8-11 სექტემბერს, საგურამოში, „კავკასიური სახლის” ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე – „კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლების დანერგვა საქართველოს სკოლებში“.
ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს სკოლის ისტორიის მასწავლებლებისთვის, სადაც მოწვეულმა საერთაშორისო ტრენერებმა ქართველ პედაგოგებს გააცნეს პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში სადავო ისტორიის სწავლების არსებული გამოცდილება. განსახილველ თემებს შორის იყო: რას ნიშნავს და რისთვის გვჭირდება კონფლიქტ-მგრძნობიარე სწავლება? სასკოლო განათლებისა და ისტორიის როლი მშვიდობის მშენებლობაში; სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემაზე წერის სხვადასხვა მოდელები და მეთოდები და სხვა.
ტრენინგი გაიმართა „კავკასიური სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობის ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით.