20 თებერვალს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – 100 წელი საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან: ისტორიული მნიშვნელობა და თანამედროვე გამოძახილი
2018 წელი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეა. საბჭოთა პერიოდში ისტორიის გაყალბების, ასევე ამ პირობებში თაობათა ცვლის ფონზე, დღეს მოქალაქეებს დიდად არ ესმით 1918 წელს მსოფლიოს ისტორიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისა და მისი სამწლიანი არსებობის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. რა შეგვიძლია, დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკის პრეცედენტისაგან, რა პასუხისმგებლობები და სტიმულები შეიძლება გვქონდეს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან რა საკითხები რჩება ჯერ ისევ გაუაზრებელი?
მომხსენებლები:
დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი
გრიგოლ გეგელია – პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი
მოდერატორი:
გიორგი კანაშვილი – ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
საჯარო დისკუსია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში;
სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20
დასწრება თავისუფალია!
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.