8-11 სექტემბერს, საგურამოში, „კავკასიური სახლის” ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე – „კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლების დანერგვა საქართველოს სკოლებში“.

ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს სკოლის ისტორიის მასწავლებლებისთვის, სადაც მოწვეულმა საერთაშორისო ტრენერებმა ქართველ პედაგოგებს გააცნეს პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში სადავო ისტორიის სწავლების არსებული გამოცდილება. განსახილველ თემებს შორის იყო: რას ნიშნავს და რისთვის გვჭირდება კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლება? სასკოლო განათლებისა და ისტორიის როლი მშვიდობის მშენებლობაში;  სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემაზე წერის სხვადასხვა მოდელები და მეთოდები და სხვა.

ტრენინგი გაიმართა „კავკასიური სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობის ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით.

Exit mobile version