20-22 დეკემბერს, ,,კავკასიური სახლის“ მოწვევით თბილისს სტუმრობდა ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი გიორგი დერლუგიანი. ვიზიტის ფარგლებში მან სამი საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასხვა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში. ლექციებს ესწრებოდნენ, როგორც აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტებიდან.