Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“
ფოტოგალერია

საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“

16.03.20172 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

10 მარტს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,ბეტსში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“. კონფერენციაზე განხილული იყო საქართველო და რუსეთის, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა და დასავლეთის ურთიერთობები რუსეთთან. კონფერენცია გაყოფილი იყო სამ სესიად.

პირველ სესიაზე ,,კავკასიური სახლის“ მკვლევრებმა ედიშერ ბაღათურიამ და რევაზ ქოიავამ მოახდინეს საქართველო-რუსეთის გასული 25 წლიანი ურთიერთობების შესახებ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია. ამავე სესიაზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა კვლევების ცენტრის მკვლევარმა იულია ნიკიტინამ ისაუბრა გასული 25 წლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე რუსეთის მხრიდან.

მეორე სესიაზე განხილული იყო აზერბაიჯანის, ბელორუსისა და უკრაინის რუსეთთან განსხვავებული ურთიერთობების გამოცდილება. ამ თემაზე ისაუბრეს მოწვეულმა მომხსენებლებმა უკრაინის მომავლის ინსტიტუტიდან ტარას ბერეზოვეცმა, დისკუსიისა და ანალიტიკური საზოგადოების მინსკის ლიბერალური კლუბის პოლიტიკის დირექტორმა ევგენი პრეიჰერმანმა და აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის საჯარო პოლიტიკის სკოლის ხელმძღვანელმა აჰმედ ალილმა.

დასკვნითი სესია დაეთმო დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც დღევანდელი, ასევე წარსული ურთიერთობების მოდელების ანალიზს. ამ თემაზე მოხსენებები გააკეთა კოპერნიკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა პოლონეთიდან აგნეშკა ბრეცმა, ჩეთემ ჰაუსის ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ დიდი ბრიტანეთიდან იაკობ პარაკილასმა და რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სერგეი მარკედონოვმა. თითოეული სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მომხსენებლების მიერ წამოჭრილი საკითხების ირგვლივ კითხვა-პასუხებს და გაიმართა აქტიური დისკუსია.

საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“ გაიმართა ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მსგავსი პოსტები

ინფოგრაფიკა: ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი

28.02.2021

ინფოგრაფიკა: კვიპროსის კონფლიქტის ტრანსფორმაცია

28.02.2021

ინფოგრაფიკა: მთიანი ყარბაღის კონფლიქტი

28.02.2021
ახალი ამბები

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უკრაინის ომის ფონზე

23.10.2025

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.2025

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

16.06.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უკრაინის ომის ფონზე

სტატიები 23.10.2025

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ-ჩინური სამიტები ერთმანეთის იდენტურია. აისბერგის პრინციპის მსგავსად, გარე დამკვირვებლისთვის ხელმისაწვდომია წყლის ზედაპირზე…

ახალგაზრდების ხედვა გაერო-ს რეზოლუცია „ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის“ შესახებ საქართველოში

18.10.2025

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.2025

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.