3 ნოემბერს 16 სთ-ზე წნორში, “ცოდნის კაფეში” (მისამართი: დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი) „კავკასიური სახლი“ გიწვევთ დისკუსიაზე “გამყოფ ხაზს 2 მხარე აქვს: აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრისა და ნდობის აღდგენის პროექტების გამოცდილება”
25 წელი გავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ. თუმცა კონფლიქტის მოგვარების გზა ჯერჯერობით ვერ გამოიძებნა. ამასობაში იზრდებიან თაობები, კონფლიქტით ორად გაყოფილი საზოგადოებები ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას, ეძებენ განვითარების გზებს, ერთმანეთის შესახებ კი უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ. კონფლიქტის ირგვლივ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს უამრავი მითი იქმნება. ამასობაში დროდადრო იმართება ნდობის აღდგენის მიზნით სხვადასხვა შეხვედრები, ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ესაუბრებიან. თუმცა აღნიშნული შეხვედრები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველია. სწორედ ასეთი პროექტების, მათი მიმდინარეობისას გამართული დისკუსიების/საუბრების შესახებ მსჯელობას დაეთმობა წნორში, ცოდნის კაფეში.
მომხსენებლები:
ივანე აბრამაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი
ესმა გუმბერიძე – ქართულ–აფხაზური დიალოგის პროექტების მონაწილე
გიორგი ყარალაშვილი – ქართულ–აფხაზური დიალოგის პროექტების მონაწილე
მოდერატორი :
ელიკო ბენდელიანი -მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე
დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ ნდობის აღდგენის პროექტებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებაზე. დამსწრეებს გაუზიარებენ აფხაზი თანატოლების შეხედულებებს. ღონისძიება ითვალისწინებს აქტიურ დისკუსიას და კითხვა–პასუხის რეჟიმს.
მისამართი: “ცოდნის კაფე”, დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი, N 3, წნორი
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.