დღეს, 10 მარტს თბილისში, სასტუმროში “ბეტსი” კავკასიური სახლისა ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონფერეცია “კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთი და ურთიერთობების სხვა მოდელები“.

კონფერენციაზე განიხილება პოსტ-საბჭოთა რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ანალიზს, რომლის ფარგლებშიც მოხდა ,,კავკასიური სახლის“ მიერ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების წარდგენა.

ამ წუთებში,  მეორე სესიის ფარგლებში აუდიტორია განიხილავს რუსეთის ურთიერთობებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან აზერბაიჯანის, ბელორუსის და უკრაინის მაგალითზე.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მოწვეული მომხსენებლები წარმოადგენენ ანალიზს, რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ.

Exit mobile version