აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე სტატიაში დაწვრილებით განიხილავს თანამედროვე თურქული იდენტობის ჩამოყალიბების ისტორიულ პროცესს. ტექსტში მიმოხილულია სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მიმართ ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში მოქმედი პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, პირველი მსოფლიო ომის დროს მიმდინარე ეთნო-რელიგიური დაპირისპირებები, ათათურქის მიდგომები ნაციონალური საკითხის მიმართ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საერთო თურქული იდენტობის ფორირებაზე ორიენტირებული სტრატეგიის თავისებურებები.
სტატია მომზადდა “კავკასიური სახლის” პროექტის “საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს “კავკასიური სახლის” ოფიციალურ პოზიციას.