28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს, ხოლო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა არჩევანის გაკეთებისგან.
აღნიშნულმა შედეგმა დაადასტურა, რომ საზოგადოების უმრავლესობა უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ მმართველობით, რომელმაც ქვეყანას ვერ შესთავაზა ალტერნატიული განვითარების პოლიტიკა. თავის მხრივ მიმდინარე კრიზისი მნიშვნელოვნად ზრდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც 2012 წელს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მკვეთრად ავტორიტარული და არადემოკრატიული მმართველობის გამო გადაირჩია.
აღნიშნულ დისკუსიაზე მომხსენებლები საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გაანალიზებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხება იმას, თუ რა გზა განვლო 2012 წლიდან საქართველომ და რატომ დგას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების საკითხი; რა გავლენას იქონიებს არჩევნებში როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის გამარჯვება სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე და არსებობს თუ არა სივრცე უახლოეს მომავალში, მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის.
მომხსენებლები:
ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი.
ლევან ლორთქიფანიძე – „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი.
გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი, საერთაშორისო მიმომხილველი.
მოდერატორი:
ვანო აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20, “კავკასიური სახლი”
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში