21 დეკემბერს, 15:00 საათზე „კავკასიური სახლი“ გეპატიჟებით ვიდეოს ჩვენებაზე – „ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში“.
ჩვენება გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის გორის ოფისში .
მის: იერუშალაიმის ქ. #18 , ქ. გორი.
ვიდეო შედგება ხუთი ინტერვიუსგან, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ იმ ყოველდღიურობას, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავზე განიცდის. ხუთივე მათგანი დასაქმებულია, მათი ძირითადი ნაწილი – მომსახურების სფეროში. ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ აფასებენ ვალერი, ანა, ლუკა, ლადო და ნინო მათ წინაშე შექმნილ რეალობას, მიღებულ განათლებას და სამუშაო პირობებს, როგორ უყურებენ მომავალს, რა მოლოდინები და იმედები აქვთ. ახალგაზრდების ისტორიები იმეორებს ერთმანეთს და ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს.
ინტერვიუების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რესპონდენტების მიერ წამოჭრილი საკითხების ირგვლივ, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობის, დასაქმების და ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის პრობლემები.
მომხსენებლები:
ნათია ნადირაძე – გორის საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერი
თორნიკე ჩივაძე – european.ge -ს ერთ-ერთი რედაქტორი და ეკონომიკის მკვლევარი
დასწრება თავისუფალია!
ვიდეო გადაღებულია კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა”.