ავტორი: rd_adm

ავტორი: მერი აი. ჯორჯი, ნიუ იორკის წმ. იოანეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი. იგი არისტოტელ-თომისტია, მის ინტერესებს ძირითადად ბუნების ფილოსოფიისა და მეცნიერების ფილოსოფიის სფეროები წარმოადგენს. პროფესორი ჯორჯი არის ავტორი წიგნებისა: „ქრისტიანობა და უცხოპლანეტელები?“ (2005), „კათოლიკური ხედვა და ქმნილების მოვლა-პატრონობა: რა უნდა იცოდნენ კათოლიკეებმა ეკლესიის სწავლებაზე გარემოს შესახებ“ (2009). მიხეილ (დავით) ადეიშვილის თარგმანი. ქრისტიანული ეკოლოგიზმი წმ. ავგუსტინედან პაპ ფრანცისკემდე (ნაწილი 2) ჩემი მიზანია, ვაჩვენო უწყვეტობა ავგუსტინესა და აკვინელის მიერ ჩამოყალიბებულ ქმნილების თეოლოგიასა და ბოლო სამი პაპის გარემოსდაცვით სწავლებებს შორის, –ისევე, როგორც მიმოვიხილო კათოლიკური გარემოსდაცვითი სწავლების განვითარების ზოგიერთი ასპექტი. როგორც დავინახავთ, პაპები ყურადღეებას აპყრობენ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი დროის აშკარა გარემოსდაცვით პრობლემებს, ფაქტორებს, რომლებიც არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, არც ისე…

Read More

იძულებით გადაადგილების შესახებ დოქტორ ფრანსის დენგის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველოში ცნობილი, როგორც დევნილები, არიან პირები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ადამიანის უფლებათა ხელყოფისა და სტიქიური ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფების გამო და არ გადაუკვეთავთ საერთაშორისო საზღვრები. დღესდღეობით, მსოფლიოში ზემოთ აღნიშნული სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 110 ქვეყნის მასშტაბით 71.1 მილიონს აღწევს[1] და, სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია, მათ შორისაა საქართველოც, რომელშიც 2022 წლის მონაცემებით, 289 839 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.[2] ისინი ძირითადად შეიარაღებული კონფლქიტების შედეგად დისლოცირებულ ადამიანებს წარმოადგენენ. პრობლემის კონტექსტი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დრამატულმა ნგრევამ და დამოუკიდებლობის მოპოვების შეუქცევადმა პროცესებმა…

Read More

მუსლიმი მესხები, რომლებიც შეცდომით თურქ მესხებად არიან მოხსენიებული, წარმოადგენენ რთული ისტორიისა და განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის რეპრესიული დეპორტაციის მსხვერპლი აღმოჩნდა. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მესხეთის რეგიონიდან წარმოშობილი პირები დღემდე დგანან რეინტეგრაციასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე. საკითხის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების მცდელობის მიუხედავად, დეპორტირებული მუსლიმი მესხების წინაშე ინტეგრაციის, მოქალაქეობის, კულტურის შენარჩუნებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჯერ კიდევ გადაულახავი ბარიერები არსებობს. პლურალისტური საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელია, რომ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ ეთნიკურ უმცირესობებსაც, რისი უზრუნველყოფაც შესაძლებელია სხვადასხვა აქტორის გაძლიერებითა და ურთიერთთანამშრომლობით. განსახილველი თემა თანამედროვე საქართველოში მივიწყებულია, რაც გამოსწორებას საჭიროებს. წინამდებარე…

Read More

ავტორი: მერი აი. ჯორჯი, ნიუ იორკის წმ. იოანეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი. იგი არისტოტელ-თომისტია, მის ინტერესებს ძირითადად ბუნების ფილოსოფიისა და მეცნიერების ფილოსოფიის სფეროები წარმოადგენს. პროფესორი ჯორჯი არის ავტორი წიგნებისა: „ქრისტიანობა და უცხოპლანეტელები?“ (2005), „კათოლიკური ხედვა და ქმნილების მოვლა-პატრონობა: რა უნდა იცოდნენ კათოლიკეებმა ეკლესიის სწავლებაზე გარემოს შესახებ“ (2009). ქრისტიანული ეკოლოგიზმი წმ. ავგუსტინედან პაპ ფრანცისკემდე (ნაწილი 1) ისტორიკოსი ლინ უაითი თავის ხშირად ციტირებულ სტატიაში (1) ქრისტიანობას ადანაშაულებდა ეკოლოგიურ კრიზისში. უაითის მიხედვით, ქრისტიანობამ იუდაიზმისგან მემკვიდრეობით მიიღო … სამყაროს შექმნის გასაოცარი ამბავი. … ღმერთმა ყოველი [ქმნილება] ადამიანის სარგებლობისთვის და მმართველობისთვის დაგეგმა: ფიზიკური ქმნილებებიდან არცერთ საგანს არ ჰქონია სხვა დანიშნულება, გარდა ადამიანის მიზნებისთვის მსახურებისა. … ქრისტიანობა,…

Read More

2024 წლისთვის „კავკასიური სახლი“ გეგმავს ახალი, უნიკალური წიგნის გამოცემას, რომელიც მსოფლიო რელიგიებისა და ეკოლოგიური პრობლემების ურთიერთმიმართების საკითხს განიხილავს. კრებული გააერთიანებს თანამედროვე ეპოქის ცნობილი საზოგადო და სასულიერო მოღვაწეების ტექსტებს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის თაობაზე. (გამოცემის სავარაუდო სათაური იქნება „ღმერთი მწვანეა“ ან „მწვანე სამყაროს მწვანე ღმერთი“). პუბლიკაციის რედაქტორი იქნება დოქტორი დავით ადეიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „აფრაში“ უკვე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „ქრისტიანული ეკოსოციალიზმი“ და საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წამოჭრა ქრისტიანული, სოციალური და ეკოლოგიური ეთიკის საგულისხმო დებულებები. გთავაზობთ ბ-ნი დავით (მიქაელ) ადეიშვილის მიერ თარგმნილ ტექსტს “ქმნილების მეშვეობით შემოქმედისკენ” – ავტორი: დიოკლეას ეპისკოპოსი კალისტოსი (Through Creation to the Creator by Bishop…

Read More

უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება და მისი განვითარების სავარაუდო ტრაექტორია სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. საბოლოო კვანძის გახსნა კი, თითქოს, ახლოსაც არ უნდა იყოს. სხვაგვარი საუბარი, ამ ეტაპზე, უფრო მეტად სურვილის გამომხატველი იქნებოდა. მხოლოდ სტატისტიკას რომ ვენდოთ, უკრაინა -რუსეთის ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. მაგალითად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 1946 წლიდან 2021 წლამდე ომებზე ინფორმაციებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ რაოდენობრივად, ამ პერიოდში წაროებული ომების ნახევარი ერთ წელზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებები ერთ წელზე დიდხანს გასტანდა, ისინი, საშუალოდ, ათწლეულს აღწევდა.[i] ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო დაპირისპირება თავისთავში ატარებს მისი უფრო…

Read More

2024 წლისთვის „კავკასიური სახლი“ გეგმავს ახალი, უნიკალური წიგნის გამოცემას, რომელიც მსოფლიო რელიგიებისა და ეკოლოგიური პრობლემების ურთიერთმიმართების საკითხს განიხილავს. კრებული გააერთიანებს თანამედროვე ეპოქის ცნობილი საზოგადო და სასულიერო მოღვაწეების ტექსტებს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის თაობაზე.(გამოცემის სავარაუდო სათაური იქნება „ღმერთი მწვანეა“ ან „მწვანე სამყაროს მწვანე ღმერთი“). პუბლიკაციის რედაქტორი იქნება დოქტორი დავით ადეიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „აფრაში“ უკვე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „ქრისტიანული ეკოსოციალიზმი“ და საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წამოჭრა ქრისტიანული, სოციალური და ეკოლოგიური ეთიკის საგულისხმო დებულებები. გთავაზობთ ბ-ნი დავით (მიქაელ) ადეიშვილის მიერ თარგმნილ ანთოლოგიური მნიშვნელობის ტექსტს „ჩვენი ეკოლოგიური კრიზისის ისტორიული ფესვები“, რომელიც ისტორიკოსმა ლინ ტაუნსენდ უაითმა 1960-იან წლებში გამოაქვეყნა…

Read More

ერების მახასიათებლების, ჩამოყალიბების მიზეზებისა და დროის განსაზღვრა საკამათო საკითხია. ზოგადად, ერს როგორც ადამიანთა ჯგუფს უნდა ახასიათებდეს ჯგუფის წევრთა მიერ გარკვეულ თვისებათა გაზიარება. ამგვარ მახასიათებელთა შორის ხშირად სახელდება ენობრივი, ტერიტორიული, კულტურული თუ სხვა სახის ერთობა. რაც შეეხება მიზეზებსა და დროს, ნაციონალიზმის მკვლევრები აქ რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს. პრიმორდიალისტები მიიჩნევენ, რომ ერები ხანგრძლივი ისტორიული ფენომენია. საპირისპიროდ, მოდერნისტული თეორიების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ერების ჩამოყალიბება ისტორიის ახალ ეტაპზე ხდება. სწორედ ამ დროს, ზემოხსენებული მახასიათებლები ჭეშმარიტად საყოველთაო ხასიათს იძენს. ჯგუფის ერად გამაერთიანებელ მახასიათებელზე მნიშვნელოვანია ფრანგი ისტორიკოსის ერნსტ რენანის მოსაზრება. იგი უარყოფს ერის გაგებას, რომელიც მას მიიჩნევს ობიექტური მახასიათებლების ერთობლიობად, როგორიცაა ენა თუ ტერიტორია. რენანს ერი…

Read More

23 თებერვლის დილას, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საკუთარი სახლიდან ძალადობრივი მეთოდით გამოასახლა ომის ვეტერანი და მისი ოჯახი. მოცემულ ფაქტს საზოგადოებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სახელმწიფო კი თაღლითი კერძო მევახშის მხარეს დადგა და უსახლკაროდ დატოვა ოჯახი. ეს ისტორია გადაიზარდა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის ვეტერანების მიერ შექმნილ დახურულ ფეისბუქ ჯგუფებში. ისინი ერთხმად ითხოვდნენ სახელმწიფოსგან რეაგირებას, რათა დაეცვათ საკუთარი თანამებრძოლი, ანუ ადამიანი, რომელიც მზად იყო გაეწირა საკუთარი სიცოცხლე, სახელმწიფოსა და ერის ინტერესების დასაცავად. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ვეტერანის სტატუსი 66 693 ადამიანს აქვს მინიჭებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ტერიტორული მთლიანობისთვის იბრძოდა. სახელმწიფოსგან ისინი გარკვეულ სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებს იღებენ, მათ შორის ჯანდაცვისა და შეღავათიან ტრანსპორტისაც.…

Read More

„არ ვიცოდი, ომში მყოფ შვილზე მედარდა, სახლზე, თუ ტყეზე, რომელიც იწვოდა“ თინათინ მოსიაშვილი გზა და მძღოლის მიერ მოყოლილი ამბები   გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს კარგად გვახსოვს, 2008 წლის ომის დროს ბორჯომში, წაღვერის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი. თითქმის მთელი თვე იწვოდა მაშინ ტყის კორომები გუჯარეთისწყლის ხეობაში. ამ სტატიაზე მუშაობა რომ დავიწყე, დაბისა და წაღვერის ტყის სანახავად, ასევე მაშინდელი მოვლენების შემსწრე ადამიანებთან სასაუბროდ, წაღვერში წასვლა გადავწყვიტე. გაგახსენებთ, წაღვერი დაბა და სათემო ცენტრია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემი მოიცავს სოფლებს: დაბა (ტყე სწორედ სოფელ დაბასთან იწვოდა), ტიმოთესუბანი, მზეთამზე. წაღვერი თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთებზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში მდებარეობს, ბორჯომიდან 14 კილომეტრში. ბორჯომი-წაღვერი-ბაკურიანის მხარე – საქართველოსთვის…

Read More