ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ ცხადყო ის, რაც მანამდეც ვიცოდით – დასავლეთს რუსეთის ფედერაციასთან ღიად დაპირისპირება არ ეხალისება…
საქართველოსა და რუსეთს რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, თბილისი და მოსკოვი ვერ რიგდებიან ისეთ ძირეულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეთნიკური უმცირესობები და ასევე, თუ რა წესებით „ითამაშონ“ საერთაშორისო გავლენის სფეროების რთული „თამაში“.