კავკასიური სახლი აგრძელებს საჯარო დისკუსიების ფორმატს: „შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“. შეხვედრები იმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები ეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლობების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში; რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და მათი ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის.
აღნიშნულ დისკუსიათა სერიის მეორე სტუმარი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი.
მოხსენების თემა:
გაერთიანებული სამეფო და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი
დასაწყისი: 17:00 სთ
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია!