30 სექტემბერს 18:00 სთ-ზე გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის “ნივთების” ჩვენებაზე.
დოკუმენტური ფილმი „ნივთები” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ხურვალეთის დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებაზე მოგვითხრობს იმ ნივთების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთარი სახლებიდან ომის დროს წამოიღეს. ფილმი არის მცდელობა ომით დაზარალებული ადამიანების მიმართ რაელური ემპათიის გაჩენისა – „დევნილების ჯგუფის” ადამიანებად, ინდივიდებად ქცევისა, რომლებსაც, მიუხედავად საერთო პრობლემებისა, აქვთ ინდივიდუალური წარსული გამოცდილება, ინდივიდუალური ყოფა, ინდივიდუალური მიზნები; ისევე, როგორც ის ნივთები, რომლებიც მათ საკუთარი სოფლებიდან წამოიღეს, ისინიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
დასაწყისი: 18:00 სთ
მისამართი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სტალინის 7, გორი
ენა: ქართული (ინგლისური სუბტიტრებით)
დასწრება თავისუფალია!!!
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფილმის რეჟისორი.
ფილმის ჩვენება ტარდება „კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში
თიზერი
The Things Teaser from CineMarkGeorgia on Vimeo.