საჯარო დისკუსია: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

9 მარტს 19 საათზე „კავკასიური სახლი“ ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს დისკუსიას თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

მრავალი კვლევისა თუ გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს რომ დღესდღეობით საქართველოში მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში. დისკუსიაზე იდენტიფიცირებული იქნება ის მთავარი გამოწვევები, რომელიც დგას ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მიმოიხილება გენდერული უთანასწორობის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები.

მომხსენებლები:
ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი
ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოდერატორი – ნორა გიგინეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20, კავკასიური სახლი
დასწრება თავისუფალია

დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *