდეს გარკვეულ ადგილებში ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის, ხშირად ამას მივყავართ სოციალური, ფიზიკური, ან/და ეკოლოგიური მდგომარეობისა და მახასიათებლების გაუარესებისკენ სხვაგან და სხვებისთის.

მეტაბოლური ცვლილებების პროცესი არასოდესაა სოციალურად თუ ეკოლოგიურად ნეიტრალური. ეს იწვევს ისეთ მდგომარეობას, როდესაც სოციო-ბუნებრივი ცვლილებების კონკრეტული ტრაექტორია ძირს უთხრის ზოგიერთი სოციალური ჯგუფის, ადგილისა და ეკოსისტემის სტაბილურობასა და შეთანხმებულ ურთიერთობას მაშინ, როდესაც მათი მდგრადობა სხვაგან შესაძლოა, გაუმჯობესდეს. რომ შევაჯამოთ, უბრანიზაციის პროცესის პოლიტიკურ-ეკოლოგიური კვლევა, ამჟღავნებს მეტაბოლურ-ცირკულატორული ცვლილებების პროცესის შინაგანად წინააღმდეგობრივ ბუნებას და გამოყოფს იმ გარდაუვალ კონფლიქტს, რომელიც „საწვავს“ უსხამს სოციო-ეკოლოგიურ ცვლილებებს.

სოციალურ ძალთა ურთიერთობები (იქნება ეს მატერიალური თუ დისკურსიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, ან/და კულტურული), რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მეტაბოლურ-ცირკულატორული პროცესები, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ძალთა გეომეტრია, ადამიანური და არაადამიანური ფაქტორები და მათი ხელშემწყობი სოციო-ბუნებრივი ქსელები წყვეტენ ერთპიროვნულად იმას, თუ ვის ექნება ან არ ექნება დაშვება და კონტროლი რესურსებზე ან გარემოს სხვა კომპონენტებზე და ვინ ან რა იქნება პოზიტიურად ან ნეგატიურად ჩართული ამ მეტაბოლურ პროცესებში. ეს ძალაუფლების გეომეტრია, თავის მხრივ, აყალიბებს კონკრეტულ სოციალურ და პოლიტიკურ კონფიგურაციებს და იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჰენრი ლეფევრის „ქალაქის უფლებები“ ასევე ყოველთვის გულისხმობს „მეტაბოლიზმის უფლებას“.

კითხვები სოციო-ეკოლოგიური მდგრადობის შესახებ არის ფუნდამენტურად პოლიტიკური ხასიათის. პოლიტიკური ეკოლოგია ცდილობს, გაიგოს, თუ ვინ (ან რა) იღებს და ვინ იხდის, ვინ სარგებლობს და ვინ იტანჯება (და რა გზით) მეტაბოლურ-ცირკულატორული ცვლილებების კონკრეტული პროცესით. ის ასვე ეძებს პასუხებს შეკითხვაზე, თუ ვის ან რას სჭირდება შეკავება ან შენარჩუნება და როგორ შეიძლება ამის შენარჩუნება ან მიღწევა.
მნიშნელოვანია, გავიგოთ ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული სოციალური ურთიერთობების ბუნება და ის, თუ, თავის მხრივ, როგორ ხდება მათი მედიაცია და ჩამოყალიბება ეკოლოგიური ცვლილებების პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარემოს ტრანსფორმაცია არ არის განყენებული კლასის, გენდერის, ეთნიკურობის, ან სხვა ძალაუფრებრივი ბრძოლებისგან.

სოციო-ეკოლოგიური „მდგრადობა“ შესაძლებელია, მხოლოდ მიღწეული იქნას სოციო-ეკოლოგიური (რე)კონსტრუქციის ორგანიზებული და დემოკრატიულად კონტროლირებადი პროცესით. მაშასადამე, პოლიტიკური ეკოლოგიის პოლიტიკური პროგრამა არის ის, რომ გააძლიეროს სოციო-ბუნებრივი კონსტრუქციის დემოკრატიული შიგთავსი იმ სტრატეგიების იდენტიფიკაციის დახმარებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სოციალური ძალაუფლების უფრო სამართლიანი გადანაწილება და ბუნების წარმოების უფრო ინკლუზიური ფორმის მიღწევა.

_______________
BIBLIOGRAPHY
Benton, T. (ed.) (1996) The Greening of Marxism. New York: Guilford Press
Blaickie, P. and Brookfield, P. (1987) Land Degradation and Society. London: Methuen
Bond, P. (2002) Unsustainable South Africa. London: The Merlin Press
Bookchin, M. (1979) “Ecology and revolutionary thought”, Antipode, 10(3): 21–32
Braun, B. and Castree, N. (eds) (1998) Remaking Reality: Nature at the Millennium. London and
New York: Routledge
Brenner, N. (2001) “The limits to scale? Methodological reflections on scalar structuration”,
Progress in Human Geography, 25:591–614
Urban political ecology 15
Bullard, R. (1990) Dumping in Dixie: Race, Class, and Environmental Quality. Boulder, CO:
Westview Press
Bullard, R. and Chavis, B.F. Jr. (1993) Confronting Environmental Racism: Voices from the
Grassroots. Boston, MA: South End Press
Burkett, P. (1999) Marx and Nature—A Red and Green Perspective. New York: St Martin’s Press
Castree, N. (1995) “The nature of produced nature: materiality and knowledge construction in
Marxism”, Antipode, 27:12–8
Castree, N. and Braun, B. (eds) (2001) Social Nature: Theory, Practice, Politics. London and New
York: Routledge
Cronon, W. (1991) Nature’s Metropolis. New York: A.A.Norton
Cutter, S.L. (1995) “Race, class and environmental justice”, Progress in Human Geography, 19(1):
111–122
Davis, M. (1996) “How Eden lost its garden: a political history of the Los Angeles landscape”. In
A.J.Scott and E.W.Soja (eds) The City—Los Angeles and Urban Theory at the End of the
Twentieth Century. Berkeley, CA: University of California Press
Davis, M. (1998) Ecology of Fear: Los Angeles and the Imagination of Disaster. New York:
Metropolitan Books
Davis, M. (2002) Dead Cities. New York: The New Press
Denton, N. and Massey, D. (1991) “Patterns of neighborhood transition in a multiethnic world:
U.S. metropolitan areas, 1970–1980”, Demography, 28(1): 41–63
Desfor, G. and Keil, R. (2004) Nature and the City: Making Environmental Policy in Toronto and
Los Angeles. Tucson, AZ: The University of Arizona Press
Di Chiro, G. (1996) “Nature as community: the convergence of environment and social justice”. In
W.Cronon (ed.) Uncommon Ground: Rethinking the Human Place in Nature. New York:
W.W.Norton and Company
Dobson, A. (1999) Justice and the Environment: Conceptions of Environmental Sustainability and
Dimensions of Social Justice. Oxford: Oxford University Press
Engels, F. (1987 [1845]) The Condition of the Working Class in England. Edited by V.G. Kiernan.
Harmondsworth: Penguin
Engels, F. (1940) Dialectics of Nature. New York: International Publishers
Engels, F. (1959) “Socialism: Utopian and scientific”. In L.Feuer (ed.) Karl Marx and Friedrich
Engels, Basic Writings. London: Collins
Escobar, A. (2001) “Culture sits in places: reflections on globalism and subaltern strategies of
localization”, Political Geography, 20:139–174
FitzSimmons, M. (1989) “The matter of nature”, Antipode, 21:106–120
Forsyth, T. (2003) Critical Political Ecology—The Politics of Environmental Science. London and
New York: Routledge
Foster, J.B. (2000) Marx’s Ecology. New York: Monthly Review Press
Foster, J.B. (2002) Ecology against Capitalism. New York: Monthly Review Press
Gandy, M. (2002) Concrete and Clay: Reworking Nature in New York City. Cambridge, MA and
London: The MIT Press
Gibbs, D. (2002) Local Economic Development and the Environment. London: Routledge
Gober, P., McHugh, K.E. and Reid, N. (1991) “Phoenix in flux: household instability, residential
mobility, and neighborhood change”, Annals of the Association of American Geographers,
81(1): 80–88
Gold, M. (1984) “A history of nature”. In D.Massey and J.Allen (eds) Geography Matters!
London: Cambridge University Press
Grundman, R. (1991) Marxism and Ecology. Oxford: Clarendon Press
Haraway, D. (1991) Simians, Cyborgs and Women—The Reinvention of Nature. London: Free
Association Books
Haraway, D. (1997) Modest_Witness@Second_Millennium.FemaleMan©_Meets_ Oncomouse™.
London: Routledge
In the nature of cities 16
Harvey, D. (1973) Social Justice and the City. Cambridge, MA: Blackwell Publishers
Harvey, D. (1993) “The nature of environment: dialectics of social and environmental change”. In
R.Miliband and L.Panitch (eds) Real Problems, False Solutions. A special issue of the Socialist
Register. London: The Merlin Press
Harvey, D. (1996) Justice, Nature and the Geography of Difference. Oxford: Blackwell Publishers
Hughes, J. (2000) Ecology and Historical Materialism. Cambridge: Cambridge University Press
Hurley, A. (1997) Common Fields: An Environmental History of St. Louis. St. Louis, MO: Missouri
Historical Society
Jacobs, J. (1992 [1961]) The Death and Life of Great American Cities. New York: Vintage Books
Jägter, J. and Raza, W.G. (2004) “Regulationist perspectives in Political Ecology: a conceptual
framework for urban analysis”, Mimeographed paper, Department of Economics, Vienna
University of Economics and Business Administration, Augasse 2–6, A-1090 Vienna, Austria
Jonas, A. (1994) “Editorial”, Environment and Planning D: Society and Space, 12: 257–264
Kaika, M. (2005) City of Flows. Nature, Modernity, and the City. New York: Routledge
Kaika, M. and Swyngedouw, E. (1999) “Fetishising the modern city: the phantasmagoria of urban
technological networks”, International Journal of Urban and Regional Research, 24(1): 120–
138
Katz, C. (1998) “Whose nature, whose culture? Private productions of space and the ‘preservation’
of nature”. In B.Braun and N.Castree (eds) Remaking Reality: Nature at the Millenium. London:
Routledge
Keil, R. (1995) “The environmental problematic in world cities”. In P.Knox and P.Taylor (eds)
World Cities in a World System. Cambridge: Cambridge University Press
Keil, R. (2003) “Urban political ecology”, Urban Geography, 24(8): 723–738
Keil, R. and Graham, J. (1998) “Reasserting nature: constructing urban environments after
Fordism”. In B.Braun and N.Castree (eds) Remaking Reality—Nature at the Millenium. London:
Routledge
Laituri, M. and Kirby, A. (1994) “Finding fairness in America’s cities? The search for
environmental equity in everyday life”, Journal of Social Issues, 50(3): 121–139
Latour, B. (1993) We Have Never Been Modern. London: Harvester Wheatsheaf
Latour, B. (1999) Politiques de la Nature—Comment faire entrer les sciences en democratic. Paris:
La Découverte
Latour, B. and Hermant, E. (1998) Paris Ville Invisible. Paris: La Découverte
Lefebvre, H. (1976) The Survival of Capitalism: Reproduction of the Relations of Production.
London: Allison and Busby
Lefebvre, H. (1991) The Production of Space. Oxford: Blackwell Publishers
Low, N. and Gleeson, B. (1998) Justice, Society and Nature: An Exploration of Political Ecology.
London: Routledge
MacDonald, D.H. (ed.) (2002) Environmental Justice in South Africa. Athens, OH: Ohio University
Press
Marston, S. (2002) “A long way from home: domesticating the social production of scale”. In
R.McMaster and E.Sheppard (eds) Scale and Geographic Enquiry. Oxford: Blackwell
Marx, K. (1973) Grundrisse. New York: Vintage Books
Marx, K. (1975) “Early economic and philosophical manuscripts”. In L.Colletti (ed.) Karl Marx:
Early Writings. Harmondsworth: Pelican
Marx, K. (1976) Capital Volume 1 New York: Vintage Books
Melosi, M.V. (2000) The Sanitary City: Urban Infrastructure in America from Colonial Times to
the Present. Baltimore, MD and London: The Johns Hopkins University Press
Merrifield, A. (2002) Dialectical Urbanism. New York: Monthly Review Press
Merrifield, A. and Swyngedouw, E. (eds) (1997) The Urbanization of Injustice. New York: New
York University Press
Norgaard, R. (1994) Development Betrayed. London: Routledge
Olmstead, F.L. (1895) “Parks, parkways and pleasure grounds”, Engineering Magazine, 9: 253–
254
Peet, R. (1977) “The development of radical geography in the United States”. In R.Peet (ed.)
Radical Geography. Alternative Viewpoints on Contemporary Social Issues. Chicago, IL:
Maaroufa Press
Peet, R. and Watts, M. (eds) (1996) Liberation Ecologies. London: Routledge
Pulido, L. (1996) Environmentalism and Economic Justice: Two Chicano Struggles in the
Southwest. Tucson, AZ: University of Arizona Press
Schmink, M. and Wood, C. (1987) “The ‘political ecology’ of Amazonia”. In P.D.Little et al. (eds)
Lands at Risk in the Third World: Local Level Perspectives. Boulder, CO: Westview Press
Smith, N. (1984) Uneven Development: Nature, Capital and the Production of Space. Oxford:
Blackwell Publishers
Smith, N. (1993) “Homeless/global: Scaling places”. In J.Bird et al. (eds) Mapping the Futures:
Local Cultures, Global Change. London: Routledge
Smith, N. (1996) “The production of nature”. In G.Robertson et al. (eds) Future Natural:
Nature/Science/Culture. London: Routledge
Smith, N. (1998a) “Antinomies of space and nature in Henri Lefebvre’s ‘The production of
space’”. In A.Light and J.M.Smith (eds) Philosophy and Geography II: The Production of
Public Space. London and New York: Rowman and Littlefield
Smith, N. (1998b) “El Niño capitalism”, Progress in Human Geography, 22(3): 159–163
Spirn, A. (1996) “Constructing nature: the legacy of Frederick Law Olmsted”. In W.Cronon (ed.)
Uncommon Ground: Rethinking the Human Place in Nature. New York: W.W.Norton and Co
Swyngedouw, E. (1996) “The city as a hybrid: on nature, society and cyborg urbanization”,
Capitalism Nature Socialism, 7(25 March): 65–80
Swyngedouw, E. (1997) “Power, nature and the city. The conquest of water and the political
ecology of urbanization in Guayaquil, Ecuador: 1880–1980”, Environment and Planning A,
29(2): 311–332
Swyngedouw, E. (1999) “Modernity and hibridity: nature, Regeneracionismo, and the production
of the Spanish waterscape, 1890–1930”, Annals of the Association of American Geographers,
89(3): 443–465
Swyngedouw, E. (2000) “Authoritarian governance, power and the politics of rescaling”,
Environment and Planning D: Society and Space, 18:63–76
Swyngedouw, E. (2004a) Social Power and the Urbanization of Water: Flows of Power. Oxford:
Oxford University Press
Swyngedouw, E. (2004b) “Scaled geographies. Nature, place, and the politics of scale”. In
R.McMaster and E.Sheppard (eds) Scale and Geographic Inquiry: Nature, Society and Method.
Oxford: Blackwell Publishers.
Swyngedouw, E. (2005) “Dispossessing H20—The contested terrain of water privatization”,
Capitalism, Nature, Socialism, 16(1): 1–18
Swyngedouw, E. and Heynen, N.C. (2003) “Urban political ecology, justice and the politics of
scale”, Antipode, 35(5): 898–918
Swyngedouw, E. and Kaika, M..(2000) “The environment of the city or…The urbanization of
nature”. In G.Bridge and S.Watson (eds) Reader in Urban Studies. Oxford: Blackwell
Publishers
Swyngedouw, E., Kaika, M. and Castro, E. (2002a) “Urban water: a political-ecology perspective”,
Built Environment, 28(2):124–137
Swyngedouw, E., Page, B. and Kaika, M. (2002b) “Sustainability and policy innovation in a multilevel
context: crosscutting issues in the water sector”. In P.Getimis et al. (eds) Participatory
Governance in Multi-Level Context: Concepts and Experience. Frankfurt: Leske & Budrich
Szaz, A. (1994) Ecopopulism. Minneapolis, MN: University of Minnesota Press
Tarr, J.A. (1996) The Search for the Ultimate Sink: Urban Pollution in Historical Perspective.
Akron, OH: University of Akron Press
In the nature of cities 18
Titmus, R.M. (1962) Income Distribution and Social Change. London: Allen & Unwin
Walker, P. (2005) “Political ecology: where is the ecology?”, Progress in Human Geography,
29(1):73–83
Walker, R. (1981) “A theory of suburbanization: capitalism and the construction of urban space in
the United States”. In M.Dear and A.Scott (eds) Urbanization and Urban Planning in Capitalist
Society. London: Methuen
Wenz, P.S. (1988) Environmental Justice. New York: State University of New York Press
Whatmore, S. (2002) Hybrid Geographies. London and New York: Routledge
Whitehead, M. (2003) “(Re)analysing the sustainable city: nature, urbanization and the regulation
of socio-environmental relations in the UK”, Urban Studies, 40(7): 1,183–1,206
Williams, R. (1985 [1973]). The Country and the City. London: Hogarth Press
Wolch, J., Pincetl, S. and Pulido, L. (2002) “Urban nature and the nature of urbanism”. In M.J.Dear
(ed.) From Chicago to L.A.: Making sense of urban theory. Thousand Oaks, CA: Sage.
Worster, D. (1993) The Wealth of Nature: Environmental History and the Ecological Imagination.
New York and Oxford: Oxford University Press

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.