• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ვიდეოკონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე
ახალი ამბები

ვიდეოკონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

21.04.20162 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან” ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე.

ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე.

საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე.
ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა მაია ურუშაძემ. მისი მოხსენება ეფუძნებოდა ,,კავკაისური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე. ასევე, საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა მედიის უარყოფით როლზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გაშუქებისას და საერთაშორისო აქტორების მიერ ხეობისთვის ,,იარლიყების მიწებების“ ნეგატიურ ასპექტებზე.

საქართველოს მხრიდან ბოლო მოხსენება შეეხებოდა ,,რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორას და მის როლზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“. მოხსენებით წარდგა ,,კავკასიური სახლის“ მკვლევარი მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც გაანალიზა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა 2004 წლიდან 2012 წლამდე და ისაუბრა ძირითად ტენდენციებსა და კვლევის მიგნებებზე.

რუსეთის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი ს. მარკედონოვი, მოხსენებით ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საზღვრები ,,წითელი ხაზების გათვალისწინებით“,მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კავკასიის და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ნ. სილაევი, მოხსენებით „საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სისტემის განვითარების პერსპექტივები“. ასევე, მოხსენებები გააკეთეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ასპირანტმა ა. დიოკტევიმ, თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკა ურთიერთდაპირისპირებული რეგიონალური აქტორების კონტექსტში“ და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ქართული კლუბის წევრმა ზ. შავლიძემ მოხსენებით ,,საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“.

მოხსენებების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) სტუდენტებსა და ქართული დიასპორიდან მოწვეულ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეთქვათ მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის გლობალური პრობლემების შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსეი ტოკარევის და ქართული კლუბის მხარდაჭერით.

 

diaspora georgia russia დიასპორა კომფლიქტების ტრანსფორმაცია კონფერენცია კონფლიქტები რუსეთი საქართველო

მსგავსი პოსტები

„კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლების დანერგვა საქართველოს სკოლებში“

28.10.2022

რუსეთი არჩევანის ზღვარზე – ინტერვიუ ლევან ლორთქიფანიძესთან

09.09.2021

ფილმის ჩვენება “ცეცხლი ზღვაში”

18.12.2018
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.