სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში მორიგი ლექცია წაიკითხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო პოლიტიკაზე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იგი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და მიმოიხილა სხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტები.