მოცემული კვლევის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით საქართველოს დეინდუსტრიალიზებული ზონების ისტორიის შესწავლა და ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა. კვლევის ობიექტად ქალაქი გორი შეირჩა, სადაც 1951-1994 წლებში ბამბეულის ქსოვილების კომბინატი ფუნქციონირებდა. 1960-70-იან წლებში საწარმოში 7 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპლექსი ნულოვან აუქციონზე გაიყიდა, დღეს კი გიგანტური საამქროების ადგილზე მხოლოდ ნანგრევების აღმოჩენაა შესაძლებელი.
„კავკასიური სახლის“ ამ კვლევაში შეგიძლიათ გაეცნოთ გორის ბამბეულის კომბინატის დაარსებისა და განვითარების ისტორიას. აქ მიიღებთ ცნობებს 1990-იან წლებში მიმდინარე პრივატიზაციის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ტექსტში წარმოდგენილია მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალური ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოსაზრებები გორის სამრეწველო განვითარების პერსპექტივების თაობაზე. კვლევის ბოლოს მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც პოსტკომუნისტურ პერიოდში ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებულმა ყოფილმა საბჭოთა ქალაქებმა დააგროვეს.