13 მარტს 17:00 სთ-ზე, წყალტუბოში, სოციალურ კაფე „ღია სივრცეში“ გეპატიჟებით „კავკასიური სახლის“ დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი: 10 წლის შემდეგ“ ჩვენებაზე.
დოკუმენტური ფილმი გადაღებულია „კავკასიური სახლის“ სტუდიის მიერ 2003 წელს ნახევრად პროფესიონალური ვიდეო კამერით. გადამღებ ჯგუფს არ ჰქონია რაიმე წინასწარი სცენარი, არც წინასწარ განსაზღვრული გადაღების გრაფიკი, არამედ მხოლოდ იდეა, რომლის ინიციატორი „კავკასიური სახლის“ დირექტორი ნაირა გელაშვილი გახლდათ. ინიციატივა კი მდგომარეობდა შემდეგში: „ ჩავიდეთ და ვკითხოთ აფხაზებს – როგორ ხართ?“. სწორედ ამ ერთადერთი მისიით „კავკასიური სახლის“ თანამშრომლები: ანა აბრამიშვილი-წვინარია, თამარ უჯუხუ, მიხეილ ბეროშვილი და თეა გალდავა, გაემგზავრნენ აფხაზეთში ერთი ვიდეო-კამერით და ამ ერთკვირიანი მოგზაურობის შედეგია დოკუმენტური ფილმი „აფხაზეთი-ათი წლის შემდეგ“.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია კონფლიქტების თემაზე.
მომხსენებელი:
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი
მისამართი: 9 აპრილის ქუჩა, წყალტუბო, ღია სივრცე
ფილმის ენა: რუსული
დასწრება თავისუფალია!
ფილმის ჩვენება ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით