19 ნოემბერს 19 სთ-ზე “კავკასიურ სახლში” ჩატარდა საჯარო დისკუსია “საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში”
აღნიშნულ დისკუსიაზე მომხსენებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გაანალიზეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რა გზა განვლო 2012 წლიდან საქართველომ და რატომ დგას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების საკითხი; რა გავლენას იქონიებს არჩევნებში როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის გამარჯვება სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე და არსებობს თუ არა სივრცე უახლოეს მომავალში, მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის.
მომხსენებლები იყვნენ:
ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი.
ლევან ლორთქიფანიძე – „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი.
გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი, საერთაშორისო მიმომხილველი.
მოდერატორი: ვანო აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი.
დისკუსია ჩატარდა “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში