25 მარტს, 14  საათზე ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა:

 

„რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში “

მომხსენებლები:

პაატა ზაქარეიშვილი – ექსპერტი

ბექა ბაჯელიძე –  (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი.

გიორგი ანდღულაძე – „დემოკრატ მესხთა კავშირის“  აღმასრულებელი დირექტორი

მოდერატორი:

ნინო კალანდარიშვილი – „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე

 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით.

 

მისამართი: მანველიშვილის 19

დასწრება თავისუფალია!

 

 

დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით

Exit mobile version